როდის დადებს ევროკომისია დასკვნას საქართველოს სტატუსის შესახებ - კარლ ჰარცელის კომენტარი

© courtesy of European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
ევროკომისიამ საკუთარი შეფასებითი ანგარიში უნდა მოამზადოს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გაკეთება, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი უკვე შეავსო. ახლა ევროკომისიამ თავისი შეფასებითი ანგარიში უნდა წარმოადგინოს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.

„ველოდები, რომ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდება მომდევნო დღეებში. ამის შემდეგ იქნება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის იმ შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ", – განაცხადა ჰარცელმა.

რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, დიპლომატის თქმით, მას ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.
უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უჭირს პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
საქართველო ამისთვის ყველა აუცილებელ პარამეტრს აკმაყოფილებს და მზად არის, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. უფრო მეტიც, საქართველო ამას იმსახურებს, აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ>>
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0