https://sputnik-georgia.com/20220614/ivanishvils-sanqciebit-ar-daisjeba-267453729.html
ივანიშვილი სანქციებით არ დაისჯება - დეპუტატი
ივანიშვილი სანქციებით არ დაისჯება - დეპუტატი
Sputnik საქართველო
საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის სანქციებს არ აწესებენ, აღნიშნა დეპუტატმა. 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T18:37+0400
2022-06-14T18:37+0400
2022-06-14T22:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249599012_0:0:1681:946_1920x0_80_0_0_eb1b14fb69a52b25d0ce350b838386da.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეუძლებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.გასულ კვირაში ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღების შესახებ რეკომენდაციაა ჩაწერილი.როგორც ადრე მილიარდერის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მშვიდად უყურებს მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს.ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად 4 მარტიდან ცხოვრობს სანქციების პირობებში, რადგან შვეიცარიული ბანკიდან ფულს ვერ იღებს.კობახიძე ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევს>>>ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ.ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ 14 აპრილს მისმა კლიენტმა მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია სატრასტო ფონდიდან მისი დეპოზიტების დაბრუნების შესახებ, მაგრამ 19 მაისს პროცესი კვლავ შეჩერდა, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა ისევ იგივე დოკუმენტები მოითხოვეს.ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მხოლოდ ერთ-ერთია იმ ორი პრობლემიდან, რომელიც Credit Suisse-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. კერძოდ, ბერმუდის სასამართლომ ერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის სასარგებლოდ და მისი მხარე ელოდება ანალოგიურ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, რომელსაც სინგაპურის სასამართლო განიხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249599012_0:0:1361:1021_1920x0_80_0_0_a1c7cbfee22a13de6e3f1de8af618332.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ივანიშვილი სანქციებით არ დაისჯება - დეპუტატი
18:37 14.06.2022 (განახლებულია: 22:46 14.06.2022) საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის სანქციებს არ აწესებენ, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეუძლებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.
გასულ კვირაში ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღების შესახებ რეკომენდაციაა ჩაწერილი.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, რადგანაც ისინი (ევროდეპუტატები) ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ. ეს ადამიანი არ არის მარტო, მას ჰყავს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი საქართველოს მოსახლეობაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა, ასე ვერ მოხდება“, – განაცხადა კახიშვილმა ტელეკომპანია PosTV-ს ეთერში.
როგორც ადრე მილიარდერის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მშვიდად უყურებს მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად 4 მარტიდან ცხოვრობს სანქციების პირობებში, რადგან შვეიცარიული ბანკიდან ფულს ვერ იღებს.
ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ.
ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ 14 აპრილს მისმა კლიენტმა მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია სატრასტო ფონდიდან მისი დეპოზიტების დაბრუნების შესახებ, მაგრამ 19 მაისს პროცესი კვლავ შეჩერდა, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა ისევ იგივე დოკუმენტები მოითხოვეს.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მხოლოდ ერთ-ერთია იმ ორი პრობლემიდან, რომელიც Credit Suisse-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. კერძოდ, ბერმუდის სასამართლომ ერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის სასარგებლოდ და მისი მხარე ელოდება ანალოგიურ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, რომელსაც სინგაპურის სასამართლო განიხილავს.