https://sputnik-georgia.com/20220603/ratom-gaufasurda-lari-267102566.html
რატომ გაუფასურდა ლარი... სამ დღეში რა მოხდა სავალუტო ბაზარზე?
რატომ გაუფასურდა ლარი... სამ დღეში რა მოხდა სავალუტო ბაზარზე?
Sputnik საქართველო
რა შეიცვალა სავალუტო ბაზარზე, რამ გამოიწვია სამი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით, ერთბაშად 14 თეთრით გაუფასურება? 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T13:55+0400
2022-06-03T13:55+0400
2022-06-03T20:34+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811373_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_62a27c93956c24fc17ee8b7dc5f899b6.jpg
წინამდებარე სტატიას ბოდიშის მოხდით დავიწყებ... კი, მაგრამ რატომ? − უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ვალუტის სამაისო თავგადასავალის თხრობისას აღვნიშნე, რომ ვარდობისთვე ლარისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა და მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტა პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებდა. ჩემი პროგნოზი საფინანსო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებებსა და დასკვნებს ეფუძნებოდა. არადა, უკვე მეორე დღიდან მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა და სულ სამიოდე დღეში ლარი დოლარის მიმართ 14 თეთრით გაუფასურდა.აშკარად თვალი ეცა, ბრძანებს მკითხველი. ხუმრობა იქით იყოს და მართლაც საინტერესოა, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით გაუფასურება? სავარაუდოდ, ძირითადმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა, თუმცა ეს ვერსია საფუძველს მოკლებულია და ვერ გავიზიარებ. რატომ? COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, გასული წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებდა, რაც ეკონომიკის ცალკეული სექტორების, პირველ რიგში, ტურიზმის სფეროს აღდგენამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის მატებამ და საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილის მნიშვნელოვნად გაზრდამ განაპირობა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10,8 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.მაისის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება მოსალოდნელი არ არის. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3,3 პროცენტით გაიზრდება. მართალია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდა 28,9 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ ეს ე.წ. საბაზისო ეფექტის შედეგი იყო.საინტერესოა, რას ეფუძნება ახლანდელი პროგნოზი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა თავის გათვლებში გასულ წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობითა და გამოცოცხლებული საგარეო ვაჭრობის შენარჩუნებით იხელმძღვანელა.უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო ოფისის ამ პროგნოზს ანალიტიკურ წრეებშიც იზიარებენ, აცხადებენ, რომ ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება 2019 წლის, ანუ COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ სურათს, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლიურად 3-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.ანალიტიკოსთა შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სამი წლის წინანდელი ტემპი მაღალი არ არის და მხოლოდ მასთან მიახლოება მძიმე სოციალურ ფონს ვერ შეამსუბუქებს. საჭიროა რეალური და არა ე.წ. საბაზისო ეფექტით განპირობებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ადვილი ამოცანა არ არის, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ეკონომიკას, დამატებით ბარიერებს უქმნის. იგულისხმება ჯერ კიდევ არსებული COVID-19-ის პანდემია და რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება. ამ ვითარებაში სერიოზული გამოწვევაა მზარდი ინფლაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს კიდევ ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღებას აფერხებს. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს. შედეგად – ბოლო ორი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან უკვე 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს ფულის გაძვირებას ნიშნავს, ძვირი ფული კი ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს და ა.შ.„ხელისუფლება ტრაბახობს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი მაღალია და ეს მისი დამსახურებაა, არადა 2019 წელს რომ შევადაროთ, მკვეთრად დაბალია. და ეს ყველამ კარგად ვიცით. წელსაც პირველ კვარტალში ეს ინერცია იმის ხარჯზე გაგრძელდა, რომ წინა წლებში ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ასევე ქვეყანაში უცხოური ვალუტის, კერძოდ, დოლარის დიდი ნაკადი შემოვიდა. ეს კი იმის შედეგია, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო ბევრმა ადამიანმა ფინანსური რესურსი საქართველოში წამოიღო და აქ დაიწყო ხარჯვა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ თებერვლიდან მოყოლებული მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო. ეს შეეტყო ლარის კურსსაც. რაც შეეხება მეორე კვარტალს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ძალიან სწორი, რეალური პროგნოზი აქვს. ქვეყანა უბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ დაბალ მაჩვენებელს, რომელიც მას 2013 წლის შემდეგ ჰქონდა, ეს იყო საშუალოდ 3 პროცენტი“, − აცხადებს ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი. ექსპერტის თქმით, ეკონომიკური პროცესი დინამიურია, სულ რაღაც ხდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დადებითი ეფექტი, რაც დოლარის შემოსვლას ჰქონდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიწურება. რუსეთს მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს, რაც მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გართულდება და ეს საქართველოზეც აისახება, რადგან ექსპორტის წილი მხოლოდ 12-13 პროცენტია, დიდია გადმორიცხვები, მაგრამ ეს ნაკადი მკვეთრად შემცირდება, ფასები გაიზრდება, იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.