https://sputnik-georgia.com/20220422/amerikasi-fastfudic-ki-zviredba-266178000.html
ფასტფუდიც კი ძვირდება: ახალმა ფასებმა ამერიკელები შოკში ჩააგდო
ფასტფუდიც კი ძვირდება: ახალმა ფასებმა ამერიკელები შოკში ჩააგდო
Sputnik საქართველო
ირინა ბადმაევა 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T17:44+0400
2022-04-22T17:44+0400
2022-04-22T20:53+0400
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/60/246936039_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_3d8cac176cb5076fb1d1ddaa49ac20ab.jpg
ირინა ბადმაევააშშ-სა და ევროკავშირში ინფლაცია იზრდება — ამერიკელებსა და ევროპელებს ასეთი რამ 80-იანი წლების შემდეგ არ უნახავთ. ბენზინის და ელექტროენერგიის ღირებულება განსაკუთრებით მძიმედ ურტყამს ჯიბეს. ეს ანტირუსული სანქციების შედეგია. რამდენი ხანი მოუწევს დასავლეთს ეკონომია – РИА Новости-ს მოსაზრებას მასალაში იხილავთ.რას იწვევს სანქციები?აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, მარტში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 8,5 პროცენტამდე გაიზარდა. თებერვალში 7,9 იყო.ყველაზე მეტად ბენზინი გაძვირდა: გალონზე (დაახლოებით ოთხი ლიტრი) ოთხ დოლარზე მეტით. შედეგად – გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები.ამერიკელების საყვარელი ფასტფუდის ფასებიც უცბად ავარდა მაღლა. არც ელექტროენერგიისა და იჯარის ფასები ჩამორჩება, რომელზეც მთლიანი ხარჯების დაახლოებით მესამედი მოდის.როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, მთელი საქმე უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაა. „ინფლაციის 70 პროცენტი გამოწვეულია პუტინის მიერ ბენზინზე ფასების გაზრდით“, – დარწმუნებულია ის.სინამდვილეში ამერიკაში საქონელი გასული წლიდან ძვირდება, აღნიშნავს The Wall Street Journal. მაგრამ მოსკოვის დადანაშაულება უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი პოლიტიკური კურსისა. გამოცემა რეკორდული ინფლაციის მიზეზად „გადაჭარბებულ ფედერალურ ხარჯებსა და რბილ მონეტარულ პოლიტიკას“ ასახელებს.კორონაკრიზისის შედეგების დასაძლევად განვითარებული ქვეყნების საფინანსო ხელისუფლებებმა საბეჭდი დაზგა აამოქმედეს. აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ეკონომიკა ტრილიონობით დოლარით შეავსო. ამასთან შეინარჩუნა დაბალი საბაზისო მაჩვენებელი – ნულთან ახლოს.„რეალურად დოლარი და ევრო რეგულირდება ბანკებში მოგებითა და ინვესტორების ხელში, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ ფასიან ქაღალდებში საფონდო ბირჟაზე. მაგრამ ყველაფერი გაძვირდა, დაწყებული მარცვლეულითა და ნავთობით, გადამზიდავ მომსახურებამდე", – ამბობს არტემ დეევი, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი AMarkets-ში.ხალხი აქტიურად ხარჯავდა პანდემიის დროს მიღებულ ფულს და ამით ფასებს აჩქარებას აძლევდა. გარკვეული საქონლის დეფიციტმაც ითამაშა როლი. პირველ რიგში ისეთებისა, რომლებშიც საკმარისი მიკროსქემები არ იყო: გაჯეტებისა და მანქანებისა.ფედერალური რეზერვების სააგენტო გასული წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ინფლაცია ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ სინამდვილეში გამოეპარა მომენტი, როდესაც ზრდის შეკავება იყო საჭირო. მარტის შუა რიცხვებში, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, მარეგულირებელმა განაკვეთი წელიწადში 0,25-0,5 პროცენტამდე გაზარდა.„სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის ეს იქნება 1,5 პროცენტი. ჩვენ აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ ინფლაციის შესაჩერებლად. მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს შესაძლებელი იქნება ზაფხულის შუა რიცხვებამდე“, – მბობს ანდრეი ლობოდა, BitRiver-ის საგარეო კავშირების დირექტორი.ფედერალური რეზერვების აუჩქარებლობამ უკვე მძიმედ დაარტყა ამერიკელების ჯიბეებს. ანტირუსული სანქციების გამო კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაღება მოუხდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების შესყიდვა აკრძალა.ცხადი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. და ასეც მოხდა. ნავთობის ფასი მაშინვე გაიზარდა 130 დოლარამდე ბარელზე.„გამოკითხვების მიხედვით, მხოლოდ 6 პროცენტი ადანაშაულებს პუტინს. უმრავლესობა კი — ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას", — განაცხადა ამერიკული Fox News-ის წამყვანმა შონ ჰანიტიმ.