https://sputnik-georgia.com/20220609/ocnebam-evroparlamentarebis-kritikas-usamartlo-uwoda-267299800.html
„ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკას უსამართლო უწოდა
„ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკას უსამართლო უწოდა
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტში გუშინ საქართველოში მასმედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია განიხილეს, რომელზეც რიგმა დეპუტატებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T17:23+0400
2022-06-09T17:23+0400
2022-06-09T22:52+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_9ef1dfb4a632497e9f6308985ac4b9d1.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა არარგუმენტირებული და უსაფუძვლოა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გურამ მაჭარაშვილმა.ევროპარლამენტში გუშინ განიხილეს რეზოლუცია საქართველოში მასმედიის მდგომარეობის შესახებ. ზოგიერთი დეპუტატი კრიტიკული განცხადებით გამოვიდა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების, სასამართლო სისტემის, მასმედიის თავისუფლების, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო. ამავე დროს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არაერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას – აირჩიონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსწონთ.„კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში", – აღნიშნა მაჭარაშვილმა.რეზოლუციის აგებულება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ რეალობას და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუგებარია, განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ამგვარად დასმა და ეს განცხადება რეალობისგან შორსაა.პრემიერი: ევროკავშირის გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება>>„სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია", – განაცხადა თალაკვაძემ.მისი თქმით, არსებობს როგორც ევროკავშირის, ისე ევროპის საბჭოს შეფასებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე ევროინტეგრაციის პროცესში დააყენეს.„კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას... საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას", – აღნიშნა თალაკვაძემ.თავისი მაჩვენებლებით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.„ყველა რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს. მართლმსაჯულების თემა იქნება ეს, კორუფციისა თუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სიტყვის თავისუფლება და მედიათავისუფლება. მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ რეგიონის და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებელსაც პოზიტიურად აჭარბებს. ასე რომ, მოლოდინი პოზიტიურია", – განაცხადა ვოლსკიმ.ოპოზიციის რეაქცია„ქართული ოცნების" დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მისი მისამართით არ ისმოდეს მწვავე კრიტიკა, ნათქვამია ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ლელო საქართველოსთვის" განცხადებაში.თეა წულუკიანი: ევროდეპუტატები აგრესიულად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში>>როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა „ლელოს" წინადადების აუცილებლობა, რომ „ქართული ოცნება" დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტმა გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხში.გვარამიას შეწყალების მოწოდებით გამოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გვარამიას მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციისა და განათლების მინისტრი. ჟურნალისტიკაში ის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2012 წელს მოვიდა.„ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.მან დასძინა, რომ ეს ორი კვირა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოსთვის ევროპის კარი არ დაიხუროს.უარის თქმის მიზეზი არა აქვს - კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე>>უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული". მისი აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.ევროკომისიის დასკვნა საქართველოს განაცხადის შესახებ შეიძლება უკვე ამ კვირაში იყოს მზად. უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ახლა ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_9c581fa9f18133c71cd8e93bcc025463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკას უსამართლო უწოდა
17:23 09.06.2022 (განახლებულია: 22:52 09.06.2022) ევროპარლამენტში გუშინ საქართველოში მასმედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია განიხილეს, რომელზეც რიგმა დეპუტატებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა არარგუმენტირებული და უსაფუძვლოა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტში გუშინ განიხილეს რეზოლუცია საქართველოში მასმედიის მდგომარეობის შესახებ. ზოგიერთი დეპუტატი კრიტიკული განცხადებით გამოვიდა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების, სასამართლო სისტემის, მასმედიის თავისუფლების, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო. ამავე დროს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
„აქედან დაბოღმილი პოლიტიკოსების თუ ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კეთდება ეს, მაგრამ თვითონაც რომ არ სჯერათ ამის, ამაზე მეტყველებს მათივე განცხადებები – ამის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთო", – განუცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არაერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას – აირჩიონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსწონთ.
„კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში", – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
რეზოლუციის აგებულება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ რეალობას და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუგებარია, განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ამგვარად დასმა და ეს განცხადება რეალობისგან შორსაა.
„სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია", – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, არსებობს როგორც ევროკავშირის, ისე ევროპის საბჭოს შეფასებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე ევროინტეგრაციის პროცესში დააყენეს.
„კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას... საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას", – აღნიშნა თალაკვაძემ.
თავისი მაჩვენებლებით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ყველა რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს. მართლმსაჯულების თემა იქნება ეს, კორუფციისა თუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სიტყვის თავისუფლება და მედიათავისუფლება. მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ რეგიონის და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებელსაც პოზიტიურად აჭარბებს. ასე რომ, მოლოდინი პოზიტიურია", – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების" დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მისი მისამართით არ ისმოდეს მწვავე კრიტიკა, ნათქვამია ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ლელო საქართველოსთვის" განცხადებაში.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა „ლელოს" წინადადების აუცილებლობა, რომ „ქართული ოცნება" დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტმა გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხში.
„ეს ყველაფერი წარმოადგენს აუცილებელ პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისადმი და ერთადერთ გონივრულ გზას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივის გადასარჩენად", – აღნიშნულია „ლელოს" განცხადებაში.
გვარამიას შეწყალების მოწოდებით გამოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გვარამიას მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციისა და განათლების მინისტრი. ჟურნალისტიკაში ის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2012 წელს მოვიდა.
„ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.
მან დასძინა, რომ ეს ორი კვირა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოსთვის ევროპის კარი არ დაიხუროს.
უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული". მისი აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
ევროკომისიის დასკვნა საქართველოს განაცხადის შესახებ შეიძლება უკვე ამ კვირაში იყოს მზად. უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ახლა ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა.