https://sputnik-georgia.com/20220525/kobaxize-opoziciam-diplomatebisgan-rirseuli-pasuxi-miiro-266899867.html
კობახიძე: აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა
კობახიძე: აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა
Sputnik საქართველო
აშშ-ის საელჩოს განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, განაცხადა კობახიძემ
2022-05-25T21:57+0400
2022-05-25T21:57+0400
2022-05-25T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250333892_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_8de21c89f52fa370863b272aeef53286.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოსგან ღირსეული პასუხი მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთანავე ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც ამ საქმეს იხილავდა, უარი უთხრეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ამერიკულ პროგრამაში მონაწილეობაზე.აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. ამასთან, აშშ-ის არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სიის შედგენა, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250333892_135:0:1236:826_1920x0_80_0_0_dcf18bfde70e67a5aee527757ab613ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძე ოპოზიცია დიპლომატები აშშ საელჩო პასუხი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
„ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძე ოპოზიცია დიპლომატები აშშ საელჩო პასუხი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოსგან ღირსეული პასუხი მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთანავე ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც ამ საქმეს იხილავდა, უარი უთხრეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ამერიკულ პროგრამაში მონაწილეობაზე.
აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. ამასთან, აშშ-ის არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.
„ამერიკის საელჩოს განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო სჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სიის შედგენა, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.