https://sputnik-georgia.com/20220625/dris-astroprognozi-25-ivnisi-267802402.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 25.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-25T00:15+0400
2022-06-25T00:15+0400
2022-06-25T09:46+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/15/237981528_0:143:7361:4283_1920x0_80_0_0_0c626514087b6c8b1ac3601ae9c9b265.jpg
დღეს 2022 წლის 25 ივნისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.ფრთხილად! ვარსკვლავების გავლენით შეიძლება ადვილად დაგვავიწყდეს, რა არის ზომიერების გრძნობა. ეცადეთ, მოერიდოთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს და თან – ცხელ გულზე. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ნაბიჯს დღეს ძალზე მოულოდნელი და შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს. მოსალოდნელია ხარჯები. კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ შოპინგისგან.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივნისი>>ვერძი: შეეცდებით, რომ ნებისმიერ რამეში სარგებელი მიიღოთ ისე, რომ არც კი გაიხედოთ გვერდით მდგომებისკენ. მაგრამ ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს ირგვლივ მყოფებთან საკუთარი სიმართლის კატეგორიული მტკიცება. სჯობს, მათთან შეხების საერთო წერტილები მოძებნოთ და კონფლიქტები აიარიდოთ თავიდან.კურო: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მეტი მოქნილობა გმართებთ. არ ღირს მოქმედების ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, ხომ შეიძლება, რომ ერთ მიზნამდე რამდენიმე გზა მიდიოდეს? გარშემომყოფები დააფასებენ, თუ სიტუაციას მათთან ერთად განიხილავთ. კომპრომისებით უფრო მეტს მიაღწევთ.ტყუპი: ტყუპებს მშვიდი დღე გელოდებათ. აზრი არა აქვს აჩქარებას, რამეზე გამოდევნებას, რადგან თქვენს გადაწყვეტილებებზე მაინც არაფერი იქნება დამოკიდებული. ასე რომ, მოდუნდით და დინებას მიჰყევით. დაისვენეთ კარგად. ეს მომდევნო დღეებში ძალასა და ენერგიას შეგმატებთ.კირჩხიბი: გაქვთ შანსი, თქვენი გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი პოზიციები, კარგად წარმოადგინოთ თავი ირგვლივ მყოფებთან, გააბათ სასარგებლო ნაცნობობა, ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. მთავარია, რომ დღევანდელი მიღწევების წყალობით წინ წაიწევთ.ლომი: დღის განმავლობაში შეიძლება მოგიწიოთ რთული საუბარი ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. თუნდაც საუბარი წვრილმანებს ეხებოდეს, იცოდეთ, რომ ამას თქვენთვის შორს მიმავალი პერსპქტივები ექნება. ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.ქალწული: დღეს თქვენი მოსაზრებები, შეიძლება ითქვას, ყველას დააინტერესებს. ამას ნუ შეეწინააღმდეგებით, აზრი არა აქვს. თანაც შესანიშნავად გაუმკლავდებით ექსპერტისა და კონსულტანტის როლს. თქვენი გამოცდილება საკმარისი იქნება, რომ კარგი რეკომენდაციები გასცეთ. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.სასწორი: დღეს დადგება მოსახერხებელი მომენტი, რომ შეეცადოთ ლიდერის პოზიციების დაკავებას ნებისმიერ სფეროში. თქვენი არგუმენტები საოცრად ძლიერი იქნება. გარშემომყოფები მზად იქნებიან, თქვენკენ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი მზადაა ნახტომისთვის წინ – იმოქმედეთ.მორიელი: დღეს რასაც მოკიდებთ ხელს, დროთა განმავლობაში მას თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია თქვენს სამუშაოზე, კეთილდღეობის მხრივ თუ პირად ცხოვრებაში. თუ არჩევნის წინაშე დადგებით, აუცილებლად გათვალეთ გადაწყვეტილების შედეგები წინასწარ, რამდენიმე სვლით წინ.