https://sputnik-georgia.com/20220624/deoligarqizacia-saqartvelo-evrokavsirs-ganmartebistvis-mimartavs-267830322.html
პირობა - „დეოლიგარქიზაცია“: საქართველო განმარტებისთვის ევროკავშირს მიმართავს
პირობა - „დეოლიგარქიზაცია“: საქართველო განმარტებისთვის ევროკავშირს მიმართავს
Sputnik საქართველო
პრემიერის განცხადებით. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T15:38+0400
2022-06-24T15:38+0400
2022-06-24T20:13+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179400_0:93:1280:814_1920x0_80_0_0_8ffbd8ded4c06f017e7ef68521296cd0.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს პირობას ოლიგარქიასთან ბრძოლის შესახებ, მაგრამ აუცილებელია კონკრეტიკა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ოლიგარქიასთან ბრძოლა ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება, მაგრამ, ამავე დროს, პრემიერმა დასძინა, რომ საქართველო ასეთი გამოწვევის წინაშე არ დგას.ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს.„თუ ვინმე ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი, პოლიტიკური შეფასებები... ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს,„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179400_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_dbd087a6e54926e99902878b4fa54c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პირობა - „დეოლიგარქიზაცია“: საქართველო განმარტებისთვის ევროკავშირს მიმართავს
15:38 24.06.2022 (განახლებულია: 20:13 24.06.2022) პრემიერის განცხადებით. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს პირობას ოლიგარქიასთან ბრძოლის შესახებ, მაგრამ აუცილებელია კონკრეტიკა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოლიგარქიასთან ბრძოლა ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„როცა ვთქვი, რომ ჩვენ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ, ეს ლიტონი დაპირება არაა... „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება, მაგრამ, ამავე დროს, პრემიერმა დასძინა, რომ საქართველო ასეთი გამოწვევის წინაშე არ დგას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს.
„თუ ვინმე ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი, პოლიტიკური შეფასებები... ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს,
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.