მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯერ პოლიტიკურად გაერთიანდით: საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაცია ვერ მიიღო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, საქართველოს საკითხი კი შეაჩერა, ვინაიდან მას უფრო მეტი პირობები აქვს დასაკმაყოფილებელი, იუწყება სააგენტო Reuters.

„უკრაინამ ნათლად აჩვენა ქვეყნის მისწრაფება და გადაწყვეტილება, დაიცვას ევროპული ღირებულებები და სტანდარტები“, – განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში.

რაც შეეხება საქართველოს, ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი განაცხადი, მაგრამ საჭიროა, რომ ქვეყანა ჯერ პოლიტიკურად გაერთიანდეს, რის შემდეგაც მის განაცხადს კვლავ განიხილავენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილების გამო, რომელსაც მან „ევროკავშირის წევრობის გზაზე პირველი ნაბიჯი“ უწოდა.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ასევე მიესალმა „მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს“ და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ქვეყნის კავშირში გაწევრიანებას.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაიანასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნების სტატუსს, 23-24 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღებენ, რა დროსაც ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
ყველა ახალი ამბავი
0