დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივლისი

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 18 ივლისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.
არ გადადოთ მნიშვნელოვანი საუბრები – დღის პირველი ნახევარი ამისთვის შესანიშნავი დროა. დღის მეორე ნახევარში კი საჭიო დიდი სიფრთხილე და გონივრულობა, არ ღირს ყველა ჩანაფიქრის განხორციელება – რაღაცის დათმობა და რაღაცის გადადება უფრო უპრიანი იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივლისი>>
ვერძი: მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ვარაუდობდით. მოგიწევთ გეგმების შეცვლა. გიჭირთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს - ეს შეცდომებისგან გიხსნით. სჯობს, არავის არფერს დაჰპირდეთ, არავის გაუზიაროთ საკუთარი სამომავლო გეგმები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
კურო: ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. ადვილად გაუგებთ გარშემომყოფებს, ნაკლებად სავარაუდოა უთანხმოებები. სასურველია, ხანგრძლივი მგზავრობა გადადოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარკვეული ყოფითი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.
ტყუპი: იფრთხილეთ ადამიანებთან ურთიერთობებისას. თავი შორის დაიჭირეთ მათგან, ვინც თავს გაბეზრებთ, სვამს ბევრ კითხვას და გაძლევთ უამრავ რჩევას. ხანდახან, დაძაბულ მომენტებში იუმორის გრძნობა გიშველით. დღის მეორე ნახევარში კარგია, თუ საკუთარ იდეებს სხვებს გაუზიარებთ.
კირჩხიბი: მიზნისკენ მტკიცედ მიიწევთ წინ, უარს არ ამბობთ ჩანაფიქრზე. წარმატება მოვა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალს შეეჭიდოთ, მოძებნოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები. ზოგიერთი თქვენგანი შესამჩნევად გააუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი დღეა არაფორმალური შეხვედრებისთვის. ადვილად გაუმკლავდებით თუნდაც ყველაზე მომთხოვნ ადამიანებს; არ უშინდებით ტრადიციების დარღვევას. თქვენი ყველაზე ექსტრავაგანტული საქციელიც კი მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ქალწული: თუ დროს ტყუილუბრალოდ არ დაკარგავთ, ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. გაითვალისწინეთ, რომ დილა დღის ყველაზე ნაყოფიერი დროა. გამოიყენეთ პოზიტიური ტენდენციების გავლენა და საქმეებს დილიდანვე შეუდექით. საღამო მიესადაგება დასვენებასა და შეხვედრებს არაფორმალურ გარემოში.
სასწორი: ინტუიციის წყალობით რთულ საქმეებთან გამკლავებასაც მოახერხებთ. შესაძლებელია მოულოდნელი საქმიანი შემოთავაზება გქონდეთ და ახალი კარგი პერსპექტივები გაჩნდეს. კარგად ჩაივლის თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2020
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები
მორიელი: დღე საკმაოდ იღბლიანად ეწყობა, ბევრ რამეში გიმართლებთ. ისარგებლეთ ხელსაყრელი მომენტით და შეეჭიდეთ რთულ საქმეს. გაჩნდებიან ახალი სანდო მოკავშირეები და თანამოაზრეები. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, ასევე იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელთა გაწყვეტასაც ძალიან ნანობდით.
მშვილდოსანი: წარმატებებს მიაღწევთ არა იმდენად საკუთარი ცოდნისა და შეუპოვრობის წყალობით, არამედ კომუნიკაბელურობის უნარით. კარგი დღეა თანამშრომლობის დაწყებისთვის - ის ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. კარგად ჩაივლის საჯარო გამოსვლებიც, აუდიტორიის ყურადღებას იოლად დაიპყრობთ.
თხის რქა: მოთმინებით აღიჭურვეთ, ამის გარეშე დღეს გაგიჭირდებათ. ყველაზე უბრალო საქმეებთანაც კი რთული იქნება სწრაფად გამკლავება. დღის დასაწყისში მოსალოდნელია გაუგებრობები, არეულობა, გეგმების შეცვლა. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი გაგახარებთ. შესაძლოა, აგიხდეთ დიდი ხნის ოცნება, სურვილი.
ქალი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
მერწყული: ყველას აჩვენებთ, რა შეგიძლიათ. იქნება შანსი, რომ კარიერულ კიბეზე წაიწიოთ წინ, იპოვოთ გავლენიანი მოკავშირე, რომლის წყალობითაც თქვენ წინაშე პროფესიული პერსპექტივები გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ არ აურიოთ პირადი და საქმიანი ურთიერთობები, არ იფიქროთ, რომ ვინც გეხმარებათ, ყველა თქვენი მეგობარია.
თევზები: ურთიერთობებისთვის რთული დღეა. შესაძლებელია პრობლემები საქმიანი კონტაქტებისას. ოჯახშიც ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ახლობლები თქვენს სისუსტეებს გაითვალისწინებენ. მშვიდობის შესანარჩუნებლად დათმობებზე წასვლაა საჭირო, მაგრამ ეს შეიძლება სარისკო იყოს. სჯობს, ოქროს შუალედი გამოძებნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0