დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ივლისი

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 16 ივლისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღე სასიამოვნოდ და მშვიდად ჩაივლის, თუ ზედმეტ ყურადღებას არ მიაქცევთ წვრილმანებს და მათ გამო არ გაღიზიანდებით. ახალი საქმეების დაწყებისთვის დღის მეორე ნახევარი უფრო შესაფერისი დროა. ინტუიცია სათანადო დონეზე იქნება და შეგიძლიათ, მის მინიშნებებს ენდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი>>
ვერძი: ეცადეთ, არ იჩქაროთ. არცთუ ხელსაყრელი დღეა რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებისთვის. დასვენება ნამდვილად არ გაწყენთ. ცოტა ხნით მაინც გამოეთიშეთ რუტინას. კარგი დღეა რამის ყიდვისთვის, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: არ ღირს დღის მნიშვნელოვანი საუბრებით დაწყება, დიდია უთანხმოებებისა და კამათის რისკი. ამ დროს სჯობს, ჩვეული საქმეები გააკეთოთ და მსუბუქ თემებზე ილაპარაკოთ. დღის მეორე ნახევარში უკვე შეგიძლიათ სერიოზული საკითხების განხილვა. მოსალოდნელია საქმიანი წინადადების მიღება.
ტყუპი: დატვირთული დღე გელოდებათ. გამოგადგებათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი გაიცნობს ადამიანს, რომელზეც ბევრი კარგი რამ სმენია. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყებაც.
კირჩხიბი: დღეს შესანიშნავად გაართმევთ თავს რთულ საქმეებს, სწრაფად მიაღწევთ წარმატებას. მნიშვნელოვანი იქნება იმპროვიზირების, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის უნარი. შესაძლებელია თანხის მიღება, გარიგებების დადება. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
ლომი: გადაწყვეტილებების მიღებას დღის დასაწყისში ნუ იჩქარებთ. ამ დროს რთული შეიძლება იყოს ვითარების სწორად შეფასება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვინც სხვის საქმეებში აპირებს ჩარევას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის
ქალწული: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის, მათ შორის იმ თემების, რომლებზეც აქამდე სულ კამათი გქონდათ. დღეს ირგვლივ მყოფები მხარს დაგიჭერენ, შესაძლოა, ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ. დაეხმარებით რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ახლობლებს.
სასწორი: თუ დიდი გეგმები გაქვთ დღეს, მათ განხორციელებას დილიდან შეუდექით, რადგან სწორედ ეს პერიოდია საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი. ასევე კარგი დროა სწავლისთვის. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. შეძლებთ დასვენებას. შესაძლოა, კარგი სიახლეები გაიგოთ.
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი
მორიელი: არცთუ მარტივი და იღბლიანი დღე გელოდებათ, მაგრამ გადაულახავი პრობლემები არ შეგექმნებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს იმ საქმის დასრულებას, რომელზეც დიდი ხანი მუშაობდა. ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ. საღამო შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის.
მშვილდოსანი: სანამ რამე რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით. სავარაუდოდ, ინტუიცია გიკარნახებთ, რომ აჩქარება არაა საჭირო. სამაგიეროდ, მშვენიერი დღეა დასვენებისა და გართობისთვის, მეგობრებთან შეხვედრის, ასევე რომანტიკული პაემნისთვის.
თხის რქა: ფინანსების თვალსაზრისით იღბლიანი დღეა. შესაძლებელია თანხის მიღება, შემოსავლების გაზრდა, მომგებიანი გარიგებების დადება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება სხვა სფეროებშიც. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მერწყული: მოუსმინეთ ინტუიციას, ირგვლივ მყოფების რჩევები კი, დიდი ალბათობით, სარგებელს არ მოგიტანთ. მზად იყავით იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მოგიწევთ. დღის დასაწყისში დრო შეგიძლიათ ახალ საქმეებს დაუთმოთ, მოგვიანებით კი ჩვეულ საკითხებს მიხედოთ.
თევზები: მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სირთულეები გელოდებათ, მთლიანობაში დღე კარგად ჩაივლის. შესაძლოა, რაღაც საკითხებთან მიმართებით მოსაზრება შეიცვალოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ იჩქარებთ. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0