https://sputnik-georgia.com/20220607/tea-wulukiani-evrodeputatebi-agresiulad-erevian-saqartvelos-sasinao-saqmeebsi-267233185.html
თეა წულუკიანი: ევროდეპუტატები აგრესიულად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში
თეა წულუკიანი: ევროდეპუტატები აგრესიულად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები უწოდეს
2022-06-07T21:13+0400
2022-06-07T21:13+0400
2022-06-07T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_0:0:3346:1882_1920x0_80_0_0_0c70c2091ee7cab4fd8825bc9675d39c.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დეპუტატების - ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩენეს განცხადება „ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე პირდაპირ თავდასხმად და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად“ შეაფასა.ევროპარლამენტის დეპუტატებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხება. როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავეთა რიგებში იყო, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია გაუარესდა.ევროდეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გაუწევია სათანადო სამუშაო იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ევროინტეგრაციის წინა პლანზე და თუ გამოწვევები განუზომლად დიდია ხელისუფლებისთვის, მაშინ არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადასაცემად.მათ ასევე მოუწოდეს პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ხალხს, არ გაიტეხონ გული, თუ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ „ნაკლებად ოპტიმისტური“ შედეგით დასრულდება, და ერთობლივი ძალისხმევა არ დაიშურონ ევროკავშირის წევრობისთვის.ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩენეს განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს.„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა >>საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_615:0:3346:2048_1920x0_80_0_0_941b96191b1ea4c12b9ebd52c916aaa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეა წულუკიანი ევროდეპუტატები ჩარევა საქართველო საშინაო საქმეები ანდრიუს კუბილიუსი რასა იუკნევიჩენე წერილი
თეა წულუკიანი ევროდეპუტატები ჩარევა საქართველო საშინაო საქმეები ანდრიუს კუბილიუსი რასა იუკნევიჩენე წერილი
თეა წულუკიანი: ევროდეპუტატები აგრესიულად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში
21:13 07.06.2022 (განახლებულია: 23:38 07.06.2022) მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის დეპუტატებს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები უწოდეს.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დეპუტატების - ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩენეს განცხადება „ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე პირდაპირ თავდასხმად და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად“ შეაფასა.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხება. როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავეთა რიგებში იყო, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია გაუარესდა.
„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი“, – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
ევროდეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გაუწევია სათანადო სამუშაო იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ევროინტეგრაციის წინა პლანზე და თუ გამოწვევები განუზომლად დიდია ხელისუფლებისთვის, მაშინ არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადასაცემად.
მათ ასევე მოუწოდეს პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ხალხს, არ გაიტეხონ გული, თუ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ „ნაკლებად ოპტიმისტური“ შედეგით დასრულდება, და ერთობლივი ძალისხმევა არ დაიშურონ ევროკავშირის წევრობისთვის.
ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩენეს განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება მზად.