https://sputnik-georgia.com/20220706/kobaxidze-depolarizaciis-momxrea-268248171.html
თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ... კობახიძის პროგნოზი
თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ... კობახიძის პროგნოზი
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს. 06.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-06T14:35+0400
2022-07-06T14:35+0400
2022-07-06T20:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_0:147:2400:1497_1920x0_80_0_0_d1a50e7ed7f832f8a510824a90164fe6.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დიდ პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი დეტალურადაა გაწერილი და ვერავინ შეიტანს ეჭვს, რომ რაღაც ლოგიკა დარღვეულია.დეპუტატი: საპროტესტო აქციებს „შინ ხელისუფლებისკენ" უნდა ერქვას>>>„გეგმა არანაირ კითხვებს არ ტოვებს. ვინ, რას და როდის აკეთებს – დეტალურადაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, კორექტირებისთვის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_302:154:2230:1600_1920x0_80_0_0_b9a5d3738d81c0f56643965ce56479be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ... კობახიძის პროგნოზი
14:35 06.07.2022 (განახლებულია: 20:54 06.07.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დიდ პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
„თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოცემულობა. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და არა პოლარიზაციას“, – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი დეტალურადაა გაწერილი და ვერავინ შეიტანს ეჭვს, რომ რაღაც ლოგიკა დარღვეულია.
„გეგმა არანაირ კითხვებს არ ტოვებს. ვინ, რას და როდის აკეთებს – დეტალურადაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, კორექტირებისთვის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.