https://sputnik-georgia.com/20220617/kobaxidze-moxaruli-vart-rom-evrokomisiam-agiara-saqartvelos-evroperspeqtiva-267572018.html
კობახიძე: მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპერსპექტივა
კობახიძე: მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპერსპექტივა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალური აღიარება მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროკომისიამ ქვეყნისთვის... 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T15:40+0400
2022-06-17T15:40+0400
2022-06-17T20:46+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_0:192:2400:1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალური აღიარება მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროკომისიამ ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, საბჭო რეკომენდაციას გასცემს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ოფიციალურად აღიარებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რაც მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.პოლიტიკოსმა გამოთქვა ხელისუფლების პოზიცია – რომ ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_176:164:2090:1600_1920x0_80_0_0_7d4dcab3b1cef72838094a0caf23ef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალური აღიარება მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროკომისიამ ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, საბჭო რეკომენდაციას გასცემს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ოფიციალურად აღიარებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რაც მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.
„ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და შემოგვთავაზა კონკრეტული გზამკვლევი კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა გამოთქვა ხელისუფლების პოზიცია – რომ ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება.