https://sputnik-georgia.com/20220613/awarasi-sazrvao-sezons-zafxulis-festivali-gaxsnis-267418912.html
აჭარაში საზღვაო სეზონს ზაფხულის ფესტივალი გახსნის
აჭარაში საზღვაო სეზონს ზაფხულის ფესტივალი გახსნის
Sputnik საქართველო
ფესტივალი დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციული სლოგანით - „ზაფხული იწყება აქ".
2022-06-13T19:19+0400
2022-06-13T19:19+0400
2022-06-13T22:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249272103_0:313:3000:2001_1920x0_80_0_0_13d1bab08806a3cc17728501ccb0c946.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, ნათქვამია რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ტრადიციული ლოზუნგით - „ზაფხული იწყება აქ".სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა. 14:00 საათიდან ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი: დრამ-შოუ, პანტომიმა, საჰაერო შოუ, საბავშვო პროგრამა, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები.მუსიკალურ პროგრამაში, რომელიც 18:00 საათიდან დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი დიჯეები და ბენდები, მათ შორის, „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, Аsea Sool და სხვ.ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და ღამით, 03:00 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249272103_166:347:2372:2001_1920x0_80_0_0_073175fcf37d3258d78f51f949af03dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა საზღვაო სეზონი ზაფხული ფესტივალი გახსნა პროგრამა
აჭარა საზღვაო სეზონი ზაფხული ფესტივალი გახსნა პროგრამა
აჭარაში საზღვაო სეზონს ზაფხულის ფესტივალი გახსნის
19:19 13.06.2022 (განახლებულია: 22:51 13.06.2022) ფესტივალი დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, ნათქვამია რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ტრადიციული ლოზუნგით - „ზაფხული იწყება აქ".
სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა. 14:00 საათიდან ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი: დრამ-შოუ, პანტომიმა, საჰაერო შოუ, საბავშვო პროგრამა, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები.
მუსიკალურ პროგრამაში, რომელიც 18:00 საათიდან დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი დიჯეები და ბენდები, მათ შორის, „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, Аsea Sool და სხვ.
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და ღამით, 03:00 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია.