https://sputnik-georgia.com/20220617/salome-zurabisvilis-komentari-evrokomisiis-gadawyvetilebaze-267586388.html
ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები... 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T21:33+0400
2022-06-17T21:33+0400
2022-06-17T23:30+0400
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპა
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267538489_0:128:1280:848_1920x0_80_0_0_08b37449a877dc819dae59588b1f110a.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჩვენი ბრალია, რომ საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.მისი თქმით, საქართველომ მიიღო ის, რაზეც ოცნებობდა – ევროპული პერსპექტივა.„ეს ჩვენთვის აქამდე არავის უთქვამს, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა, რომ ამ პერსპექტივას მივიღებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.კობახიძე: მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპერსპექტივა>>„შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა იყოს.„ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, „კონსტრუქციულ ოპოზიციაზე“ საუბრისას ვის გულისხმობდა.
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267538489_62:0:1201:854_1920x0_80_0_0_2994072aa8eaa05d3ab0a33fa085d82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველო, ახალი ამბები
ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
21:33 17.06.2022 (განახლებულია: 23:30 17.06.2022) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჩვენი ბრალია, რომ საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
„ჩვენ, იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი?! რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ მიიღო ის, რაზეც ოცნებობდა – ევროპული პერსპექტივა.
„ეს ჩვენთვის აქამდე არავის უთქვამს, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა, რომ ამ პერსპექტივას მივიღებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.
„შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა იყოს.
„ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, „კონსტრუქციულ ოპოზიციაზე“ საუბრისას ვის გულისხმობდა.