https://sputnik-georgia.com/20220712/ivanisvili-raribasvilma-mtkivneul-temaze-isaubra-268450618.html
დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა
დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
დეოლიგარქიზაციის კამპანიის მიზანია საქართველოში მოქმედი მართვის სისტემის დისკრედიტაცია, დარწმუნებულია პრემიერი. 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T15:27+0400
2022-07-12T15:27+0400
2022-07-12T21:44+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_0:176:2048:1329_1920x0_80_0_0_61a508108c3c5942e3f1d47a8f7cb195.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების შიდა და გარე ოპონენტების მიერ დაწყებული დეოლიგარქიზაციის კამპანია სრულიად უსაფუძვლოა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენეს. ეს სტატუსი მანამდე უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, ხოლო საქართველოს ჯერჯერობით საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.როგორც ღარიბაშვილი წერს, ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის არცერთი ფაქტი არ არსებობს. მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ ასახელებენ მხოლოდ იმ ვითარებას, რომ ის და მმართველი პარტიის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის ლიდერობით მოვიდა.საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე – საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.„როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს“, – აღნიშნა პრემიერმა.ამასთან, მან ბუნებრივი უწოდა იმას, რომ მმართველ გუნდს „განსაკუთრებული დამოკიდებულება“ აქვს პარტიის დამფუძნებელ ივანიშვილთან.უკრაინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს - „ქართული ოცნების“ პასუხი>>„ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.მისი თქმით, ეს ღირებულებები და წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა.ღარიბაშვილის განცხადებით, ყალბი ბრალდებები ოლიგარქიულ მმართველობაზე სრულიად შეუთავსებელია თამაშის იმ წესებთან, რომელიც ივანიშვილმა დატოვა.პრემიერმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი არასდროს შეხვედრია და არც იცნობს ზოგიერთს, რომლებსაც დღეს მთავრობაში საკვანძო ადგილები უკავიათ – თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.რაც შეეხება საპარლამენტო გუნდის ლიდერთა დიდ ნაწილს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პრემიერის განცხადებით, ივანიშვილი მათ საპარლამენტო არჩევნების წინ, მათი წარდგენის დღეს შეხვდა.მან ასევე აღნიშნა, რომ მისი წინამორბედები – გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი ასევე უარყოფდნენ ივანიშვილის ჩარევას პრემიერ-მინისტრის საქმეებში.პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ობიექტურ დამკვირვებელს მხოლოდ თეორიული ეჭვები შეიძლება გაუჩნდეს, რომ ივანიშვილი რამენაირად მონაწილეობდა რამე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაში.დღევანდელ ვითარებაში ასეთი საკვანძო გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ ორი იყოს: არ დაწესდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და არ ჩაერთოს ქვეყანა ომში.„თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია – ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება“, – წერს პრემიერი.ივანიშვილი სანქციებით არ დაისჯება - დეპუტატი>>შესაბამისად, გუნდმა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება „დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით“ მიიღო, განმარტა ღარიბაშვილმა.„გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ“, – აღნიშნა პრემიერმა.ღარიბაშვილის განცხადებით, ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების სრული ანტიპოდია, რასაც ხალხი კარგად ხედავს და აფასებს.„თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები – სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც, აღნიშნა ღარიბაშვილმა. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება, დაწერა პრემიერმა.ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ყველა მიმართულებით კარგი შედეგები აქვს – ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.მისი თქმით, ივანიშვილმა ოპონენტებს სვლები არ დაუტოვა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ივანიშვილი თავად არ აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს შანსს, ქვეყნის საწინააღმდეგო სვლა გააკეთონ.„ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს, წერს ღარიბაშვილი.კობახიძე ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევს>>„ასეთ პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ“, – აღნიშნა პრემიერმა.ღარიბაშვილის თქმით, მათ უნდა გაიაზრონ, „როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“.
https://sputnik-georgia.com/20220624/deoligarqizacia-saqartvelo-evrokavsirs-ganmartebistvis-mimartavs-267830322.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_317:180:1996:1439_1920x0_80_0_0_bf30927a27efca7e28f56f26af1d6b7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა
15:27 12.07.2022 (განახლებულია: 21:44 12.07.2022) დეოლიგარქიზაციის კამპანიის მიზანია საქართველოში მოქმედი მართვის სისტემის დისკრედიტაცია, დარწმუნებულია პრემიერი.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების შიდა და გარე ოპონენტების მიერ დაწყებული დეოლიგარქიზაციის კამპანია სრულიად უსაფუძვლოა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენეს. ეს სტატუსი მანამდე უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, ხოლო საქართველოს ჯერჯერობით საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის არცერთი ფაქტი არ არსებობს. მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ ასახელებენ მხოლოდ იმ ვითარებას, რომ ის და მმართველი პარტიის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის ლიდერობით მოვიდა.
„როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე – საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მან ბუნებრივი უწოდა იმას, რომ მმართველ გუნდს „განსაკუთრებული დამოკიდებულება“ აქვს პარტიის დამფუძნებელ ივანიშვილთან.
„ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
მისი თქმით, ეს ღირებულებები და წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ყალბი ბრალდებები ოლიგარქიულ მმართველობაზე სრულიად შეუთავსებელია თამაშის იმ წესებთან, რომელიც ივანიშვილმა დატოვა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი არასდროს შეხვედრია და არც იცნობს ზოგიერთს, რომლებსაც დღეს მთავრობაში საკვანძო ადგილები უკავიათ – თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.
რაც შეეხება საპარლამენტო გუნდის ლიდერთა დიდ ნაწილს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პრემიერის განცხადებით, ივანიშვილი მათ საპარლამენტო არჩევნების წინ, მათი წარდგენის დღეს შეხვდა.
„ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი წინამორბედები – გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი ასევე უარყოფდნენ ივანიშვილის ჩარევას პრემიერ-მინისტრის საქმეებში.
პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ობიექტურ დამკვირვებელს მხოლოდ თეორიული ეჭვები შეიძლება გაუჩნდეს, რომ ივანიშვილი რამენაირად მონაწილეობდა რამე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაში.
დღევანდელ ვითარებაში ასეთი საკვანძო გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ ორი იყოს: არ დაწესდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და არ ჩაერთოს ქვეყანა ომში.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია – ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება“, – წერს პრემიერი.
შესაბამისად, გუნდმა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება „დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით“ მიიღო, განმარტა ღარიბაშვილმა.
„გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების სრული ანტიპოდია, რასაც ხალხი კარგად ხედავს და აფასებს.
„თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები – სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც, აღნიშნა ღარიბაშვილმა. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება, დაწერა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ყველა მიმართულებით კარგი შედეგები აქვს – ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ოპონენტებს სვლები არ დაუტოვა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ივანიშვილი თავად არ აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს შანსს, ქვეყნის საწინააღმდეგო სვლა გააკეთონ.
„ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს, წერს ღარიბაშვილი.
„ასეთ პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, მათ უნდა გაიაზრონ, „როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“.