https://sputnik-georgia.com/20220323/saqrtvelosi-qaris-eleqtrosadgurebis-warmoeba-daiwyeba-265434148.html
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების წარმოებას დაიწყებენ
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების წარმოებას დაიწყებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიულ წარმოებას ეკონომიკის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის... 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T15:17+0400
2022-03-23T15:17+0400
2022-03-23T20:55+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/06/245990624_0:160:1920:1240_1920x0_80_0_0_91fa998f3e1fbac690dae98325391f1a.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის მოეწერა.მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ისე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.დოკუმენტის თანახმად, მხარეები მოიძიებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება>>ახალი საწარმო, რომელიც დაამზადებს მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ქარის გენერატორებს და მის მაკომპლექტებელ ნაწილებს, „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნეს-წრეებთან საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღებისა და მოსახლეობისთვის მიწოდების სწრაფი განვითარებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/06/245990624_387:130:1920:1280_1920x0_80_0_0_871e81f526245bf98012014a85af0f86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების წარმოებას დაიწყებენ
15:17 23.03.2022 (განახლებულია: 20:55 23.03.2022) საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიულ წარმოებას ეკონომიკის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის მოეწერა.
ამ დოკუმენტით მხარეებმა ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ისე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები მოიძიებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.
ახალი საწარმო, რომელიც დაამზადებს მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ქარის გენერატორებს და მის მაკომპლექტებელ ნაწილებს, „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნეს-წრეებთან საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღებისა და მოსახლეობისთვის მიწოდების სწრაფი განვითარებისთვის.