https://sputnik-georgia.com/20220611/norvegiuli-organizacia-saqartvelo-frinvelebze-dakvirvebis-moyvarultatvis-namdvili-samotxea-267360877.html
ნორვეგიული ორგანიზაცია:საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა
ნორვეგიული ორგანიზაცია:საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა
Sputnik საქართველო
ფრინველებზე დაკვირვება ქვეყანაში ეკოტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა
2022-06-11T17:29+0400
2022-06-11T17:29+0400
2022-06-11T17:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259721003_0:72:1300:803_1920x0_80_0_0_453c1b1e161ed6d5b67df5bc6a390b73.jpg
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ნორვეგიული ეკოტურისტული კვლევითი ორგანიზაცია Linking Tourism & Conservation Society საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის სამოთხეს უწოდებს.სტატიაში აღწერილია საქართველოს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები. სტატიის ავტორებმა კრისტოფ პროკოშმა და კრისტოფ ზოკლემა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსულმა ჯგუფმა საქართველოში გამოიკვლია, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებისთვის. დასკვნები შთამბეჭდავია, აცხადებენ სპეციალისტები.ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევარებმა დაწერეს, რომ ერთკვირიანი ვიზიტის დროს საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დაცულ ტერიტორიებზე 157-ზე მეტი სახეობის ფრინველი იხილეს. შორის იყო კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, რომლებიც, მათი თქმით, საუკეთესო ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან.ნორვეგიელი სპეციალისტების თქმით, საქართველოში გაზაფხულზე ბევრი გადამფრენი ფრინველი გვხვდება.სტატიის ავტორებმა ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობაც აღნიშნეს. მათი თქმით, საქართველო გამოირჩევა კულტურული სიმდიდრით, შესანიშნავი კერძებითა და ღვინის უძველესი კულტურით.„მიუხედავად მცირე ფართობისა, საქართველო ევროპაში ყველაზე საოცარი და მრავალფეროვანი ეკოზონებით გამოირჩევა”, - ნათქვამია სტატიაში.სტატიაში აღწერილია ასევე ვაშლოვანისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები. სტატიის ბოლოში კი რჩევებია მათთვის, ვინც საქართველოში მოგზაურობას და ფრინველებზე დაკვირვებას გეგმავს.ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმში. აჭარას ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს.შავი ზღვის სანაპირო და კერძოდ ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.გარდა ამისა, აჭარაში ყოველწლიურად ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.წყარო - ნორვეგიული ეკოტურისტული კვლევითი ორგანიზაცია Linking Tourism & Conservation Society
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259721003_0:0:1155:866_1920x0_80_0_0_331880a1d0757ab43a6c8a903a098e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნორვეგია ორგანიზაცია საქართველო ფრინველები დაკვირვება მოყვარულები სამოთხე სტატია linking tourism & conservation society
ნორვეგია ორგანიზაცია საქართველო ფრინველები დაკვირვება მოყვარულები სამოთხე სტატია linking tourism & conservation society
ნორვეგიული ორგანიზაცია:საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა
17:29 11.06.2022 (განახლებულია: 17:31 11.06.2022) ფრინველებზე დაკვირვება ქვეყანაში ეკოტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ნორვეგიული ეკოტურისტული კვლევითი ორგანიზაცია Linking Tourism & Conservation Society საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის სამოთხეს უწოდებს.
სტატიაში აღწერილია საქართველოს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები. სტატიის ავტორებმა კრისტოფ პროკოშმა და კრისტოფ ზოკლემა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.
დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსულმა ჯგუფმა საქართველოში გამოიკვლია, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებისთვის. დასკვნები შთამბეჭდავია, აცხადებენ სპეციალისტები.
ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევარებმა დაწერეს, რომ ერთკვირიანი ვიზიტის დროს საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დაცულ ტერიტორიებზე 157-ზე მეტი სახეობის ფრინველი იხილეს. შორის იყო კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, რომლებიც, მათი თქმით, საუკეთესო ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან.
ნორვეგიელი სპეციალისტების თქმით, საქართველოში გაზაფხულზე ბევრი გადამფრენი ფრინველი გვხვდება.
„ჩვენ შედარებით ადრე მოგვიწია საქართველოში ჩასვლა, ფრინველების მიგრაციის პიკი ჯერ არ იყო, თუმცა, გადამფრენ ფრინველთა სულ მცირე, 15 სახეობას დავაკვირდით. მგალობელ ფრინველთა ნაწილი საქართველოში გვიან მოფრინდა, რადგან გაზაფხულს მოსვლა ცოტა დააგვიანდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ 7 სახეობის ტოროლა და 4 სახეობის მეღორღია ვიხილეთ“, - აღწერენ ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევრები.
სტატიის ავტორებმა ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობაც აღნიშნეს. მათი თქმით, საქართველო გამოირჩევა კულტურული სიმდიდრით, შესანიშნავი კერძებითა და ღვინის უძველესი კულტურით.
„მიუხედავად მცირე ფართობისა, საქართველო ევროპაში ყველაზე საოცარი და მრავალფეროვანი ეკოზონებით გამოირჩევა”, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღწერილია ასევე ვაშლოვანისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები. სტატიის ბოლოში კი რჩევებია მათთვის, ვინც საქართველოში მოგზაურობას და ფრინველებზე დაკვირვებას გეგმავს.
ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმში. აჭარას ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
შავი ზღვის სანაპირო და კერძოდ ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.
დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
გარდა ამისა, აჭარაში ყოველწლიურად ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.