„სანქციებისთვის გადახდილი საფასური“ - ევროპასა და აშშ-ში უპრეცედენტო ინფლაციაა

CC BY-SA 2.0 / Paul Townsend / Supermarket მაღაზია
მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ირინა ბადმაევა
გერმანიაში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს – ასეთი რამ გერმანელებს 1973 წლის შემდეგ არ ახსოვთ. ყველაზე მეტს ენერგეტიკაზე ხარჯავენ. ევროპას არც აშშ ჩამორჩება. ასეთი საფასურის გადახდა უწევს ევროპას ანტირუსული სანქციებისთვის, განმარტავენ ანალიტიკოსები.

ინფლაციის მორევში

გერმანიაში ფასები საფუვრიანი ცომივით იზრდება. მაისში წლიური ინფლაცია რვა პროცენტამდე დაჩქარდა. 1973 წლის ზამთარში ნავთობის კრიზისის გამო მკვეთრად გაიზარდა შავი ოქროს კოტირება.
ენერგომატარებლებზე გაწეული ხარჯი დღესაც მეტისმეტად დიდია. ამასთან, ძვირდება პროდუქტებიც. უკეთესი სიტუაცია არც ბრიტანეთშია, სადაც ხელფასების ინდექსაცია ფასებს ვერ ეწევა. მსყიდველობითი უნარი მინიმუმამდეა დასული.
ეკონომიას ეწევიან ამერიკელებიც. შტატებში მაისში ინფლაციამ 8,5%-ს გადააჭარბა. ბენზინი ორჯერ გაძვირდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
მოსაზრება: რა იღონა აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ინფლაციის მოსათოკად
მარტში ამერიკამ შავი ოქროს ყიდვა აკრძალა, ივნისის დასაწყისში მას ევროკავშირიც შეუერთდა. თუმცა რუსულ ნახშირწყალბადებზე სრული უარი ევროპელებმა ვერ თქვეს. შემოიფარგლნენ საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვით. თუმცა შემსუბუქებული ემბარგო ვერაფრით დაეხმარა ამერიკელებისა და ევროპელების საფულეებს.
ახლა დასავლეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს. მაგრამ ეს მარტივი არ არის. ექსპორტიორ ქვეყნებს არა აქვთ თავისუფალი სიმძლავრეები, რათა რუსული შავი ოქროს ექსპორტი შეავსონ, აცხადებს OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო. საუბარია დღეში 7 მილიონ ბარელზე.
ამიტომ დასავლური კომპანიები ამზადებენ Urals-ისა და სხვა სახეობის ნავთობის კოქტეილს. ასეთი სქემით ერთ-ერთმა პირველმა თანხა გამოიმუშავა ამერიკულმა Shell-მა. კონცერნმა თავის ტრეიდერებს დიზელის საწვავის შეძენის ნება დართო, რომელიც რუსულ ნახშირწყალბადებს შეიცავს. პროდუქტს, რომელიც „ლატვიური ნაზავის“ სახელითაა ცნობილი, ვენტსპილსის ნავსადგურში ამზადებენ.
სანქციებისთვის გვერდის ავლის კიდევ ერთი მეთოდია რეექსპორტი. ვიდრე ამერიკული და ევროპული ნავსადგურები დაკეტილია რუსეთიდან მიმავალი ხომალდებისთვის, ნავთობი სხვა ქვეყნებიდან ჩააქვთ. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწოდება ინდოეთიდან. დოკუმენტებით ნედლეული ინდურია, სინამდვილეში – რუსული.
ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
ფასტფუდიც კი ძვირდება: ახალმა ფასებმა ამერიკელები შოკში ჩააგდო

