დანია საქართველოს ენერგოეფექტურობის ამაღლებაში დაეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
დანიას განახლებადი ენერგიების, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტურად გამოყენების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. დანია საქართველოს 2023 წლამდე 2 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებას გაუწევს ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამის შეთანხმებას პროგრამის „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის“ მხარდაჭერის შესახებ თბილისში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა.
შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების წარმოებას დაიწყებენ>>
აღინიშნა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის ამ მიმართულებების განვითარებას, მათ შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე საქართველოს ბაზრით დანიური პროფილური ბიზნესის დაინტერესებით.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ დანიელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ენერგოგენერაციით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქარისა და მზის ენერგეტიკაზე. დავითაშვილის თქმით, დანიას განახლებადი ენერგიების მიმართულებით მდიდარი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტური გამოყენების კუთხით.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ენერგოდამოუკიდებლობის სწრაფად მისაღწევად ყოველწლიურად იდგმება ნაბიჯები: შენდება ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რადგან, ექსპერტების თქმით, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო 2030 წლისთვის ქვეყანას ენერგოდეფიციტი შეექმნება.
ყველა ახალი ამბავი
0