https://sputnik-georgia.com/20220705/deputati-saprotesto-aqciebs-shin-xelisuflebisken-unda-erqvas-268215792.html
დეპუტატი: საპროტესტო აქციებს „შინ ხელისუფლებისკენ" უნდა ერქვას
დეპუტატი: საპროტესტო აქციებს „შინ ხელისუფლებისკენ" უნდა ერქვას
Sputnik საქართველო
გურამ მაჭარაშვილის აზრით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური მესიჯები არ უნდა ჰქონდეთ. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T17:19+0400
2022-07-05T17:19+0400
2022-07-05T22:01+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268159717_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_616fafe2e0974d152d3b7cd109365749.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აქციის „შინ ევროპისკენ“ პოლიტიკური მიზანი საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობამ უვადო საპროტესტო აქციები დააანონსა.დეპუტატის თქმით, „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, აქციას უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ".„მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა „შინ ევროპისკენ", არამედ შინ ხელისუფლებისკენ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. აქციებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან, თუმცა ტრიბუნა მათთვის „დახურულია“.ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს>>>ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268159717_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_095c322439cf8aa32f432065f9cae1e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: საპროტესტო აქციებს „შინ ხელისუფლებისკენ" უნდა ერქვას
17:19 05.07.2022 (განახლებულია: 22:01 05.07.2022) გურამ მაჭარაშვილის აზრით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური მესიჯები არ უნდა ჰქონდეთ.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აქციის „შინ ევროპისკენ“ პოლიტიკური მიზანი საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობამ უვადო საპროტესტო აქციები დააანონსა.
„არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ იგი აპოლიტიკურია. ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს არაფერი აქვს საერთო სახელწოდებასთან „შინ ევროპისკენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, აქციას უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ".
„მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა „შინ ევროპისკენ", არამედ შინ ხელისუფლებისკენ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. აქციებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან, თუმცა ტრიბუნა მათთვის „დახურულია“.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.