https://sputnik-georgia.com/20220620/evrokomisiam-istoriuli-gadawyvetileba-miiro-premieri-267637779.html
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ - პრემიერი
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ - პრემიერი
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ „წაახალისეს“ უფრო მეტად უკრაინა და მოლდოვა და არა საქართველო. 20.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-20T15:24+0400
2022-06-20T15:24+0400
2022-06-20T19:44+0400
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_0:115:1280:836_1920x0_80_0_0_bcafd8e630dabff71d26848a17072dc1.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ევროპამ საქართველოს კარი გაუღო – ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 20 ივნისს.ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.მისი თქმით, ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, ისედაც იდგა მთავრობის დღის წესრიში.„როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან... ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, თუ რატომ „აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა“. პრემიერის თქმით, მოლდოვასა და უკრაინას პერსპექტივასთან დაკავშირებით აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი აქვთ.„ანუ მოლდოვასაც და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად... ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას“, – განმარტა პრემიერმა.ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში პირიქითაა. „ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.პრემიერმა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ არ შურს მათი, რადგანაც ორივე ქვეყანა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა საგრძნობი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.„რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.გადამწყვეტი იყო არა მიღწევები, არამედ ვითარება - ექსპერტი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის მიხედვით ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 23–24 ივნისს ჩატარდება. ქვეყანა მიიღებს სტატუსს, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანახმა იქნება.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_150:108:1143:853_1920x0_80_0_0_523a28f93d10aff5810962d4938cc60d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, ახალი ამბები, საქართველო
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ - პრემიერი
15:24 20.06.2022 (განახლებულია: 19:44 20.06.2022) ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ „წაახალისეს“ უფრო მეტად უკრაინა და მოლდოვა და არა საქართველო.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ევროპამ საქართველოს კარი გაუღო – ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 20 ივნისს.
ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
„ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, ისედაც იდგა მთავრობის დღის წესრიში.
„როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან... ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, თუ რატომ „აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა“. პრემიერის თქმით, მოლდოვასა და უკრაინას პერსპექტივასთან დაკავშირებით აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი აქვთ.
„ანუ მოლდოვასაც და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად... ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას“, – განმარტა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში პირიქითაა. „ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ არ შურს მათი, რადგანაც ორივე ქვეყანა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა საგრძნობი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
„რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის მიხედვით ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 23–24 ივნისს ჩატარდება. ქვეყანა მიიღებს სტატუსს, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანახმა იქნება.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.