დამნაშავის ძიება

მაშინ, როდესაც დასავლური კომპანიები სანქციების გვერდის ავლით მოქმედებენ, თეთრ სახლში დამნაშავეებს ეძებენ. ყველაფერი უკრაინაში დაწყებული სამხედრო სპეცოპერაციის ბრალია, განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ინფლაციის სამოცდაათი პროცენტი – პუტინის მიერ ბენზინის გაძვირების შედეგია“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
თუმცა აშშ-ში საქონელი ძვირდება გასული წლიდან, აღნიშნავენ ანალიტიკოსები. მაშინ, ივნისში ინფლაციამ 1,5-2-ის ნაცვლად 3,5 პროცენტი შეადგინა.
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკა ტრილიონი დოლარით შეავსო. ამასთან, შეინარჩუნა დაბალი საბაზო განაკვეთი. თანაც დიდხანს ირწმუნებოდა, რომ ფასების ზრდას ხანმოკლე ეფექტი ექნებოდა. იმავეს იმეორებდა ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც ასევე არ ჩქარობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას. ამან კი ინფლაცია დააჩქარა.
ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გასული წლის ბოლოს ენერგომატარებლების კოტირებები მკვეთრად გაიზარდა: ევროკავშირში ათასი კუბომეტრი გაზის ფასმა 3 ათას დოლარს მიაღწია.
ცეცხლზე ნავთი დაასხა ანტირუსულმა სანქციებმა: გაძვირდა ლითონი, ნავთობპროდუქტები, აგროსამრეწველო პროდუქცია. მაგრამ დასავლეთის ხელისუფალნი შეცდომებს არ აღიარებენ. უფრო იოლია მოსკოვის დადანაშაულება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
ინფლაციური მონსტრი: რატომ ემუქრება აშშ-ში ფასების ზრდა მთელ მსოფლიოს
ანალიტიკოსები აცხადებენ: ევროპელებსა და ამერიკელებს მოუწევთ ქამრების შემოჭერა. პრობლემები რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზეც აისახება. აშშ-ში ყინვების გამო გვიან დაიწყო თესვის სეზონი. უცხოელ ფერმერებს არ ჰყოფნით რუსული სასუქები, რომელზეც მათ უარი თებერვლის ბოლოს თქვეს. თუმცა რამდენიმე თვეში გააცნობიერეს, რომ აჩქარდნენ და სანქციების სიიდან ამოიღეს.
რუსეთი მსოფლიოში მინერალური სასუქების მიმწოდებელი მესამე ქვეყანაა. შარშან სასუქების წარმოება 5,6 პროცენტით გაიზარდა. დაახლოებით 65% ექსპორტზე გადის. აქედან 22% – ევროკავშირსა და აშშ-ში.
აშშ-ში საბაზო განაკვეთის გაზრდა ცოტათი დააგვიანდათ. ფედერალური სარეზერვო სამსახური ამგვარად ცდილობს ფასების ზრდის შეკავებას. მომდევნო სხდომა 13-19 ივნისსაა დანიშნული. ევროპის ცენტრალური ბანკი კი არ ჩქარობს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მომდევნო თვეში იგეგმება.
თუმცა სიტუაციას ეს ვერ გადაარჩენს, ფიქრობენ ანალიტიკოსები. განაკვეთის გაზრდა მხოლოდ შეამცირებს სამომხმარებლო მოთხოვნას, გაზრდის მყიდველთა ხარჯს და ინფლაციის ახალ ტალღას გამოიწვევს. მეტიც, ეკონომიკის შენელების გამო აშშ-ში რეცესიის რისკი ჩნდება.
ჯერჯერობით კი ქვეყნები ინფლაციას საკუთარი ძალებით ებრძვიან. მაგალითად, გერმანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, შეამცირონ სიჩქარე „ბანზინის თითო წვეთის“ ეკონომიის მიზნით. „ჩვენ შეგვეძლო დროებით დაგვეწესებინა ავტობანებზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-მდე და 30 კმ/სთ-მდე – ქალაქებში, რათა ენერგორესურსების მოხმარება შეგვემცირებინა“, – განაცხადა გერმანული პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა რაინერ ჰოფმანმა. მაგრამ საჭიროა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება ენერგეტიკული კრიზისის შესაჩერებლად და სიტუაციის დასამშვიდებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0