მშვილდოსანი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს ირგვლივ მყოფებისგან შეიძლება კრიტიკული შენიშვნები მიიღოთ. მაგრამ რაც არ უნდა საწყენი და უსიამოვნო იყოს სხვების მხრიდან ამის მოსმენა, გაითვალისწინეთ მათი ნათქვამი, შეხედეთ თქვენს თავს მათი თვალით. იქნებ, მართლა საჭიროა, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ?თხის რქა: საოცრად ღირებული იდეები და ბრძნული აზრები გაგიჩნდებათ. ამ აზრებს გარშემომყოფებს სიამოვნებით გაუზიარებთ. ამას ზოგი არ მოეკიდება გაგებით, თუმცა ბევრს წაადგება თქვენი დახმარება და რჩევები. სჯობს, თქვენი მენტორული განწყობა უმცროსებზე გადაიტანოთ და მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება.მერწყული: მთელი დღე ირგვლივ მყოფებს უნდა მოაჩვენოთ, რომ გაცხარებით მუშაობთ. ამას თავისი მიზეზი ექნება – ირგვლივ მყოფებს მოეჩვენებათ, რომ უსაქმოდ ხართ და დავალებების შემსრულებლად გამოდგებით. ასე რომ, თუ საკუთარ საქმეებს არ გააკეთებთ, სხვების საქმეების გაკეთება მოგიწევთ – აირჩიეთ.თევზები: დღეს შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ მარიონეტების მართვის საოცარი ნიჭი გაქვთ. საჭირო შედეგების მისაღებად უხილავ ძაფებს შეუმჩნევლად აამოქმედებთ. არაა აუცილებელი, ამას საფუძვლად უხეში ინტრიგა ედოს, უბრალოდ, უფრო მოსახერხებელია თქვენთვის „შემოვლითი“ გზებით მოქმედება.
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
https://sputnik-georgia.com/20220622/gamoiyenet-mtvaris-energetika-gasaxdomad-267717115.html
https://sputnik-georgia.com/20200718/aromati-afrodiziaki-zodiaqo-248997785.html
https://sputnik-georgia.com/20200114/zodiaqos-niSnebis-patara-warmomadgenlebi-swavlaSi-247479229.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/15/237981528_730:0:6629:4424_1920x0_80_0_0_b0596c8b3a380ac3d21947d2c8d21b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივნისი
00:15 25.06.2022 (განახლებულია: 09:46 25.06.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 ივნისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ფრთხილად! ვარსკვლავების გავლენით შეიძლება ადვილად დაგვავიწყდეს, რა არის ზომიერების გრძნობა. ეცადეთ, მოერიდოთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს და თან – ცხელ გულზე. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ნაბიჯს დღეს ძალზე მოულოდნელი და შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს. მოსალოდნელია ხარჯები. კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ შოპინგისგან.
ვერძი: შეეცდებით, რომ ნებისმიერ რამეში სარგებელი მიიღოთ ისე, რომ არც კი გაიხედოთ გვერდით მდგომებისკენ. მაგრამ ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს ირგვლივ მყოფებთან საკუთარი სიმართლის კატეგორიული მტკიცება. სჯობს, მათთან შეხების საერთო წერტილები მოძებნოთ და კონფლიქტები აიარიდოთ თავიდან.
კურო: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მეტი მოქნილობა გმართებთ. არ ღირს მოქმედების ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, ხომ შეიძლება, რომ ერთ მიზნამდე რამდენიმე გზა მიდიოდეს? გარშემომყოფები დააფასებენ, თუ სიტუაციას მათთან ერთად განიხილავთ. კომპრომისებით უფრო მეტს მიაღწევთ.
ტყუპი: ტყუპებს მშვიდი დღე გელოდებათ. აზრი არა აქვს აჩქარებას, რამეზე გამოდევნებას, რადგან თქვენს გადაწყვეტილებებზე მაინც არაფერი იქნება დამოკიდებული. ასე რომ, მოდუნდით და დინებას მიჰყევით. დაისვენეთ კარგად. ეს მომდევნო დღეებში ძალასა და ენერგიას შეგმატებთ.
კირჩხიბი: გაქვთ შანსი, თქვენი გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი პოზიციები, კარგად წარმოადგინოთ თავი ირგვლივ მყოფებთან, გააბათ სასარგებლო ნაცნობობა, ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. მთავარია, რომ დღევანდელი მიღწევების წყალობით წინ წაიწევთ.
ლომი: დღის განმავლობაში შეიძლება მოგიწიოთ რთული საუბარი ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. თუნდაც საუბარი წვრილმანებს ეხებოდეს, იცოდეთ, რომ ამას თქვენთვის შორს მიმავალი პერსპქტივები ექნება. ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
ქალწული: დღეს თქვენი მოსაზრებები, შეიძლება ითქვას, ყველას დააინტერესებს. ამას ნუ შეეწინააღმდეგებით, აზრი არა აქვს. თანაც შესანიშნავად გაუმკლავდებით ექსპერტისა და კონსულტანტის როლს. თქვენი გამოცდილება საკმარისი იქნება, რომ კარგი რეკომენდაციები გასცეთ. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.
სასწორი: დღეს დადგება მოსახერხებელი მომენტი, რომ შეეცადოთ ლიდერის პოზიციების დაკავებას ნებისმიერ სფეროში. თქვენი არგუმენტები საოცრად ძლიერი იქნება. გარშემომყოფები მზად იქნებიან, თქვენკენ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი მზადაა ნახტომისთვის წინ – იმოქმედეთ.
მორიელი: დღეს რასაც მოკიდებთ ხელს, დროთა განმავლობაში მას თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია თქვენს სამუშაოზე, კეთილდღეობის მხრივ თუ პირად ცხოვრებაში. თუ არჩევნის წინაშე დადგებით, აუცილებლად გათვალეთ გადაწყვეტილების შედეგები წინასწარ, რამდენიმე სვლით წინ.
მშვილდოსანი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს ირგვლივ მყოფებისგან შეიძლება კრიტიკული შენიშვნები მიიღოთ. მაგრამ რაც არ უნდა საწყენი და უსიამოვნო იყოს სხვების მხრიდან ამის მოსმენა, გაითვალისწინეთ მათი ნათქვამი, შეხედეთ თქვენს თავს მათი თვალით. იქნებ, მართლა საჭიროა, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ?
თხის რქა: საოცრად ღირებული იდეები და ბრძნული აზრები გაგიჩნდებათ. ამ აზრებს გარშემომყოფებს სიამოვნებით გაუზიარებთ. ამას ზოგი არ მოეკიდება გაგებით, თუმცა ბევრს წაადგება თქვენი დახმარება და რჩევები. სჯობს, თქვენი მენტორული განწყობა უმცროსებზე გადაიტანოთ და მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება.
მერწყული: მთელი დღე ირგვლივ მყოფებს უნდა მოაჩვენოთ, რომ გაცხარებით მუშაობთ. ამას თავისი მიზეზი ექნება – ირგვლივ მყოფებს მოეჩვენებათ, რომ უსაქმოდ ხართ და დავალებების შემსრულებლად გამოდგებით. ასე რომ, თუ საკუთარ საქმეებს არ გააკეთებთ, სხვების საქმეების გაკეთება მოგიწევთ – აირჩიეთ.
თევზები: დღეს შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ მარიონეტების მართვის საოცარი ნიჭი გაქვთ. საჭირო შედეგების მისაღებად უხილავ ძაფებს შეუმჩნევლად აამოქმედებთ. არაა აუცილებელი, ამას საფუძვლად უხეში ინტრიგა ედოს, უბრალოდ, უფრო მოსახერხებელია თქვენთვის „შემოვლითი“ გზებით მოქმედება.