https://sputnik-georgia.com/20220616/sagareo-vachrobis-balansi-267507816.html
რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი
რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი
Sputnik საქართველო
ტენდენცია პოზიტიურია, საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო მცირდება. ექსპორტის მოცულობა მზარდია. მართალია, ექსპორტში კვლავაც მაღალია რეექსპორტის წილი, თუმცა... 16.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-16T10:30+0400
2022-06-16T10:30+0400
2022-06-16T16:30+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_0:140:3143:1908_1920x0_80_0_0_f7a0d95eea6616783058ead6742035cd.jpg
დარწმუნებული ვარ, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის გამყარება და მეტ-ნაკლები სტაბილურობა, ანალიტიკოსთა შეფასებებით, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების შედეგია. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია დასრულდა. ეკონომიკა თანდათან გამოცოცხლდა და უკვე გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში დაიწყო ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა. გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილის ზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება.წინამდებარე სტატიაში სწორედ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დინამიკას მიმოვიხილავ.პირველ რიგში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაისის მონაცემებს შემოგთავაზებთ. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.913 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,0 პროცენტით მეტია. მათ შორის ექსპორტი 2.091,9 მილიონი დოლარის ღირებულების იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 36,1 პროცენტით აღემატება. გაიზარდა იმპორტის მოცულობაც. იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 4.821,4 დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 37,3 პროცენტით მეტია. და, ბოლოს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.729,5 მილიონი დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39,5 პროცენტია. გასულ წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 38,7 პროცენტი იყო, თუმცა ეს შედეგი არა ექსპორტის ზრდამ, არამედ იმპორტის კლებამ განაპირობა. ახლა კი ექსპორტის სტრუქტურას გადავხედოთ. საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა. რეგიონის ქვეყნებში მას ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად კი ეკონომიკის ღიაობით საქართველოს 200 ქვეყანას შორის 72-ე ადგილი უჭირავს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? − დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, რომ რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო საგრძნობია სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის წილი.სამწუხაროდ, საგარეო ვაჭრობაში ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაგვაჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ქვეყნიდან ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, ტრადიციულად, სამეზობლოს ქვეყნები იყვნენ, მაგრამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა და ნომერი პირველი საექსპორტო ქვეყანა ამჟამად ჩინეთია, ხოლო ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა − მეზობელი თურქეთი.საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან აქტიური სავაჭრო ურთიერთობით გამოირჩევა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ იმპორტი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ ხორციელდება და იმპორტირებული საქონლის ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი. COVID-19-ის პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება 827,6 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან მხოლოდ 547,2 მილიონი დოლარი, 66,1 პროცენტი იყო ადგილობრივი ექსპორტი. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 87,8 მილიონი დოლარით იყო გაზრდილი, რაც დიდწილად სწორედ რეექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში რეექსპორტის ღირებულება 74,0 მილიონი დოლარით მეტი იყო.ერთი სიტყვით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რეექსპორტს არსებითი წილი უჭირავს და, შესაბამისად, მისი ცვლილება მკაფიოდ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ინდიკატორებზე. „დიდი ჩაკეტვის“ პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, შედეგად შეიცვალა საექსპორტო ქვეყნების წილიც. მაგალითად, ბულგარეთში, სადაც საქართველოდან 2019 წელს 284,1 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, 74,4 პროცენტი, ანუ 211,3 მილიონი დოლარი რეექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93,3 პროცენტი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რაც ჩვენი ქვეყნის რეექსპორტის ძირითადი საქონელია. რეექსპორტისთვის საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან, მცირე ნაწილი კი ლათინური ამერიკიდან ხორციელდება.რეგიონის ქვეყნებში საქართველოდან ასევე ხორციელდება ავტომობილების, სამედიცინო საშუალებებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილებებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეექსპორტი. როგორც სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, მათ შორის ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს. მათი რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 2020 წლიდან სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი საგრძნობლად შემცირდა, რაც ამ პერიოდიდან ახალი საბაჟო რეჟიმის ამოქმედებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაზარდა. საქართველოდან რეექსპორტი კი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილებით ხორციელდება.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტმა 1.171,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 353,9 მილიონი დოლარით მეტია. საგულისხმოა და ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციის გამყარებაზე მიანიშნებს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ადგილობრივმა ექსპორტმა განაპირობა. ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 281,4 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდის 79,5 პროცენტია. შედეგად, ქვეყნის მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 75,6 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც გასული წლის პირველ კვარტალში 73,9 პროცენტი იყო. ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაშინ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 68,5 პროცენტი იყო. ასე რომ, ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 21,5 პროცენტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17,4 პროცენტი იყო.საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ნომერ პირველი ადრესატი ჩინეთია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 210,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 23,8 პროცენტია. ჩინეთში ექსპორტი COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 129,2 პროცენტით არის გაზრდილი. ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნებია, რომლის ღირებულებამ 178,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 84,7 პროცენტია.საქართვეელოს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე თურქეთია, რომელმაც ამ პოზიციაზე რუსეთი ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში 94,8 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რამაც პირველ კვარტალში 21,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში თურქეთთან ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 32,8 პროცენტით გაიზარდა.მესამე და მეოთხე პოზიციები რუსეთსა და ბულგარეთს უკავიათ, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თანაბარი მოცულობის, 94,6–94,6 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო საქონელი ამ შემთხვევაშიც იყო სპილენძის მადნები, რომლის ღირებულებამ 90,1 მილიონი დოლარი, საერთო ექსპორტის 96,1 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 2,8 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა ამ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტი შედარებით მრავალფეროვანია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში 32,6 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების, 25,4 მილიონი დოლარის ღვინისა და 14,4 მილიონი დოლარის მინერალური წყლების ექსპორტი განხორციელდა.სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მთლიან ექსპორტში მთავარი საექსპორტო ქვეყნების პირველი ოთხეულის წილი ნახევარზე მეტი, 55,8 პროცენტია, ხოლო ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია. რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყანაში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 79,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 61,3 პროცენტით მეტია. ამ შემთხვევაში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმაც 74,5 მილიონი დოლარი შეადგინა.დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი კვლავაც ძალზე მაღალია. რეექსპორტისთვის განკუთვნილი ძირითადი საქონელი სხვადასხვა ლითონის მადნები და მსუბუქი ავტომობილებია. სპილენძის მადნების წილი ადგილობრივ ექსპორტშიც მაღალია. საანგარიშო პერიოდში მთლიანი ადგილობრივი ექსპორტი 885,4 მილიონი დოლარი იყო, მათ შორის მეოთხედზე მეტი, 271,1 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნის ექსპორტზე მოდის. და, ბოლოს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 46,6 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 13,1 პროცენტი იყო.დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეების მიმოხილვით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20220613/rashi-vxarjavt-fuls-267396894.html
https://sputnik-georgia.com/20220606/ramdenit-gadzvirda-produqtebi-267163311.html
https://sputnik-georgia.com/20220603/ratom-gaufasurda-lari-267102566.html
https://sputnik-georgia.com/20220503/ra-moigo-da-ra-waago-sabanko-seqtorma-266390355.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_1fed86bda9e1830446019fde15a7dc30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, მიმოხილვები
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, მიმოხილვები
რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი
10:30 16.06.2022 (განახლებულია: 16:30 16.06.2022) ტენდენცია პოზიტიურია, საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო მცირდება. ექსპორტის მოცულობა მზარდია. მართალია, ექსპორტში კვლავაც მაღალია რეექსპორტის წილი, თუმცა თანდათან ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელიც იზრდება...
დარწმუნებული ვარ, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის გამყარება და მეტ-ნაკლები სტაბილურობა, ანალიტიკოსთა შეფასებებით, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების შედეგია. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია დასრულდა. ეკონომიკა თანდათან გამოცოცხლდა და უკვე გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში დაიწყო ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა. გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილის ზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება.
წინამდებარე სტატიაში სწორედ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დინამიკას მიმოვიხილავ.
პირველ რიგში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაისის მონაცემებს შემოგთავაზებთ. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.913 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,0 პროცენტით მეტია. მათ შორის ექსპორტი 2.091,9 მილიონი დოლარის ღირებულების იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 36,1 პროცენტით აღემატება. გაიზარდა იმპორტის მოცულობაც. იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 4.821,4 დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 37,3 პროცენტით მეტია. და, ბოლოს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.729,5 მილიონი დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39,5 პროცენტია. გასულ წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 38,7 პროცენტი იყო, თუმცა ეს შედეგი არა ექსპორტის ზრდამ, არამედ იმპორტის კლებამ განაპირობა.
ახლა კი ექსპორტის სტრუქტურას გადავხედოთ. საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა. რეგიონის ქვეყნებში მას ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად კი ეკონომიკის ღიაობით საქართველოს 200 ქვეყანას შორის 72-ე ადგილი უჭირავს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? − დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, რომ რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო საგრძნობია სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის წილი.
