https://sputnik-georgia.com/20220520/saqartvelosi-daniis-saelco-gaixsneba-266792771.html
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება
Sputnik საქართველო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T21:52+0400
2022-05-20T21:52+0400
2022-05-20T23:42+0400
საქართველო
დანია
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/14/266792695_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_3197b639f542e59a899596e8649c7328.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დანიამ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ საკუთარ twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.კოფოდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს იტალიის ქალაქ ტურინში შეხვდა და ინფორმცია საელჩოს გახსნის შესახებ პირადად გააცნო.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.„ხაზი გაესვა საქართველოს და, ზოგადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აქტიურ კავშირებზე შეთანხმდნენ.დანია საქართველოს ენერგოეფექტურობის ამაღლებაში დაეხმარება>>საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა. დანიაში საქართველოს საელჩო 2006 წელს გაიხსნა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/14/266792695_199:0:2928:2047_1920x0_80_0_0_398f3dfd3b93990040f7774008ac8163.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დანია , ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველო, დანია , ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება
21:52 20.05.2022 (განახლებულია: 23:42 20.05.2022) დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დანიამ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ საკუთარ twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
კოფოდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს იტალიის ქალაქ ტურინში შეხვდა და ინფორმცია საელჩოს გახსნის შესახებ პირადად გააცნო.
„ბრძოლა სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის აღმოსავლეთის ფრონტის ქვეყნებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", – დაწერა საკუთარი twitter-ის გვერდზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.
„ხაზი გაესვა საქართველოს და, ზოგადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აქტიურ კავშირებზე შეთანხმდნენ.
საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა. დანიაში საქართველოს საელჩო 2006 წელს გაიხსნა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.