ინფლაცია მსოფლიოს ედებავაშინგტონი ზეწოლას ახორციელებს ევროკავშირზე, რათა მან უარი თქვას რუსეთის ნახშირწყალბადებზე. მაგრამ ევროპელები არ ჩქარობენ. ზოგიერთი სახელმწიფო "100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე", – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ამავდროულად ევროპაშიც იზრდება ფასები. „ევროსტატის“ გამოთვლებით, მარტში 19 ქვეყანაში ინფლაციამ 7,5 პროცენტს მიაღწია. ლიტვაში ეს მაჩვენებელი 15,6 იყო, გერმანიაში – 7,3. ეს არის ყველაზე მაღალი დონე ბოლო 40 წლის განმავლობაში.გასულ თვეში ევროპაში ყველაზე მეტად ენერგომატარებლები გაძვირდა. მეორე ადგილზეა საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო. მესამეა მომსახურება.გერმანიაში ინფლაცია წლის განმავლობაში 7-დან 8 პროცენტამდე იქნება, თქვა კარლ ფონ რორმა, Deutsche Bank-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ბანკის პროგნოზით, ის 10%-ს გადააჭარბებს რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში.ინფლაცია რეკორდს აღწევს დიდ ბრიტანეთშიც. მარტში, წლიური თვალსაზრისით, ეს იყო 7 პროცენტი – ყველაზე მაღალი 1992 წლის შემდეგ. ელექტროენერგიის გაძვირებამ ყველაზე მეტად ეკონომიკა დააზარალა. ბრიტანელებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები 54 პროცენტით გაიზარდა — 1.227-დან 1.971 ფუნტამდე (1.660 და 2.570 დოლარი, შესაბამისად). შემდეგი ზრდა ოქტომბერშია მოსალოდნელი.ელექტროენერგია შეიძლება წელიწადში 115-130 პროცენტით გაძვირდეს.რუსეთში წლიური ინფლაცია მარტში 16,69 პროცენტამდე დაჩქარდა მსოფლიო ფასების გამო.რამდენიმე კრიტიკული სამამულო ინდუსტრია დიდად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე. უცხოური დამატებული ღირებულების წილი 50 პროცენტს აჭარბებს. ძირითადად ეს არის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს. ალტერნატივის პოვნა რთულია. კომპონენტების დამოუკიდებლად ჩანაცვლებას წლები დასჭირდება.მეორეს ბოლოს და მესამე კვარტლის დასაწყისში რუსეთი „შევა სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და ახალი ბიზნეს-მოდელების ძიების პერიოდში“, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო სათათბიროში.ეკონომიკას არ შეუძლია მარადიულად იცხოვროს მარაგებით. შესაბამისად, ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება. უკვე მაისში ფასები 20 პროცენტით გაიზრდება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/60/246936039_103:0:1810:1280_1920x0_80_0_0_6e0e450966eed8bb5cfbb8698665d40f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები
აშშ-სა და ევროკავშირში ინფლაცია იზრდება — ამერიკელებსა და ევროპელებს ასეთი რამ 80-იანი წლების შემდეგ არ უნახავთ. ბენზინის და ელექტროენერგიის ღირებულება განსაკუთრებით მძიმედ ურტყამს ჯიბეს. ეს ანტირუსული სანქციების შედეგია. რამდენი ხანი მოუწევს დასავლეთს ეკონომია –
РИА Новости-ს მოსაზრებას მასალაში იხილავთ.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, მარტში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 8,5 პროცენტამდე გაიზარდა. თებერვალში 7,9 იყო.
ყველაზე მეტად ბენზინი გაძვირდა: გალონზე (დაახლოებით ოთხი ლიტრი) ოთხ დოლარზე მეტით. შედეგად – გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები.
ამერიკელების საყვარელი ფასტფუდის ფასებიც უცბად ავარდა მაღლა. არც ელექტროენერგიისა და იჯარის ფასები ჩამორჩება, რომელზეც მთლიანი ხარჯების დაახლოებით მესამედი მოდის.
როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, მთელი საქმე უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაა. „ინფლაციის 70 პროცენტი გამოწვეულია პუტინის მიერ ბენზინზე ფასების გაზრდით“, – დარწმუნებულია ის.
სინამდვილეში ამერიკაში საქონელი გასული წლიდან ძვირდება, აღნიშნავს The Wall Street Journal. მაგრამ მოსკოვის დადანაშაულება უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი პოლიტიკური კურსისა. გამოცემა რეკორდული ინფლაციის მიზეზად „გადაჭარბებულ ფედერალურ ხარჯებსა და რბილ მონეტარულ პოლიტიკას“ ასახელებს.
კორონაკრიზისის შედეგების დასაძლევად განვითარებული ქვეყნების საფინანსო ხელისუფლებებმა საბეჭდი დაზგა აამოქმედეს. აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ეკონომიკა ტრილიონობით დოლარით შეავსო. ამასთან შეინარჩუნა დაბალი საბაზისო მაჩვენებელი – ნულთან ახლოს.
