https://sputnik-georgia.com/20220703/opozicia-evrokavsiris-12-pirobis-sesasruleblad-sakutar-gegmas-waradgens-268139340.html
ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს
ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს
Sputnik საქართველო
3 ივლისის აქციაზე მისი მონაწილეები ევროკავშირის პირობების შესრულების საკუთარ გეგმას წარადგენენ
2022-07-03T19:31+0400
2022-07-03T19:31+0400
2022-07-03T19:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_f33592a178b571183cf09d2df4fed6f6.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას იმ 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.მისი თქმით, 3 ივლისს პარლამენტის წინ აქციაზე სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მისი მონაწილეები წარადგენენ პირობების შესრულების საკუთარ გეგმას, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას ოპოზიცია წარმოადგენს.ვაშაძის თქმით, მრავალკომპონენტიანი სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც სამოქალაქო პროტესტს, ისე საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებას და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.„ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე მუშაობას იწყებს >>„მაგრამ მთავარია დეოლიგარქიზაცია, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ქვეყანაში", - აღნიშნა ვაშაძემ.ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოუწოდა მმართველ პარტიას დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული.პოლიტიკოსის თქმით, ის არ ენდობა „ქართული ოცნების“ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რადგან ეს პარტია „ტყუილების მასტერკლასს“ აჩვენებს.„ამდენ ცრუ ლაპარაკს ხომ ჯობია, რომ საქმეს მიხედონ, რატომ არ ნიშნავენ რიგგარეშე სესიას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული?“ - განაცხადა ვაშაძემ.დეპოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები >>პარასკევს პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად სრული სამოქმედო გეგმა წარადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად და ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ზედამხედველობის სრული შეფასება და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.ცვლილებები უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_a28d02b762f666856b297a42142234d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიცია ევროკავშირი 12 პირობა გეგმა გიორგი ვაშაძე
ოპოზიცია ევროკავშირი 12 პირობა გეგმა გიორგი ვაშაძე
ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს
19:31 03.07.2022 (განახლებულია: 19:32 03.07.2022) 3 ივლისის აქციაზე მისი მონაწილეები ევროკავშირის პირობების შესრულების საკუთარ გეგმას წარადგენენ
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას იმ 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
„დღეს აქციაზე იქნება კონკრეტული გეგმა, რასაც აქციის მონაწილეები წარადგენენ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ, ოპოზიციური პარტიები ჩვენებურ ხედვას წარვადგენთ ამ ყველაფერზე. თუმცა, ცალსახად ვუერთდებით ეროვნული თანხმობის შექმნის ინიციატივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, 3 ივლისს პარლამენტის წინ აქციაზე სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მისი მონაწილეები წარადგენენ პირობების შესრულების საკუთარ გეგმას, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას ოპოზიცია წარმოადგენს.
ვაშაძის თქმით, მრავალკომპონენტიანი სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც სამოქალაქო პროტესტს, ისე საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებას და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„მაგრამ მთავარია დეოლიგარქიზაცია, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ქვეყანაში", - აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოუწოდა მმართველ პარტიას დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული.
პოლიტიკოსის თქმით, ის არ ენდობა „ქართული ოცნების“ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რადგან ეს პარტია „ტყუილების მასტერკლასს“ აჩვენებს.
„ამდენ ცრუ ლაპარაკს ხომ ჯობია, რომ საქმეს მიხედონ, რატომ არ ნიშნავენ რიგგარეშე სესიას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული?“ - განაცხადა ვაშაძემ.
პარასკევს პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად სრული სამოქმედო გეგმა წარადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად და ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ზედამხედველობის სრული შეფასება და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.