https://sputnik-georgia.com/20220602/nacmozraoba-da-qartuli-ocneba-sakutari-cxviris-iqit-ver-iyureba-mezvrisvili-267073664.html
„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურებიან - გახარიას პარტია
„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურებიან - გახარიას პარტია
Sputnik საქართველო
ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ, მიიჩნევს პოლიტიკოსი. 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T16:14+0400
2022-06-02T16:14+0400
2022-06-02T22:11+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765635_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_0f6d1d70f5a61636aeebf87a126ec84d.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს გაჩუმდეს, ხოლო ოპოზიციას – პარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს, განაცხადა პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთი კვირითაც ვერ ახერხებს, პარტიული ინტერესი გვერდით გადადოს და თამამად მოუწოდოს ევროკავშირს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.„ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ პირველ რიგში, რომელიც, „ქართული ოცნების“ მსგავსად, საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურება, საკუთარ ეგოს ვერ აბიჯებენ, როდესაც განმსაზღვრელია პარტიული ინტერესები და ერთი კვირითაც არ შეუძლიათ ეს პარტიული ინტერესი გვერდით გადადონ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.ორშაბათს „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ნაციონალური მოძრაობის" წინადადებით, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.ეს განცხადება EPP-მ იმ დროს გააკეთა, როდესაც საქართველო ელოდება ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება გააკრიტიკა>>ამ განცხადების პასუხად საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია.„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსდა, 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ევროპარლამენტის უმსხვილესი და წამყვანი პარტიაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765635_150:0:1899:1312_1920x0_80_0_0_5e2cc1bd3322b731a497672288541414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურებიან - გახარიას პარტია
16:14 02.06.2022 (განახლებულია: 22:11 02.06.2022) ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს გაჩუმდეს, ხოლო ოპოზიციას – პარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს, განაცხადა პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.
„როგორც ჩანს, თავდასხმებისგან თავის შეკავება ხელისუფლებას არ შეუძლია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გაჩუმდნენ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას. რაც შეეხება ოპოზიციას, რა პერიოდიც არის დარჩენილი, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთი კვირითაც ვერ ახერხებს, პარტიული ინტერესი გვერდით გადადოს და თამამად მოუწოდოს ევროკავშირს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ პირველ რიგში, რომელიც, „ქართული ოცნების“ მსგავსად, საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურება, საკუთარ ეგოს ვერ აბიჯებენ, როდესაც განმსაზღვრელია პარტიული ინტერესები და ერთი კვირითაც არ შეუძლიათ ეს პარტიული ინტერესი გვერდით გადადონ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ორშაბათს „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ნაციონალური მოძრაობის" წინადადებით, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.
ეს განცხადება EPP-მ იმ დროს გააკეთა, როდესაც საქართველო ელოდება ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამ განცხადების პასუხად საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსდა, 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ევროპარლამენტის უმსხვილესი და წამყვანი პარტიაა.