სამაშველო სამსახური საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადაა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლზე მთლიანობაში 320 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სეზონური მაშველების ხელფასები წელს 25%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაასრულა. ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო და მაშველებს წარმატება უსურვა.

სეზონის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ღონისძიების ფარგლებში სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.
აჭარაში საზღვაო სეზონს ზაფხულის ფესტივალი გახსნის>>>
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატი – დრონი.
„2022 წლის საზღვაო სეზონზე მთელი საქართველოს მასშტაბით ზღვის, მდინარეების და ტბების სანაპირო ზოლებზე სულ ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 320 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს. გარდა ამისა, მობილიზებული იქნება 50 ერთეული მცურავი საშუალება და 8 კვადროციკლი“, – ნათქვამია სამაშველო სამსახურის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სეზონური მაშველები წელს გაზრდილი ხელფასით იმუშავებენ, წინა წლებთან შედარებით მათ 25%-ზე მეტად მოემატათ ანაზღაურება.
აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0