გადამწყვეტი იყო არა მიღწევები, არამედ ვითარება - ექსპერტი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

© photo: Sputnik / Stringerარჩილ სიხარულიძე
არჩილ სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გარკვეული პირობების შესრულების რეკომენდაცია მისცა.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველო დემოკრატიის კუთხით წინ უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც; ევროკომისიამ მათთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია მხოლოდ ამჟამინდელი ვითარების გამო მისცა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.
ევროკომისიამ საქართველოს ურჩია, ჯერ წარმოადგინოს „ევროპული პერსპექტივა“, შემდეგ ის ნახავს, როგორ შეასრულებს ქვეყანა პირობებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ევროკომისია ანგარიშს საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ 2022 წლის ბოლოს შეადგენს.

„სინამდვილეში საკითხი არა დამსახურებაში, არამედ სიტუაციაშია. საქართველო არ აღმოჩნდა იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დახმარებას შეძლებდა. ეს კვლავ აჩვენებს, რომ მთავარი ჩვენ დროში არა მიღწევები, არამედ სწორედ შემთხვევა და ვითარებაა“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, რომ არა კონფლიქტი უკრაინაში, რეკომენდაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვერ მიიღებდნენ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა.
„ყველა მონაცემით საქართველო ერთი თავით მაღლაა მოლდოვასა და უკრაინაზე, და ნებისმიერისთვის, ვინც ცოტა მაინც ერკვევა დემოკრატიულ საკითხებში, ეს გასაგებია“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ამავე დროს სიხარულიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ წინაა – საკითხს ევროკავშირის სამიტზე 23–24 ივნისს განიხილავენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თანხმობას განაცხადებს.
ჯერ პოლიტიკურად გაერთიანდით: საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაცია ვერ მიიღო>>
„რა შანსები აქვს საქართველოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რთული სათქმელია, ეს სადავო საკითხია. და, ისევ, რეკომენდაცია არსებითად არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ამ გადაწყვეტილებას უკვე ნამდვილი რეალობების გათვალისწინებით იღებენ“, – განაცხადა სიხარულიძემ.
ევროკომისიის უარყოფითი დასკვნის მიზეზებთან დაკავშირებით ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ეს უკავშირდება საქართველოს გადაწყვეტილებას, არ დააწესოს სანქციები რუსეთისთვის.
მან განსაკუთრებით აღნიშნა შიდაპოლიტიკური ბრძოლა საქართველოში. სიხარულიძის თქმით, ოპოზიცია პირადი ინტერესების გამო ცდილობდა ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.

„დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ზარებმაც საქართველოდან ევროპაში, უფრო აქტიურმა... დარწმუნებული ვარ, ახლა იქნება მიტინგები და მთავრობის დამხობის მცდელობები“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მან კომენტარი გააკეთა ასევე გასულ კვირაში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საქართველოში მასმედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე, რომელშიც, გარდა მასმედიისა, საუბარი იყო სერიოზულ პრობლემებზე მართლმსაჯულების სფეროში.
რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ასევე იყო მოწოდება, დაუწესდეს სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – „კრემლთან კავშირების გამო“, რის გამოც მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„ოპოზიციამ კარგად იმუშავა“ – ექსპერტი ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებაზე>>
„ევროპარლამენტის დეპუტატები არაფერს წყვეტენ, ისინი ლობირებას უწევენ. არაა საჭირო ფიქრი, რომ ევროპარლამენტი რაღაც წმინდა დაწესებულებაა. ესაა ჩვეულებრივი პარლამენტი, სადაც დიდი ფული და დიდი ინტერესები ტრიალებს“, – განაცხადა სიხარულიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0