„პანდემიის დროს ბევრი ფული ვისესხეთ, ახლა ამხელა ფულის შოვნა გართულდება, ძვირად მოგვცემენ. აქედანვე უნდა დაიწყოს მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები, თუმცა პირიქით ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადასახადებს ამცირებდეს, ყველა განცხადებაში გვეუბნება იმას, რომ მისი აქტიური ჩარევაა საჭირო და სწორედ ამიტომ გვაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გასულ წელსაც გვქონდა“, − აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.სტატიის სათაურში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდეთ. დამეთანხმება მკითხველი, ლარის გაუფასურება ეკონომიკური პარამეტრების გაუარესების შედეგი არ არის და, მაღალი ალბათობით, ეროვნული ვალუტის დაღმასვლის სხვა მიზეზი უნდა ვეძიოთ.ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების კონკრეტულ ფაქტორებს არ ასახელებენ, ამჯერად არც სავალუტო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინის არსებობაზე მიანიშნებენ. საგულისხმოა, თუმცა ფაქტია, ეროვნული ვალუტის ხუთდღიან თავგადასავალზე ანალიტიკურ წრეებში ყურადღებას პრაქტიკულად არ ამახვილებენ. ქვეყნის მთავარი ბანკირი რას ამბობს? − დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას შემოგთავაზებთ.„შეუძლებელია ვიცოდეთ, თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე. მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ დიდი გამყარება უძღოდა. როცა ჩვენ გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მარტო ერთი დღის ან ერთი კვირის ჭრილში უნდა შევხედოთ, არამედ მინიმუმ ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა. ადრეც მომხდარა ასეთი რყევები“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ეროვნული ვალუტის გამყარებისას მიზეზი ეკონომიკური აღმასვლაა, თანაც ისეთი, როგორსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერ გრძნობს. მეტიც, თვიდან თვემდე ცხოვრების გაძვირებას უჩივის, ლარის გაუფასურება კი აუხსნელ მოვლენად რჩება. რაც შეეხება პროგნოზს, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მისი უწყება ლარის კურსის პროგნოზს არ აკეთებს. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი აიწონა-დაიწონას პრინციპით 2,95–3,1-ის ფარგლებში იმოძრავებს.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20220527/ratom-mkardeba-lari-266945747.html
https://sputnik-georgia.com/20220503/ra-moigo-da-ra-waago-sabanko-seqtorma-266390355.html
https://sputnik-georgia.com/20220315/ratom-ver-aigebt-sabanko-kredits-265233313.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811373_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_5eb5da53c728f310eee76406d6adc9d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მოსაზრება
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მოსაზრება
რატომ გაუფასურდა ლარი... სამ დღეში რა მოხდა სავალუტო ბაზარზე?
13:55 03.06.2022 (განახლებულია: 20:34 03.06.2022) რა შეიცვალა სავალუტო ბაზარზე, რამ გამოიწვია სამი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით, ერთბაშად 14 თეთრით გაუფასურება?
წინამდებარე სტატიას ბოდიშის მოხდით დავიწყებ... კი, მაგრამ რატომ? − უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ვალუტის სამაისო თავგადასავალის თხრობისას აღვნიშნე, რომ ვარდობისთვე ლარისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა და მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტა პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებდა. ჩემი პროგნოზი საფინანსო სფეროს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებებსა და დასკვნებს ეფუძნებოდა. არადა, უკვე მეორე დღიდან მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა და სულ სამიოდე დღეში ლარი დოლარის მიმართ 14 თეთრით გაუფასურდა.
აშკარად თვალი ეცა, ბრძანებს მკითხველი. ხუმრობა იქით იყოს და მართლაც საინტერესოა, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით გაუფასურება? სავარაუდოდ, ძირითადმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა, თუმცა ეს ვერსია საფუძველს მოკლებულია და ვერ გავიზიარებ. რატომ? COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, გასული წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებდა, რაც ეკონომიკის ცალკეული სექტორების, პირველ რიგში, ტურიზმის სფეროს აღდგენამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის მატებამ და საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილის მნიშვნელოვნად გაზრდამ განაპირობა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10,8 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.
მაისის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება მოსალოდნელი არ არის. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3,3 პროცენტით გაიზრდება. მართალია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდა 28,9 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ ეს ე.წ. საბაზისო ეფექტის შედეგი იყო.