სამწუხაროდ, საგარეო ვაჭრობაში ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაგვაჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ქვეყნიდან ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, ტრადიციულად, სამეზობლოს ქვეყნები იყვნენ, მაგრამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა და ნომერი პირველი საექსპორტო ქვეყანა ამჟამად ჩინეთია, ხოლო ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა − მეზობელი თურქეთი.
საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან აქტიური სავაჭრო ურთიერთობით გამოირჩევა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ იმპორტი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ ხორციელდება და იმპორტირებული საქონლის ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი. COVID-19-ის პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება 827,6 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან მხოლოდ 547,2 მილიონი დოლარი, 66,1 პროცენტი იყო ადგილობრივი ექსპორტი. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 87,8 მილიონი დოლარით იყო გაზრდილი, რაც დიდწილად სწორედ რეექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში რეექსპორტის ღირებულება 74,0 მილიონი დოლარით მეტი იყო.
ერთი სიტყვით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რეექსპორტს არსებითი წილი უჭირავს და, შესაბამისად, მისი ცვლილება მკაფიოდ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ინდიკატორებზე. „დიდი ჩაკეტვის“ პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, შედეგად შეიცვალა საექსპორტო ქვეყნების წილიც. მაგალითად, ბულგარეთში, სადაც საქართველოდან 2019 წელს 284,1 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, 74,4 პროცენტი, ანუ 211,3 მილიონი დოლარი რეექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93,3 პროცენტი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რაც ჩვენი ქვეყნის რეექსპორტის ძირითადი საქონელია. რეექსპორტისთვის საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან, მცირე ნაწილი კი ლათინური ამერიკიდან ხორციელდება.
რეგიონის ქვეყნებში საქართველოდან ასევე ხორციელდება ავტომობილების, სამედიცინო საშუალებებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილებებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეექსპორტი. როგორც სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, მათ შორის ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს. მათი რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 2020 წლიდან სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი საგრძნობლად შემცირდა, რაც ამ პერიოდიდან ახალი საბაჟო რეჟიმის ამოქმედებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაზარდა. საქართველოდან რეექსპორტი კი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილებით ხორციელდება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტმა 1.171,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 353,9 მილიონი დოლარით მეტია. საგულისხმოა და ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციის გამყარებაზე მიანიშნებს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ადგილობრივმა ექსპორტმა განაპირობა. ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 281,4 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდის 79,5 პროცენტია. შედეგად, ქვეყნის მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 75,6 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც გასული წლის პირველ კვარტალში 73,9 პროცენტი იყო. ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაშინ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 68,5 პროცენტი იყო. ასე რომ, ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 21,5 პროცენტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17,4 პროცენტი იყო.
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ნომერ პირველი ადრესატი ჩინეთია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 210,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 23,8 პროცენტია. ჩინეთში ექსპორტი COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 129,2 პროცენტით არის გაზრდილი. ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნებია, რომლის ღირებულებამ 178,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 84,7 პროცენტია.
საქართვეელოს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე თურქეთია, რომელმაც ამ პოზიციაზე რუსეთი ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში 94,8 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რამაც პირველ კვარტალში 21,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში თურქეთთან ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 32,8 პროცენტით გაიზარდა.
მესამე და მეოთხე პოზიციები რუსეთსა და ბულგარეთს უკავიათ, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თანაბარი მოცულობის, 94,6–94,6 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო საქონელი ამ შემთხვევაშიც იყო სპილენძის მადნები, რომლის ღირებულებამ 90,1 მილიონი დოლარი, საერთო ექსპორტის 96,1 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 2,8 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა ამ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტი შედარებით მრავალფეროვანია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში 32,6 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების, 25,4 მილიონი დოლარის ღვინისა და 14,4 მილიონი დოლარის მინერალური წყლების ექსპორტი განხორციელდა.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მთლიან ექსპორტში მთავარი საექსპორტო ქვეყნების პირველი ოთხეულის წილი ნახევარზე მეტი, 55,8 პროცენტია, ხოლო ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია. რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყანაში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 79,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 61,3 პროცენტით მეტია. ამ შემთხვევაში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმაც 74,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი კვლავაც ძალზე მაღალია. რეექსპორტისთვის განკუთვნილი ძირითადი საქონელი სხვადასხვა ლითონის მადნები და მსუბუქი ავტომობილებია. სპილენძის მადნების წილი ადგილობრივ ექსპორტშიც მაღალია. საანგარიშო პერიოდში მთლიანი ადგილობრივი ექსპორტი 885,4 მილიონი დოლარი იყო, მათ შორის მეოთხედზე მეტი, 271,1 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნის ექსპორტზე მოდის. და, ბოლოს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 46,6 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 13,1 პროცენტი იყო.
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეების მიმოხილვით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით...