„დაავერბოვკეს“: კობახიძემ ოპოზიციის მიერ ყოფილი თანაგუნდელების გადაბირებაზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliმმართველი პარტია ქართული ოცნების მთავარი ოფისი
მმართველი პარტია ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები, თუ ვინ და როგორ იქნა „დავერბოვკებული“, თუმცა საჯაროდ მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან წასული ადამიანების უმეტესობა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო „დავერბოვკებული“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული. ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, მას აქვს კონკრეტული ფაქტები, ვინ და როგორ გადაიბირეს. მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? „ნასედკები“ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ „დაავერბოვკეს“. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გუშინ ისაუბრა, დღეს კი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ე.წ. კულუარებიდან არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს >>
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა.
ამჟამინდელი მმართველი პარტიის გარდა, კოალიციაში შედიოდნენ საქართველოს კონსერვატიული პარტია, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და რესპუბლიკური პარტია.
სხვადასხვა წლებში პარტიიდან წასულ გამოჩენილ პოლიტიკოსებს შორის არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ დავით უსუფაშვილი, ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად არის ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი.
ყველა ახალი ამბავი
0