უარის თქმის მიზეზი არა აქვს - კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე

© press-service of the Tbilisi CIty Hallირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
საქართველომ უკვე შეავსო კითხვარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველომ უკვე შეავსო კითხვარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ახლა ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასება, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.

„საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია", – აღნიშნა კობახიძემ.

ამ მონაცემებით საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს.
კობახიძის განცხადებით, გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი – კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს.
„იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც", – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის უარი ალოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. „ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო", – ხაზი გაუსვა მან.
წულუკიანი: ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს უშლის>>
ამასთან, კობახიძემ სასაცილო უწოდა საუბრებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შეიძლება უარი უთხრას საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო. მან აღნიშნა, რომ ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.
სააკაშვილის კონტექსტში კობახიძემ აღნიშნა ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი პრეზიდენტების მიმართ აღძრულია როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში.

„ამის მიუხედავად ომის პარტია და მისი უცხოელი ლობისტები რატომღაც არ კარგავენ იმედს და აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია“.
„საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ... ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს.
„ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა", – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას ბრალს სდებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაში და ამტკიცებს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაბრკოლებას შეუქმნის. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც.
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ
როგორც ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ქართული ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალური სირთულეები შეუქმნას ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
მაისის შუა რიცხვებში ოპოზიციის ნაწილმა შეხვედრები გამართა ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში. შედეგად – ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ხელისუფლების მისამართით მკაცრი განცხადებები გააკეთა.
კობახიძემ საპასუხოდ ევროპარლამენტარების ნაწილი „ნაცმოძრაობის" მფარველობაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0