საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებში გაემგზავრა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს - ნორვეგიას, დანიას, ფინეთსა და შვედეთს ეწვევა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან (Masud Gharahkhani), სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჰენრიკ თუნთან (Henrik Thune).
დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დანიის დედოფალს მარგარეტ მეორეს შეხვდება. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჰენრიკ დამთან (Henrik Dam Kristensen).
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ნორვეგიული ორგანიზაცია:საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა >>
ფინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მატი ვანჰანენთან (Matti Vanhanen) და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ.
შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ-მინისტრს სანა მარინს, ევროპის მინისტრს ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრს პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - Paasikivi-Seura-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება >>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტს შვედეთში დაასრულებს. ის შეხვდება შვედეთის მეფეს კარლ XVI გუსტავს. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრთან, პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
წყარო - პარლამენტის პრესსამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0