https://sputnik-georgia.com/20220706/ertianoba-ar-iqneba-opoziciis-nawilma-papuasviltan-sexvedraze-uari-tqva-268263332.html
ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა
ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყება მუშაობა პარლამენტში ევროპული საბჭოს 12 პირობის შესრულებაზე, რომელიც ქვექნის მიერ ევროკავშირის წევრობის... 06.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-06T22:33+0400
2022-07-06T22:33+0400
2022-07-06T22:33+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დანიშნული შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან არასრული შემადგენლობით გაიმართება, რადგან ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე.პაპუაშვილის ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყება მუშაობა პარლამენტში ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი. შეხვედრაზე განიხილავენ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული პოლარიზაციის დონის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხს.მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ ძალას საკმარისი რესურსი აქვს, რომ ევროპული საბჭოს 12–დან 11 პირობა შეასრულოს, თუმცა, მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" მზადაა, რეალისტური გეგმით იმუშაოს.„ნებისმიერ სამუშაო პროცესში ჩვენ შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება რეალისტურ გეგმაზე აგებული... დავიწყოთ მუშაობა, მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა, რიგგარეშე სხდომაზე გამოვიტანოთ პირველი რიგის საკითხები, რომელიც... დაძრავს პროცესს... სამუშაო ჯგუფებში ჩავერთვებით თუ არა? კატეგორიულად არა! ეს არის სატყუარა“, – განაცხადა გოცირიძემ.ვინ აღრმავებს პოლარიზაციას? პაპუაშვილის განმარტება>>ამასთან, მან აღნიშნა, რომ პირველი საკითხი უნდა გახდეს შესწორებები კონსტიტუციაში არჩევნების შესახებ. კერძოდ, საუბარია შემდეგი არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე პარტიებისთვის დაბალი ბარიერით.პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაში მონაწილეობა არ სურს სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“.„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში „სტრატეგია აღმაშენებელი" არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს“, განაცხადა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ და მიზეზად დაასახელა ის, რომ შეხვედრა ქვეყნის მოქალაქეების მისწრაფებებს არ გამოხატავს.შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“.თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ... კობახიძის პროგნოზი>>„ლელოს“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი შეხვედრას თავისი დღის წესრიგით ატარებს და ისინი მასში მონაწილეობას არ აპირებენ. მაგრამ წარადგენენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, მათი აზრით, უნდა შესრულდეს ევროპული საბჭიოს რეკომენდაციები. თუ პაპუაშვილი ან ვინმე „ქართული ოცნებიდან“ ამაზე ლაპარაკს აპირებს, ჩვენ მზად ვართ – აღნიშნა სამადაშვილმა.ამგვარ განწყობას ყველა საპარლამენტო პარტია არ იზიარებს. ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ აპირებენ გაეცნონ პროცესს პარტიის შიგნით და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.„თუ ეს პროცესი სტატუსის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს... თუ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ... მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იქნება, მაშინ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა,.. ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს>>„რესპუბლიკური პარტია“ წავა შეხვედრაზე, მაგრამ თავისი დღის წესრიგით.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დღის წესრიგით უნდა მივიდეთ და ველაპარაკოთ სპიკერს. მე გეტყვით ჩემი პარტიის პოზიციას. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს. თუ გვინდა რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, სპიკერს უნდა ველაპარაკოთ“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე წასასვლელად მზად არიან „მოქალაქეებისა“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წარმომადგენლები.„ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე მუშაობას იწყებს>>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა
პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყება მუშაობა პარლამენტში ევროპული საბჭოს 12 პირობის შესრულებაზე, რომელიც ქვექნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დანიშნული შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან არასრული შემადგენლობით გაიმართება, რადგან ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე.
პაპუაშვილის ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყება მუშაობა პარლამენტში ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი. შეხვედრაზე განიხილავენ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული პოლარიზაციის დონის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხს.
„ჩვენ არ ვაპირებთ, „ქართული ოცნების“ გეგმით ვიაროთ, „ქართული ოცნების“ გეგმა – ეს არის დროის გაწელვის გეგმა, ეს არის გეგმა, რომელსაც არ მივყავართ მიზნამდე“, – განაცხადა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ ძალას საკმარისი რესურსი აქვს, რომ ევროპული საბჭოს 12–დან 11 პირობა შეასრულოს, თუმცა, მისი თქმით, „ნაცმოძრაობა" მზადაა, რეალისტური გეგმით იმუშაოს.
„ნებისმიერ სამუშაო პროცესში ჩვენ შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება რეალისტურ გეგმაზე აგებული... დავიწყოთ მუშაობა, მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა, რიგგარეშე სხდომაზე გამოვიტანოთ პირველი რიგის საკითხები, რომელიც... დაძრავს პროცესს... სამუშაო ჯგუფებში ჩავერთვებით თუ არა? კატეგორიულად არა! ეს არის სატყუარა“, – განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პირველი საკითხი უნდა გახდეს შესწორებები კონსტიტუციაში არჩევნების შესახებ. კერძოდ, საუბარია შემდეგი არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე პარტიებისთვის დაბალი ბარიერით.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაში მონაწილეობა არ სურს სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“.
„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში „სტრატეგია აღმაშენებელი" არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს“, განაცხადა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ და მიზეზად დაასახელა ის, რომ შეხვედრა ქვეყნის მოქალაქეების მისწრაფებებს არ გამოხატავს.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
„ლელოს“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი შეხვედრას თავისი დღის წესრიგით ატარებს და ისინი მასში მონაწილეობას არ აპირებენ. მაგრამ წარადგენენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, მათი აზრით, უნდა შესრულდეს ევროპული საბჭიოს რეკომენდაციები. თუ პაპუაშვილი ან ვინმე „ქართული ოცნებიდან“ ამაზე ლაპარაკს აპირებს, ჩვენ მზად ვართ – აღნიშნა სამადაშვილმა.
ამგვარ განწყობას ყველა საპარლამენტო პარტია არ იზიარებს. ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ აპირებენ გაეცნონ პროცესს პარტიის შიგნით და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
„თუ ეს პროცესი სტატუსის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს... თუ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ... მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იქნება, მაშინ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა,.. ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
„რესპუბლიკური პარტია“ წავა შეხვედრაზე, მაგრამ თავისი დღის წესრიგით.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დღის წესრიგით უნდა მივიდეთ და ველაპარაკოთ სპიკერს. მე გეტყვით ჩემი პარტიის პოზიციას. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს. თუ გვინდა რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, სპიკერს უნდა ველაპარაკოთ“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე წასასვლელად მზად არიან „მოქალაქეებისა“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წარმომადგენლები.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.