https://sputnik-georgia.com/20220715/dris-astroprognozi-15-ivlisi-268502664.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T00:15+0400
2022-07-15T00:15+0400
2022-07-15T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208755_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_20b1799733e0e856a145b04f09338fee.jpg
დღეს 2022 წლის 15 ივლისია, პარასკევი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა ვენერამფარველობს.კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ადამიანები სერიოზულად არიან განწყობილი და შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, შეთანხმებას თანამშრომლობაზე, გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორებას.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივლისი>>ვერძი: სავარაუდოდ, მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც გეგმების დაწყობაში გამოგადგებათ. სასარგებლო აღმოჩნდება ძველ თანამშრომლებთან ურთიერთობების აღდგენა და მათთან ერთად საერთო პროექტზე მუშაობა. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად ჩაივლის. კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.კურო: დღის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება. ირგვლივ შეიძლება ქაოსი იყოს, მაგრამ თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო იდეებისა და უჩვეულო ადამიანებთან შეხვედრის დროა. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყება.ტყუპი: საქმიანი მოლაპარაკებები ბრწყინვალედ ჩაივლის. ზოგი სამუშაოსთან დაკავშირებით საოცნებო წინადადებას მიიღებს, ზოგს პროგრესი ელოდება კარიერაში. მოგვიანებით დრო პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლებელია ძველ ნაცნობთან შეხვედრა და სასიყვარულო კავშირის გაბმა.კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხები, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. შუადღისას დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. საღამოს იღბლიანი თანხვედრები გელოდებათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.ლომი: ეცადეთ, დილით ემოციებს არ აჰყვეთ. მცირე გაუგებრობებს იუმორით შეხედეთ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ახალი, უჩვეულო საქმიანობისთვის. გექნებათ შანსი, გაიცნოთ ადამიანები, რომლებზეც ბევრი კარგი გსმენიათ. არაა გამორიცხული მგზნებარე სასიყვარული ისტორიის დაწყება.ქალწული: ინტუიციის მინიშნებების წყალობით სწრაფად გაერკვევით ახალ ვითარებაში და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. დილით მარტივი იქნება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მაგრამ მოგვიანებით საქმიანი ურთიერთობების დრო დადგება. კარგი იქნება ახლობლებთან დალაპარაკება.სასწორი: დღეს ყველაზე კარგად ურთიერთობები გამოგივათ – იოლად გამონახავთ საერთო ენას განსხვავებული ტიპის ადამიანებთან. დღის დასაწყისი კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების ახალ წყაროს იპოვის.მორიელი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები სპეციალურად ცდილობენ თქვენს გამოყვანას მწყობრიდან. თუ ემოციებს გაუმკლავდებით, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან. მოგვიანებით მშვიდი პერიოდი დადგება. შეძლებთ რთული ფინანსური საკითხების გადაჭრას.მშვილდოსანი: ეცადეთ, დრო უქმად არ დაკარგოთ. ძალზე ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი და სჯობს, ამ დროს რამე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. მოგვიანებით რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავა და მოგიწევთ იმპროვიზირება. მოუსმინეთ ინტუიციის მინიშნებებს.თხის რქა: დღე საინტერესო საუბრებით დაიწყება. ყურადღებით იყავით – არის შანსი, რომ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. სერიოზულ და მასშტაბურ საქმეებს ფრთხილად მოეკიდეთ, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, რომლებმაც შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასლება შეასრულოს.მერწყული: დილა, დიდი ალბათობით, მშვიდად არ ჩაივლის. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ამასთან, სხვისი შეცდომების გამოსწორებაც. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებისთვის შესანიშნავი დროა. ერთადერთი სფერო, სადაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია.თევზები: დილა ხელსაყრელი დროა საქმიანობისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. დღის მეორე ნახევარი აღმოჩენების პერიოდია – ცხადი გახდება ის, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული. შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და საერთო გეგმებზე შეთანხმება.
https://sputnik-georgia.com/20220713/astrologebi-rogor-gavuzlotcxel-dreebs-268471253.html
https://sputnik-georgia.com/20181030/rogoria-Tqveni-auris-feri-zodiaqos-niSnis-mixedviT-242731415.html
https://sputnik-georgia.com/20200422/bumerangis-principi-zodiaqos-niSnebisTvis-248299163.html
https://sputnik-georgia.com/20190704/vin-iyaviT-wina-cxovrebaSi-zodiaqos-niSani-245817449.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208755_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_90c61d093066497f3363b86206291b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 ივლისია, პარასკევი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა ვენერამფარველობს.
კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ადამიანები სერიოზულად არიან განწყობილი და შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, შეთანხმებას თანამშრომლობაზე, გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორებას.
ვერძი: სავარაუდოდ, მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც გეგმების დაწყობაში გამოგადგებათ. სასარგებლო აღმოჩნდება ძველ თანამშრომლებთან ურთიერთობების აღდგენა და მათთან ერთად საერთო პროექტზე მუშაობა. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად ჩაივლის. კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
კურო: დღის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება. ირგვლივ შეიძლება ქაოსი იყოს, მაგრამ თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო იდეებისა და უჩვეულო ადამიანებთან შეხვედრის დროა. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ტყუპი: საქმიანი მოლაპარაკებები ბრწყინვალედ ჩაივლის. ზოგი სამუშაოსთან დაკავშირებით საოცნებო წინადადებას მიიღებს, ზოგს პროგრესი ელოდება კარიერაში. მოგვიანებით დრო პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლებელია ძველ ნაცნობთან შეხვედრა და სასიყვარულო კავშირის გაბმა.
კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხები, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. შუადღისას დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. საღამოს იღბლიანი თანხვედრები გელოდებათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
ლომი: ეცადეთ, დილით ემოციებს არ აჰყვეთ. მცირე გაუგებრობებს იუმორით შეხედეთ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ახალი, უჩვეულო საქმიანობისთვის. გექნებათ შანსი, გაიცნოთ ადამიანები, რომლებზეც ბევრი კარგი გსმენიათ. არაა გამორიცხული მგზნებარე სასიყვარული ისტორიის დაწყება.
ქალწული: ინტუიციის მინიშნებების წყალობით სწრაფად გაერკვევით ახალ ვითარებაში და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. დილით მარტივი იქნება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მაგრამ მოგვიანებით საქმიანი ურთიერთობების დრო დადგება. კარგი იქნება ახლობლებთან დალაპარაკება.
სასწორი: დღეს ყველაზე კარგად ურთიერთობები გამოგივათ – იოლად გამონახავთ საერთო ენას განსხვავებული ტიპის ადამიანებთან. დღის დასაწყისი კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების ახალ წყაროს იპოვის.
მორიელი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები სპეციალურად ცდილობენ თქვენს გამოყვანას მწყობრიდან. თუ ემოციებს გაუმკლავდებით, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან. მოგვიანებით მშვიდი პერიოდი დადგება. შეძლებთ რთული ფინანსური საკითხების გადაჭრას.
მშვილდოსანი: ეცადეთ, დრო უქმად არ დაკარგოთ. ძალზე ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი და სჯობს, ამ დროს რამე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. მოგვიანებით რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავა და მოგიწევთ იმპროვიზირება. მოუსმინეთ ინტუიციის მინიშნებებს.
თხის რქა: დღე საინტერესო საუბრებით დაიწყება. ყურადღებით იყავით – არის შანსი, რომ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. სერიოზულ და მასშტაბურ საქმეებს ფრთხილად მოეკიდეთ, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, რომლებმაც შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასლება შეასრულოს.
მერწყული: დილა, დიდი ალბათობით, მშვიდად არ ჩაივლის. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ამასთან, სხვისი შეცდომების გამოსწორებაც. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებისთვის შესანიშნავი დროა. ერთადერთი სფერო, სადაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია.
თევზები: დილა ხელსაყრელი დროა საქმიანობისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. დღის მეორე ნახევარი აღმოჩენების პერიოდია – ცხადი გახდება ის, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული. შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და საერთო გეგმებზე შეთანხმება.