https://sputnik-georgia.com/20220706/vin-agrmavebs-polarizacias-papuashvilis-ganmarteba-268255791.html
ვინ აღრმავებს პოლარიზაციას? პაპუაშვილის განმარტება
ვინ აღრმავებს პოლარიზაციას? პაპუაშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. 06.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-06T19:00+0400
2022-07-06T19:00+0400
2022-07-06T22:21+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმის საკუთარი ვარიანტი. გეგმის პუნქტებს შორისაა: ზოგიერთი კომიტეტის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემა, კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ცვლილებების შეტანა, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ა.შ.ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის გეგმებში პირობების შესრულების პროცესის დისკრედიტაცია შედის.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.დღეისათვის მმართველ პარტიასთან ამ საკითხებზე სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა მზად – „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ აღრმავებს პოლარიზაციას? პაპუაშვილის განმარტება
19:00 06.07.2022 (განახლებულია: 22:21 06.07.2022) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმის საკუთარი ვარიანტი. გეგმის პუნქტებს შორისაა: ზოგიერთი კომიტეტის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემა, კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ცვლილებების შეტანა, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ა.შ.
„ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის გეგმებში პირობების შესრულების პროცესის დისკრედიტაცია შედის.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
დღეისათვის მმართველ პარტიასთან ამ საკითხებზე სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა მზად – „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.