„რეალურად დოლარი და ევრო რეგულირდება ბანკებში მოგებითა და ინვესტორების ხელში, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ ფასიან ქაღალდებში საფონდო ბირჟაზე. მაგრამ ყველაფერი გაძვირდა, დაწყებული მარცვლეულითა და ნავთობით, გადამზიდავ მომსახურებამდე", – ამბობს არტემ დეევი, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი AMarkets-ში.
ხალხი აქტიურად ხარჯავდა პანდემიის დროს მიღებულ ფულს და ამით ფასებს აჩქარებას აძლევდა. გარკვეული საქონლის დეფიციტმაც ითამაშა როლი. პირველ რიგში ისეთებისა, რომლებშიც საკმარისი მიკროსქემები არ იყო: გაჯეტებისა და მანქანებისა.
ფედერალური რეზერვების სააგენტო გასული წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ინფლაცია ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ სინამდვილეში გამოეპარა მომენტი, როდესაც ზრდის შეკავება იყო საჭირო. მარტის შუა რიცხვებში, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, მარეგულირებელმა განაკვეთი წელიწადში 0,25-0,5 პროცენტამდე გაზარდა.
„სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის ეს იქნება 1,5 პროცენტი. ჩვენ აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ ინფლაციის შესაჩერებლად. მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს შესაძლებელი იქნება ზაფხულის შუა რიცხვებამდე“, – მბობს ანდრეი ლობოდა, BitRiver-ის საგარეო კავშირების დირექტორი.
ფედერალური რეზერვების აუჩქარებლობამ უკვე მძიმედ დაარტყა ამერიკელების ჯიბეებს. ანტირუსული სანქციების გამო კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაღება მოუხდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების შესყიდვა აკრძალა.
ცხადი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. და ასეც მოხდა. ნავთობის ფასი მაშინვე გაიზარდა 130 დოლარამდე ბარელზე.
„გამოკითხვების მიხედვით, მხოლოდ 6 პროცენტი ადანაშაულებს პუტინს. უმრავლესობა კი — ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას", — განაცხადა ამერიკული Fox News-ის წამყვანმა შონ ჰანიტიმ.
ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებს ევროკავშირზე, რათა მან უარი თქვას რუსეთის ნახშირწყალბადებზე. მაგრამ ევროპელები არ ჩქარობენ. ზოგიერთი სახელმწიფო "100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე", – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამავდროულად ევროპაშიც იზრდება ფასები. „ევროსტატის“ გამოთვლებით, მარტში 19 ქვეყანაში ინფლაციამ 7,5 პროცენტს მიაღწია. ლიტვაში ეს მაჩვენებელი 15,6 იყო, გერმანიაში – 7,3. ეს არის ყველაზე მაღალი დონე ბოლო 40 წლის განმავლობაში.
გასულ თვეში ევროპაში ყველაზე მეტად ენერგომატარებლები გაძვირდა. მეორე ადგილზეა საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო. მესამეა მომსახურება.
გერმანიაში ინფლაცია წლის განმავლობაში 7-დან 8 პროცენტამდე იქნება, თქვა კარლ ფონ რორმა, Deutsche Bank-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ბანკის პროგნოზით, ის 10%-ს გადააჭარბებს რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში.
ინფლაცია რეკორდს აღწევს დიდ ბრიტანეთშიც. მარტში, წლიური თვალსაზრისით, ეს იყო 7 პროცენტი – ყველაზე მაღალი 1992 წლის შემდეგ. ელექტროენერგიის გაძვირებამ ყველაზე მეტად ეკონომიკა დააზარალა. ბრიტანელებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები 54 პროცენტით გაიზარდა — 1.227-დან 1.971 ფუნტამდე (1.660 და 2.570 დოლარი, შესაბამისად). შემდეგი ზრდა ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ელექტროენერგია შეიძლება წელიწადში 115-130 პროცენტით გაძვირდეს.
რუსეთში წლიური ინფლაცია მარტში 16,69 პროცენტამდე დაჩქარდა მსოფლიო ფასების გამო.
რამდენიმე კრიტიკული სამამულო ინდუსტრია დიდად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე. უცხოური დამატებული ღირებულების წილი 50 პროცენტს აჭარბებს. ძირითადად ეს არის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს. ალტერნატივის პოვნა რთულია. კომპონენტების დამოუკიდებლად ჩანაცვლებას წლები დასჭირდება.
მეორეს ბოლოს და მესამე კვარტლის დასაწყისში რუსეთი „შევა სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და ახალი ბიზნეს-მოდელების ძიების პერიოდში“, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო სათათბიროში.
ეკონომიკას არ შეუძლია მარადიულად იცხოვროს მარაგებით. შესაბამისად, ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება. უკვე მაისში ფასები 20 პროცენტით გაიზრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე