https://sputnik-georgia.com/20220603/premieri-evrokavshiris-gadawyvetileba-simboluri-iqneba-267119037.html
პრემიერი: ევროკავშირის გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება
პრემიერი: ევროკავშირის გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებებით ამბიციური რეფორმები გაატარა. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T20:00+0400
2022-06-03T20:00+0400
2022-06-03T23:50+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_0:115:1280:836_1920x0_80_0_0_bcafd8e630dabff71d26848a17072dc1.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას – ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.პრემიერის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებებით ამბიციური რეფორმები გაატარა და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მაგალითად, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ქვეყნისადმი წარდგენილი მოთხოვნები 45%-ით უკვე შესრულდა.„საქართველომ საშინაო დავალება უკვე შეასრულა. ახლა ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის პოლიტიკური, სტრატეგიული გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია, ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, აღნიშნა პრემიერმა.„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურებიან - გახარიას პარტია>>>„ჩვენ ევროკავშირისგან გონივრულ გადაწვეტილებას ველოდებით... თუ ევროკავშირი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, მე არ მომერიდება ვთქვა, რომ ეს იქნება შეცდომა, რადგანაც ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსი არც საქართველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. „ეს უფრო მეტად წახალისება და ქვეყნებისთვის რეფორმების გაგრძელების მოტივაციაა“, – განაცხადა მან.როდის დადებს ევროკომისია დასკვნას საქართველოს სტატუსის შესახებ - კარლ ჰარცელის კომენტარი>>>საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_150:108:1143:853_1920x0_80_0_0_523a28f93d10aff5810962d4938cc60d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ევროკავშირის გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება
20:00 03.06.2022 (განახლებულია: 23:50 03.06.2022) ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებებით ამბიციური რეფორმები გაატარა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას – ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა. ახლა ქვეყნისთვის განსაკუთრებული დროა... ეს ისტორიული მომენტია და ახლა ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს – დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების, მისი პარტნიორების გვერდით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ სხვადასხვა მიმართულებებით ამბიციური რეფორმები გაატარა და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მაგალითად, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ქვეყნისადმი წარდგენილი მოთხოვნები 45%-ით უკვე შესრულდა.
„საქართველომ საშინაო დავალება უკვე შეასრულა. ახლა ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ველოდებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის პოლიტიკური, სტრატეგიული გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია, ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ ევროკავშირისგან გონივრულ გადაწვეტილებას ველოდებით... თუ ევროკავშირი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, მე არ მომერიდება ვთქვა, რომ ეს იქნება შეცდომა, რადგანაც ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსი არც საქართველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. „ეს უფრო მეტად წახალისება და ქვეყნებისთვის რეფორმების გაგრძელების მოტივაციაა“, – განაცხადა მან.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.