საინტერესოა, რას ეფუძნება ახლანდელი პროგნოზი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა თავის გათვლებში გასულ წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობითა და გამოცოცხლებული საგარეო ვაჭრობის შენარჩუნებით იხელმძღვანელა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო ოფისის ამ პროგნოზს ანალიტიკურ წრეებშიც იზიარებენ, აცხადებენ, რომ ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება 2019 წლის, ანუ COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ სურათს, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლიურად 3-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სამი წლის წინანდელი ტემპი მაღალი არ არის და მხოლოდ მასთან მიახლოება მძიმე სოციალურ ფონს ვერ შეამსუბუქებს. საჭიროა რეალური და არა ე.წ. საბაზისო ეფექტით განპირობებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ადვილი ამოცანა არ არის, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ეკონომიკას, დამატებით ბარიერებს უქმნის. იგულისხმება ჯერ კიდევ არსებული COVID-19-ის პანდემია და რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება.
ამ ვითარებაში სერიოზული გამოწვევაა მზარდი ინფლაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს კიდევ ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღებას აფერხებს. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს. შედეგად – ბოლო ორი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან უკვე 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს ფულის გაძვირებას ნიშნავს, ძვირი ფული კი ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს და ა.შ.
„ხელისუფლება ტრაბახობს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი მაღალია და ეს მისი დამსახურებაა, არადა 2019 წელს რომ შევადაროთ, მკვეთრად დაბალია. და ეს ყველამ კარგად ვიცით. წელსაც პირველ კვარტალში ეს ინერცია იმის ხარჯზე გაგრძელდა, რომ წინა წლებში ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ასევე ქვეყანაში უცხოური ვალუტის, კერძოდ, დოლარის დიდი ნაკადი შემოვიდა. ეს კი იმის შედეგია, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო ბევრმა ადამიანმა ფინანსური რესურსი საქართველოში წამოიღო და აქ დაიწყო ხარჯვა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ თებერვლიდან მოყოლებული მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო. ეს შეეტყო ლარის კურსსაც. რაც შეეხება მეორე კვარტალს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ძალიან სწორი, რეალური პროგნოზი აქვს. ქვეყანა უბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ დაბალ მაჩვენებელს, რომელიც მას 2013 წლის შემდეგ ჰქონდა, ეს იყო საშუალოდ 3 პროცენტი“, − აცხადებს ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი.
ექსპერტის თქმით, ეკონომიკური პროცესი დინამიურია, სულ რაღაც ხდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დადებითი ეფექტი, რაც დოლარის შემოსვლას ჰქონდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიწურება. რუსეთს მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს, რაც მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გართულდება და ეს საქართველოზეც აისახება, რადგან ექსპორტის წილი მხოლოდ 12-13 პროცენტია, დიდია გადმორიცხვები, მაგრამ ეს ნაკადი მკვეთრად შემცირდება, ფასები გაიზრდება, იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.
„პანდემიის დროს ბევრი ფული ვისესხეთ, ახლა ამხელა ფულის შოვნა გართულდება, ძვირად მოგვცემენ. აქედანვე უნდა დაიწყოს მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები, თუმცა პირიქით ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადასახადებს ამცირებდეს, ყველა განცხადებაში გვეუბნება იმას, რომ მისი აქტიური ჩარევაა საჭირო და სწორედ ამიტომ გვაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გასულ წელსაც გვქონდა“, − აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.
სტატიის სათაურში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდეთ. დამეთანხმება მკითხველი, ლარის გაუფასურება ეკონომიკური პარამეტრების გაუარესების შედეგი არ არის და, მაღალი ალბათობით, ეროვნული ვალუტის დაღმასვლის სხვა მიზეზი უნდა ვეძიოთ.
ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების კონკრეტულ ფაქტორებს არ ასახელებენ, ამჯერად არც სავალუტო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინის არსებობაზე მიანიშნებენ. საგულისხმოა, თუმცა ფაქტია, ეროვნული ვალუტის ხუთდღიან თავგადასავალზე ანალიტიკურ წრეებში ყურადღებას პრაქტიკულად არ ამახვილებენ. ქვეყნის მთავარი ბანკირი რას ამბობს? − დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას შემოგთავაზებთ.
„შეუძლებელია ვიცოდეთ, თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე. მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ დიდი გამყარება უძღოდა. როცა ჩვენ გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მარტო ერთი დღის ან ერთი კვირის ჭრილში უნდა შევხედოთ, არამედ მინიმუმ ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა. ადრეც მომხდარა ასეთი რყევები“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ეროვნული ვალუტის გამყარებისას მიზეზი ეკონომიკური აღმასვლაა, თანაც ისეთი, როგორსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერ გრძნობს. მეტიც, თვიდან თვემდე ცხოვრების გაძვირებას უჩივის, ლარის გაუფასურება კი აუხსნელ მოვლენად რჩება. რაც შეეხება პროგნოზს, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მისი უწყება ლარის კურსის პროგნოზს არ აკეთებს. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი აიწონა-დაიწონას პრინციპით 2,95–3,1-ის ფარგლებში იმოძრავებს.