https://sputnik-georgia.com/20220628/sozar-subarma-mixeil-yavelasvilma-da-dimitri-xundazem-qartuli-ocneba-datoves-267968883.html
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს
Sputnik საქართველო
აღსანიშნავია, რომ სამივე დეპუტატი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T21:16+0400
2022-06-28T21:16+0400
2022-06-28T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948149_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e7c6702bf6fa178313964e7facde520b.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სუბარის, ხუნდაძის და ყაველაშვილის წასვლის მიზეზები განმარტა. დეპუტატების თვალსაზრისით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არასაკმარის ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.მდინარაძის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით ეს „გარკვეულ უხერხულობებს“ შექმნიდა.მისი თქმით, გუნდში დეპუტატების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.აღსანიშნავია, რომ სამივე დეპუტატი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე - ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი - სპორტის კომიტეტს. ვინაიდან სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.სამი დეპუტატის წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში 81 დეპუტატი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948149_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_aae5978fb97c39bc4c0f62b1e8cc34f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნება“ დატოვება
სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნება“ დატოვება
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს
21:16 28.06.2022 (განახლებულია: 22:28 28.06.2022) აღსანიშნავია, რომ სამივე დეპუტატი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სუბარის, ხუნდაძის და ყაველაშვილის წასვლის მიზეზები განმარტა. დეპუტატების თვალსაზრისით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არასაკმარის ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
„ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ – მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით ეს „გარკვეულ უხერხულობებს“ შექმნიდა.
მისი თქმით, გუნდში დეპუტატების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სამივე დეპუტატი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე - ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი - სპორტის კომიტეტს. ვინაიდან სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.
ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.
სამი დეპუტატის წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში 81 დეპუტატი ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.