https://sputnik-georgia.com/20220628/sazogadoebam-meti-unda-icodes-xundazis-komentari-mmartveli-partiis-datovebis-semdeg-267971072.html
„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს“ - ხუნდაძის კომენტარი მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ
„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს“ - ხუნდაძის კომენტარი მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ
Sputnik საქართველო
ხუნდაძემ ისაუბრა იმ გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ის, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი მმართველ პარტიას.
2022-06-28T22:15+0400
2022-06-28T22:15+0400
2022-06-28T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა - თანაგუნდელებთან უთანხმოების საგანი საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის დოზირება გახდა.„დავერბოვკეს“: კობახიძემ ოპოზიციის მიერ ყოფილი თანაგუნდელების გადაბირებაზე ისაუბრა >>ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ სამ დეპუტატს მიაჩნია, რომ საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ არასაკმარის ინფორმაციას იღებს.„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა: ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში“, - განაცხადა ხუნდაძემ.მისი თქმით, ახლა ის და მისი თანაგუნდელები, რომლებმაც პარტია დატოვეს, სწორედ საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებით დაკავდებიან.აღსანიშნავია, რომ სანამ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება/არმინიჭების რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს“. უარყოფითი რეკომენდაციის შემდეგ პრემიერმა ქართველი ოპოზიციონერები და უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი დასავლეთს არწმუნებდნენ, არ მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ პარტიელებს, ხუნდაძის გარდა, ყაველაშვილი და სუბარიც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი - სპორტის კომიტეტს. ვინაიდან სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს >>ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.სამი დეპუტატის წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში 81 დეპუტატი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიმიტრი ხუნდაძე კომენტარი ოცნება პარტია დატოვება მიზეზი
დიმიტრი ხუნდაძე კომენტარი ოცნება პარტია დატოვება მიზეზი
„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს“ - ხუნდაძის კომენტარი მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ
22:15 28.06.2022 (განახლებულია: 22:32 28.06.2022) ხუნდაძემ ისაუბრა იმ გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ის, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი მმართველ პარტიას.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა - თანაგუნდელებთან უთანხმოების საგანი საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის დოზირება გახდა.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ სამ დეპუტატს მიაჩნია, რომ საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ არასაკმარის ინფორმაციას იღებს.
„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა: ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ახლა ის და მისი თანაგუნდელები, რომლებმაც პარტია დატოვეს, სწორედ საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებით დაკავდებიან.
„ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აღსანიშნავია, რომ სანამ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება/არმინიჭების რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს“. უარყოფითი რეკომენდაციის შემდეგ პრემიერმა ქართველი ოპოზიციონერები და უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი დასავლეთს არწმუნებდნენ, არ მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ პარტიელებს, ხუნდაძის გარდა, ყაველაშვილი და სუბარიც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი - სპორტის კომიტეტს. ვინაიდან სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.
ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.
სამი დეპუტატის წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში 81 დეპუტატი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.