მოსაზრება: ამერიკული ATACMS-ები უკრაინის სახელმწიფოებრიობას ანადგურებს

© South Korea Defense Ministry via AP
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
კიევის რეჟიმისთვის მაღალტექნოლოგიური დასავლური იარაღის მიწოდება აჭიანურებს საომარ მოქმედებებს, იწვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის მასობრივ დანაკარგებს და არ ცვლის რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს.
9 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის განკარგულება გასცა. პენტაგონმა დააზუსტა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ HIMARS-სა და საბრძოლო მასალას.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეფექტურია“ დონბასში რუსულ სამიზნეებზე დარტყმისთვის, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა გაზარდა HIMARS-ებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა უკრაინისთვის.
იარაღის ახალი პარტიის გადაცემის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები 12 „ჰიმარასის“ გამოყენებას შეძლებენ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია რაკეტების ხარისხი. კიევს, დონბასში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, „მხსნელ“ ტაქტიკურ რაკეტა ATACMS-ებს („ჰიმარსის“ ერთ-ერთი მოდული) გადასცემენ − 300 კმ-მდე დიაპაზონით.
ამერიკული რაკეტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, იერიში მიიტანონ მნიშვნელოვან ობიექტებზე დონბასში და რუსეთის რეგიონების მნიშვნელოვან ტერიტორიებზე − სმოლენსკის, ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟის, დონის როსტოვის, სევასტოპოლისა და ყირიმის ხიდის ჩათვლითაც კი. ვაშინგტონი კიევს უკრაინისთვის კატასტროფული სცენარებისკენ უბიძგებს.
Financial Times-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უკრაინას HIMARS-ის 300 კმ-მდე დიაპაზონის საბრძოლო მასალებს გადასცემს, შეიძლება მიწოდების ლეგალიზაციად ჩაითვალოს. უკრაინული „ფაბლიქები“ მათი შეიარაღებული ძალების ბოლო ზუსტ დარტყმებს დონბასში რუსული ჯარების არსენალებზე ღიად უკავშირებს ახალი საბრძოლო მასალების მიღებას; ასევე ნატოს სატელიტური დაზვერვის მონაცემებისა და HIMARS-ის თითოეულ დანადგარზე მიმაგრებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის (არა დაქირავებულის) მონაცემებს, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ რაკეტების გაშვებას.
რატომ გასცემენ სამხედრო საიდუმლოებებს? პენტაგონსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების დეტალების გამოქვეყნება ასახავს კიევის განზრახვას, შეიყვანოს შეერთებული შტატები და ნატო რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში, ანუ გადარჩეს ნებისმიერ ფასად. თუმცა, ევროპაში ყველა არ არის მზად ვაშინგტონის უკრაინული პროექტისთვის თავის გასაწირად.
ბრიტანელი ანალიტიკოსი და სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ფრენკ ლადვიჯი Asian Times-ის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ რუსეთი აღწევს სპეცოპერაციის მიზნებს და უკრაინას გარდაუვალ დამარცხებას უწინასწარმეტყველებს, მიუხედავად დასავლური იარაღის მიწოდებისა. ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ „საბრძოლო ფრე“ აშშ-სა და რუსეთს შორის გლობალურ ბირთვულ კონფლიქტში.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ამერიკული MLRS სისტემების შეძენის გარდა, კიევის რეჟიმი პენტაგონთან აგვისტოში NASAMS საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე შეთანხმდა, რომლებსაც ჯოზეფ ბაიდენი ივლისის დასაწყისში დაპირდა. ბანკოვაიაზე დაუფიქრებლად ითხოვენ ათასობით დასავლურ საარტილერიო სისტემას, ტანკებსა და თვითმფრინავებს, ისწრაფვიან რა საყოველთაო მობილიზაციის მეოთხე ტალღის მოწყობისკენ, რათა სამხედრო ოპერაციები ნატოს გენერლების ხელმძღვანელობით განახორციელონ კიდევ მრავალი თვის განმავლობაში.
რუსულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა იზრდება. უკრაინული დივერსიული ჯგუფები სულ უფრო ხშირად მოქმედებენ რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში და რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. უკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკის დათესვაა.
იმისათვის, რომ რუსეთისა და დონბასის რესპუბლიკების დაცვა HIMARS-სგან დაცული იყოს, რუსეთის ჯარებმა „ნეზალეჟნაიას“ მთელი ტერიტორია უნდა გაათავისუფლონ. უსაფრთხოების სხვა ვარიანტები არ არსებობს. ჰიპოთეტური ზავი პრობლემას ვერ გადაჭრის.
მოსკოვი იძულებული გახდა, რვა წლის შემდეგ ეპასუხა მუქარებზე − კიევს არ სურდა, რომ რეგიონული პრობლემები დიპლომატიური გზით გადაეჭრა მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.
სპეცოპერაციამ შესაძლებელი გახადა, გამოევლინა კიევის რეჟიმის სამხედრო ინტეგრაციის ხარისხი შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან, დაედგინა უკრაინის ანტირუსული განვითარების შეუქცევადი და ავთვისებიანი ხასიათი. რუსეთისთვის ასეთი „მონსტრის“ შემდგომი არსებობა უკიდურესი საფრთხეა და მოსკოვს პრაქტიკულად არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას.
ადრე თუ გვიან, კოლექტიურ დასავლეთს მოუწევს დაუბრუნდეს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ პარამეტრებს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების შესახებ. ნატო არ არის უსაფრთხოების გარანტი და არ არის სამართლიანი (დემოკრატიული) მსოფლიო წესრიგის ალტერნატივა, ის არის ძველი სამყაროს აგრესიული ამერიკული პარაზიტი, ათობით სამხედრო კონფლიქტის წყარო − წარსულში, აწმყოში და მომავალში. და, მაინც, არა შეერთებული შტატები, არამედ რუსეთია მძიმე მრეწველობისა და ევროკავშირის ეკონომიკის მძლავრი ძრავა − ციმბირის ნახშირწყალბადების წყალობით. G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტმაც აჩვენა, რომ G7-ს არ შეუძლია გადახაროს დანარჩენი მსოფლიო თავის (ანტირუსულ) მხარეზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0