დანიის ქალაქ ორჰუსში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტო დანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს კიდევ გეგმავს.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია Georgisk vin-ის ინიციატივით დანიის ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის ჩვენება „საქართველო ღვინის სამშობლო“, ნათქვამია სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8.000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება.
ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა>>
ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.
კომპანია Georgisk Vin-ის დამფუძნებლის სოფო საღარაძის ორგანიზებით ორჰუსში, ღვინის კლუბ Capo Aarhus-ში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, ქართული სამზარეულოს, ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ასევე გიორგი თევზაძე უძღვებოდა.
ღონისძიებას დაესწრნენ დანიის სომელიეთა სასწავლებლის, ღვინის აკადემიის, სასტუმროებისა და რესტორნების სკოლის, ასევე ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ მიშლენის ვარსკვლავის მქონე ადგილობრივ რესტორნებთან.
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო დანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს კიდევ გეგმავს.
ფილმს „საქართველო - ღვინის სამშობლოა“ საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს>>
ორჰუსი დანიის მეორე ქალაქია, სადაც ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ. მანამდე სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ დანიის დედაქალაქში აჩვენეს. ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართა პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ.
ღვინის ეროვნული სააგენტო სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0