დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივლისი

CC BY 2.0 / Mike Norton / Cinque Terreჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 ივლისია, კვირა. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წინა პლანზე გამოვა ლოგიკა და პრაგმატიზმი, უკან გადაიწევს ემოციები და გრძნობები. ლოგიკა გახდება დომინანტი სასიყვარულო ურთიერთობებშიც – ეს დღე სრულიად შეუსაბამოა რომანტიკული „სიგიჟეებისთვის“, მაგრამ იდეალურია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და წინადადებებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ივლისი>>
ვერძი: დღეს სიამოვნებით შეასრულებთ თქვენს როლს გუნდურ სამუშაოში, სხვისი ხელმძღვანელობით, ოღონდ მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეთ, რას აკეთებთ და რისთვის. თუ ირგვლივ მყოფებმა არ ჩაგაყენეს დეტალურად საქმის კურსში, მაშინ თქვენ გარეშე მოუწევთ ყველაფრის გაკეთება.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2017
როგორი მამაკაცი შეეფერება ქალს დაბადების თვის მიხედვით
კურო: ექსპერტები გირჩევენ, ადამიანებთან ინტელექტუალური კავშირები დაამყაროთ. თავდაპირველად ურთიერთობები სიმპათია–ანტიპათიაზე იგება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა საერთო თემებისა და ინტერესების გამონახვა. სწორედ ასეთი, ლოგიკური ურთიერთობებისკენ გიბიძგებენ დღეს ვარსკვლავები.
ტყუპი: მზად ხართ, ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი მიუჩინოთ. წარმატების გარანტი ხშირად წვრილმანების გათვლით მომზადებული გეგმაა და არა სპონტანურობა. ეს ეხება სამუშაოს, დასვენებას, დიეტას... ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი წინასწარი გეგმის მიხედვით გადადგით.
კირჩხიბი: დღეს გარკვეული გონებაგაფანტულობა გახასიათებთ და ეს იმის გამო, რომ თანამოსაუბრეებთან ურთიერთობებისას მოიწყენთ. არ გაინტერესებთ ყოფითი საკითხები, ელიტური ჭორები... ვარსკვლავები გირჩევენ, ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც შანსია, რომ საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
ლომი: დღეს ინტელექტუალური დისკუსიები გელოდებათ. მზად ხართ, პროვოცირებაც კი მოუწყოთ მოწინააღმდეგე მხარეს, რომ კამათში გამოიწვიოთ. ამის მიზეზი ერთია: იმდენად ხართ დარწმუნებული თქვენს ინტელექტუალურ უპირატესობაში, რომ გინდათ, ამაში სხვებიც დაარწმუნოთ.
ქალწული: საკითხების გადაწყვეტისას, შესაძლოა, საკუთარი აზრების ლაბირინთში დაიკარგოთ. ფიქრი კარგია, მაგრამ საკითხების გართულება – სრულებითაც არა. ამის გამო, შესაძლოა, გართულდეს ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან, რომლებსაც თქვენი „გაფანტული“ აზროვნება სულაც არ მოეწონებათ.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, ყური დაუგდოთ იმას, რაც თქვენ ირგვლივ ხდება – გარშემომყოფები მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის შეგროვება, ღირებული რჩევების მოსმენა. არ ღირს ყურადღების ცენტრში მოქცევა. მოისმინეთ სხვების ნათქვამი და დაიმახსოვრეთ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: თუ დღეს ირგვლივ მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, თქვენი მთავარი იარაღი ინტელექტი უნდა გახდეს. არა აქვს მნიშვნელობა, ვიზეა საუბარი – უფროსზე, საყვარელ ადამიანზე, მეგობარზე – მეცნიერების ნებისმიერი სფერო დღეს გაბრწყინებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. დღის პირველ ნახევარში გააკეთეთ ისეთი რამ, რაც არ დაგღლით, შეხვდით მეგობრებს, უყურეთ კარგ ფილმს. ეს განწყობას აგიმაღლებთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ სერიოზული საქმეების გაკეთება. მუშაობა შედეგიანი იქნება.
თხის რქა: გული ინტელექტუალური საუბრებისკენ მიგიწევთ სხვადასხვა სერიოზულ და განყენებულ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება და სხვ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც შეგიძლიათ ამ საკითხებზე მსჯელობა. რეალობას ძალიანაც ნუ მოწყდებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2018
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: დღეს თქვენში ნამდვილი ფინანსისტი გაიღვიძებს. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ და იაზროვნებს მხოლოდ ციფრებითა და ფაქტებით. თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრებთ, შეიძლება გენიალური გეგმაც შეადგინოთ და კარგი შემოსავალიც მიიღოთ.
თევზები: ნებისმიერ სფეროში, ურთიერთობების ჩათვლით, ლოგიკას დაეყრდნობით და არა გრძნობებს. „მკითხაობის“ ნაცვლად,რა ხდება ადამიანების თავს, მოისურვებთ ამის გაგებას პირდაპირი კითხვების დასმით. ამასთან, თავადაც არ დამალავთ საკუთარ აზრებს. ასეთი პრაქტიკა დღეს ეფექტური აღმოჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0