https://sputnik-georgia.com/20220601/qartulma-ocnebam-evropis-saxalxo-partiis-gancxadeba-gaakritika-267035196.html
„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანია, როგორმე დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
2022-06-01T10:20+0400
2022-06-01T10:20+0400
2022-06-01T17:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511685_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_7b2618c61875fdc0fc856f23af7d7520.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.„ევროპის სახალხო პარტიამ“ ორშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა, ოფიციალურად არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი.EPP-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სერიოზულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის „ნათელ მაგალითად“ განცხადებაში მოყვანილია სააკაშვილის, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება.უარის თქმის მიზეზი არა აქვს - კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე >>„ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია როგორმე დაბლოკოს. ამის მიზეზი, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სერიოზული დარტყმაა „ნაცმოძრაობის“ ინტერესზე და მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.ვიცე-სპიკერის თქმით, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს გალაშქრება საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „მაგარიც“ არის, რადგან მას ბევრი მედიასაშუალება აქვს, ბევრ ფულს ხარჯავს და ბევრი ლობისტიც ჰყავს.„ევროპის სახალხო პარტია“ ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური პარტიაა. იგი 1976 წელს დაარსდა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპულ საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ს წევრია 2008 წლიდან.„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.კობახიძე: აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა >>საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511685_187:0:2854:2000_1920x0_80_0_0_fb3db1dd97bc9c616647965454e92be6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ქართული ოცნება“ „ევროპის სახალხო პარტია“ განცხადება კრიტიკა გია ვოლსკი
„ქართული ოცნება“ „ევროპის სახალხო პარტია“ განცხადება კრიტიკა გია ვოლსკი
„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა
10:20 01.06.2022 (განახლებულია: 17:06 01.06.2022) ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანია, როგორმე დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ორშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.
„განცხადებაში რაზეც არის საუბარი, რეალობას აბსოლუტურად სცილდება. ამ განცხადების ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიძლება ცოტა სიმწვავე დაამატოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა, ოფიციალურად არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი.
EPP-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სერიოზულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის „ნათელ მაგალითად“ განცხადებაში მოყვანილია სააკაშვილის, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება.
„ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია როგორმე დაბლოკოს. ამის მიზეზი, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სერიოზული დარტყმაა „ნაცმოძრაობის“ ინტერესზე და მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის თქმით, სწორედ ამის გამო მიმდინარეობს გალაშქრება საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „მაგარიც“ არის, რადგან მას ბევრი მედიასაშუალება აქვს, ბევრ ფულს ხარჯავს და ბევრი ლობისტიც ჰყავს.
„ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებში მაგარია, დახვეწილი, ჩამოყალიბებულია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ევროპის სახალხო პარტია“ ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური პარტიაა. იგი 1976 წელს დაარსდა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპულ საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ს წევრია 2008 წლიდან.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.