https://sputnik-georgia.com/20220629/eqsperti-ratom-datova-samma-deputatma-qartuli-ocneba-268001855.html
რატომ დატოვა სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ - ექსპერტის მოსაზრება
რატომ დატოვა სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ - ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი თავიანთ პარტიებს არ შექმნიან, მიიჩნევს პოლიტოლოგი. 29.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-29T19:26+0400
2022-06-29T19:26+0400
2022-06-29T22:27+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251432_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_df6bfc153810300c4fab591a1086794a.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი წინააღმდეგობები გახდა და არა ის, რაზეც მათ ოფიციალურად განაცხადეს, მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.სამი დეპუტატის გადაწყვეტილება, რომლებიც „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან მის რიგებში იყვნენ, გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი. წასვლის მიზეზად დასახელდა ის, რომ მათ მეტი ინფორმაციის გავრცელება სურთ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები არიან.მან ასევე აღნიშნა, რომ არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პარტიას დეპუტატები ტოვებენ.„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ქართულ ოცნებას“, სხვა პარტიებს დეპუტატები ტოვებენ. არაა გამორიცხული, რომ მათ, უბრალოდ, იგრძნეს, რომ რაღაც იცვლება“, – განაცხადა სიხარულიძემ.რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, პოლიტოლოგის აზრით, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი თავიანთ პარტიებს არ შექმნიან.სპექტაკლი თუ ხრიკი? რეაქციები „ქართული ოცნებიდან“ „ძველი გვარდიის“ წასვლაზე>>„ამ პატარა პარტიებს არა აქვთ რეალური მხარდაჭერა. ამას არჩევნებზე ვხედავთ, არა აქვთ რეიტინგი. ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა გახარიას მაგალითმა“, – აღნიშნა სიხარულიძემ.ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ბოლო, ადგილობრივ არჩევნებზე მესამე შედეგი აჩვენა.როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ შექმნილ პარტიებს მხოლოდ მმართველი ძალის დაზარალება შეუძლიათ. ასეთი პარტიები არჩევნებზე ხმებს სწორედ „ოცნებას“ ართმევენ და არა ოპოზიციას.„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს“ - ხუნდაძის კომენტარი მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ>>„ეს არ შედის არც მმართველი პარტიის და არც იმ პოლიტიკოსების ინტერესებში, ვინც პარტია დატოვა და რომლებიც არ უპირისპირდებიან ყოფილი პარტიას“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.ამჟამად საქართველოს პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 81 – „ქართული ოცნების“ წევრი.
https://sputnik-georgia.com/20220629/ubralo-manevria-eqsperti-sami-deputatis-wasvlaze-267997961.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251432_43:0:1182:854_1920x0_80_0_0_0f0851cf2de2f290ea927568836d09d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რატომ დატოვა სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ - ექსპერტის მოსაზრება
19:26 29.06.2022 (განახლებულია: 22:27 29.06.2022) სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი თავიანთ პარტიებს არ შექმნიან, მიიჩნევს პოლიტოლოგი.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი წინააღმდეგობები გახდა და არა ის, რაზეც მათ ოფიციალურად განაცხადეს, მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.
სამი დეპუტატის გადაწყვეტილება, რომლებიც „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან მის რიგებში იყვნენ, გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი. წასვლის მიზეზად დასახელდა ის, რომ მათ მეტი ინფორმაციის გავრცელება სურთ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები არიან.
„ჩემი ვარაუდით, საქმე გვაქვს შიდა წინააღმდეგობასთან. ამდენი წელი თანხმდებოდნენ პარტიის საინფორმაციო პოლიტიკაზე, აქ კი წინააღმდეგი აღმოჩნდნენ. ეს ნაკლებად სავარაუდოა“, – განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პარტიას დეპუტატები ტოვებენ.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ქართულ ოცნებას“, სხვა პარტიებს დეპუტატები ტოვებენ. არაა გამორიცხული, რომ მათ, უბრალოდ, იგრძნეს, რომ რაღაც იცვლება“, – განაცხადა სიხარულიძემ.
რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, პოლიტოლოგის აზრით, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი თავიანთ პარტიებს არ შექმნიან.
„ამ პატარა პარტიებს არა აქვთ რეალური მხარდაჭერა. ამას არჩევნებზე ვხედავთ, არა აქვთ რეიტინგი. ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა გახარიას მაგალითმა“, – აღნიშნა სიხარულიძემ.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ბოლო, ადგილობრივ არჩევნებზე მესამე შედეგი აჩვენა.
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ შექმნილ პარტიებს მხოლოდ მმართველი ძალის დაზარალება შეუძლიათ. ასეთი პარტიები არჩევნებზე ხმებს სწორედ „ოცნებას“ ართმევენ და არა ოპოზიციას.
„ეს არ შედის არც მმართველი პარტიის და არც იმ პოლიტიკოსების ინტერესებში, ვინც პარტია დატოვა და რომლებიც არ უპირისპირდებიან ყოფილი პარტიას“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 81 – „ქართული ოცნების“ წევრი.