„დიდი შვიდეული“ პუტინისთვის ბოიკოტის გამოცხადებას შეუშინდა

© AP Photo / Kenny Holston
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
დასავლური სამყაროს ლიდერების სამიტები გრძელდება - ბავარიიდან „დიდი შვიდეული“ მადრიდში ნატოს სამიტზე მიემგზავრება. თანაც სრული შემადგენლობით: მიჰყავთ იაპონიის პრემიერ-მინისტრიც კი, რომელიც ატლანტიკური პაქტის წევრი არ არის. კისიდა სამიტს სტუმრის სტატუსით დაესწრება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის დედაქალაქში ნატოს დოქტრინაში პირველად მოიხსენიებენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებს, სტუმარი თავს იგრძნობს სრულფასოვან პარტნიორად.
ორივე შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა რუსეთსა და პუტინს, უფრო ზუსტად კი - მათგან მომდინარე საფრთხეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე ისაუბრა ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების 40 ათასიდან 300 ათას კაცამდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე, რაც ითვალისწინებს ძალების გაზრდას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, ბალტიისპირეთშიც. ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება - უკრაინაში თუ თავის ტერიტორიაზე? არა, ისინი უბრალოდ თავიანთი ძალის დემონსტრირებას ცდილობენ. ამისთვის კი ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
ევროპის მორიგი მცდელობა, გადასწიოს საზღვრები აღმოსავლეთისკენ
მთელი სამიტიც ელმაუში ხომ „კუნთების თამაშით“ შემოიფარგლა, დაწყებული ბაიდენისა და შოლცის რეპლიკებით იმის თაობაზე, თუ როგორი კმაყოფილი არიან ისინი დასავლეთის ერთიანობით, თორემ პუტინი ვარაუდობდა, რომ უკრაინა „შვიდეულსა“ და ნატოში შუღლს ჩამოაგდებდა. საიდან გამოიტანეს დასკვნა, რომ პუტინი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდა ევროპელების შეზღუდულ სუვერენიტეტზე, ცრუ იმედებით იკვებებოდა? არსაიდან - უბრალოდ არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ შეაქონ ერთმანეთი ერთიანობისთვის.
მაგრამ რა უნდა მოუხერხონ ამ ერთიანობას მომავალში, აშკარად გაუგებარია: გაზარდონ ნატოს კონტინგენტი ევროპაში, მისცენ კიდევ მეტი ფული და იარაღი კიევს? დაიჯერონ, რომ „კრემლი უნდა დამარცხდეს უკრაინაში“, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა დაწერა? მაგრამ კრემლს საკუთარი ხალხის გარდა არავისი არაფერი მართებს - და „G7-ის ერთიანობა უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად; ფული, იარაღი და პოლიტიკური მხარდაჭერა; ყველაფრის მობილიზება ზელენსკისა და უკრაინისთვის“, როგორც მიშელმა დაწერა, ვერ აიძულებს პუტინსა და რუსეთს, უარი თქვას უკრაინის მიმართულებით დასახულ მიზნებზე.
დასავლეთს შეუძლია მომავალშიც ამტკიცოს, რომ დარწმუნებულია თავის ძალებში, ხელი შეუშალოს ამას, ისაუბროს რუსეთის გარდაუვალ მარცხზე. მით უფრო მტკივნეული იქნება, მით უფრო გაუჭირდებათ საკუთარი მარცხის აღიარება.
ფრენსის ფუკუიამა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
როგორ იქცა ფუკუიამა„პუტინის სასარგებლო იდიოტად
ეს დრო კი აუცილებლად დადგება - ადრე თუ გვიან. მეტიც, მოუწევთ პუტინთან საუბარიც, რომელიც უკვე არაერთხელ გამოაცხადეს ჰიტლერად. და საკუთარი მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, რატომ გახდა კვლავ შესაძლებელი „სამხედრო დამნაშავესთან“ საუბარი. ამასობაში კი G20-ის სამიტამდე - სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ლიდერების პირველ პირისპირ შეხვედრამდე - ხუთი თვე რჩება. ისინი ნოემბერში კუნძულ ბალიზე შეიკრიბებიან. დიდია ალბათობა იმისა, რომ ამჯერად ვერავითარი კორონავირუსი ვერ შეუშლის ხელს ოცივე პრეზიდენტს, პრემიერსა და პრინცებს - ჩავიდნენ ინდონეზიაში.
ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში ვაშინგტონი და ლონდონი ცდილობდნენ, რომ ინდონეზიის პრეზიდენტს უარი ეთქვა რუსეთის პრეზიდენტის მიწვევაზე, მაგრამ პასუხად მიიღეს: ვერავინ გაირიცხება „ოცეულიდან“. მართალია, ინდონეზია დათანხმდა ზელენსკის მიწვევას - მეორე დღეს გაიმართება ფორუმის სტუმარი ქვეყნების ხელმძღვანელთა სამიტი - მაგრამ საკითხავია, იმ დროისათვის იქნება კი ზელენსკი პრეზიდენტი იმისა, რაც უკრაინისგან დარჩება? პუტინი კი ჩავა. როგორ უნდა მოიქცნენ ამ ვითარებაში ანგლოსაქსები - ბაიდენი, ჯონსონი, ტრიუდო და ახალი ავსტრალიელი პრემიერი ალბანეზე? არ ჩავიდნენ, რათა ამით აღშფოთება აჩვენონ და ეს თავიანთ გამარჯვებად გაასაღონ? არ გამოვა.
ეს ნათელი იყო ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც „დიდი ოციანის“ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე რუსი მინისტრის გამოსვლისას დარბაზი მხოლოდ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა დატოვეს.
აფეთქებით გაჩენილი კრატერი გერმანიის საკონსულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
მოსაზრება: ვის ემუქრება ევროპაში უდიდესი არმიის გაჩენა
ჯერ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტისთვის ბოიკოტის გამოცხადების წინააღმდეგია იმის გამო, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს ვლადიმერ პუტინი: „ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ხომ არ მოვახდენთ მთელი G20-ის პარალიზებას. ამიტომ ამას მხარს არ დავუჭერ. ჩემი აზრით, G20 მეტისმეტად მნიშვნელოვანია, მათ შორის, განვითარებადი ქვეყნებისთვისაც, რომ პუტინს საშუალება მივცეთ კვლავ დაშალოს ეს ორგანო“.
დასავლეთი საკუთარი ხელით ანგრევს არა მხოლოდ რუსეთთან კავშირებს, არამედ თავის ეკონომიკასაც. ნოემბრისთვის ენერგორესურსების გაძვირებას კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ. ეს კი გახდება საბაბი, პუტინს ახალი სანქციებით დაემუქრონ, მაგალითად, იმის გამო, რომ არასაკმარისი გაზი მიაწოდა, რომელზეც თავად თქვეს უარი.
თანამემამულეებს მხარი დაუჭირა კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, რომელმაც განაცხადა, რომ G20-მა თავისი როლი მომავალშიც უნდა შეასრულოს. ამას ყველა ეთანხმება. როდესაც შოლცს ჰკითხეს, დაჯდება თუ არა პუტინთან ერთ მაგიდასთან (იგულისხმება „ოციანის“ სხდომა), კანცლერმა მკაფიო პასუხი არ გასცა: „გადაწყვეტილებას გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მივიღებთ, რადგან იმ დროისათვის მსოფლიოში სიტუაცია შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს“.
ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში სიტუაცია ძლიერ შეიცვლება, მაგრამ ის უკვე ძლიერ შეცვლილია წლის დასაწყისთან შედარებით. ერთადერთი, რაც უცვლელი იქნება - რუსეთის ინტერესებია, რომელსაც ვლადიმირ პუტინი იცავს. ბალიზე ის დაიცავს ქვეყნის ინტერესებს არა „ბრალდებულის სახით ისტორიის სამსჯავროზე“, როგორც ეს ანგლოსაქსებს უნდათ, არამედ როგორც ლიდერი სახელმწიფოსი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია და რომლის დამარცხების მცდელობა - უშედეგო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0