უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფის სიმძაფრე დონბასში აშშ-სა და ნატოს აშინებს

© photo: Sputnik / Maksim Zakharov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
რუსული ჯარის მტკიცე შეტევა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური მარცხი აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში, დასავლეთს აიძულებს გააცნობიეროს, რომ რუსეთი არასდროს აპატიებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. მოუწევთ საფასურის გადახდა მოსკოვის მიმართ ყოველი მტრული ნაბიჯისთვის, ნატოს ტყვიებით, რაკეტებითა და ჭურვებით რუსი სამხედროების სიკვდილისთვის.
6 ივნისს გათავისუფლდა სვიატოგორსკი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. გრძელდება რუსული ჯარის შეტევა სლავიანსკის მიმართულებით, სევერსკი დონცის მარჯვენა სანაპიროზე.
რუსული არტილერია ეფექტურად უმაგრებს ზურგს შემტევ ნაწილებს. ტანკისტები ეხმარებიან სოფლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული რაიონების აღებაში. უკრაინელები საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ და არ ცდილობენ კონტრშეტევას - მეტისმეტად დიდი დანაკარგია: ამ დროისთვის 60 ათასამდე დაღუპული.
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
მოსაზრება: უკრაინის შემდეგ ნატო ცეცხლს ბალტიის ქვეყნებს შეუკეთებს
ყალიბდება „ქვაბი“ ავდეევკასთან. კიევის მხურვალე პროპაგანდისტი ალექსეი არესტოვიჩიც კი საუბრობს „დებალცევოს განმეორების“ გარდაუვალობაზე სევეროდონეცკ-ლისიჩინსკის აგლომერაციასა და სლავიანსკში. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი თანამოქალაქეებს ურჩევს, „არ მოდუნდნენ... რუსეთის ჯარები შეიძლება დაბრუნდნენ კიდეც“, და დონბასში გარღვევის სიტუაციაში „ძალიან გაგვიჭირდება“.
ამ სიტყვების ადრესატი კოლექტიური დასავლეთი უნდა იყოს, რომელმაც უკრაინა ანტირუსულ ისტორიაში ჩაითრია, შეაიარაღა და გაწირა საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების გამო. აშშ-ის ლენდ-ლიზი ჩაიშალა.

შურისძიება გარდაუვალია

სამ თვეში რუსულმა ჯარმა გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ნაწილი, მორალური სულისკვეთება ჩამქრალია, ტყვედ აღმოჩნდა 6500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი.
სამჯერ გამოცხადდა 100 000 კაციანი მობილიზაცია. ამ ტემპით უკრაინის მობილიზაციის რესურსი შეიძლება 2023 წლამდე ამოიწუროს.
უკრაინის საელჩო პოლონეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
გასულ 10 დღეში რუსულმა ჯარმა გაანადგურა უცხოური სამხედრო ტექნიკის 50-ზე მეტი ერთეული. და მხოლოდ ერთ დღე-ღამეში მაღალი სიზუსტის საჰაერო ბაზირების რაკეტებით, ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციით, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმებით გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის 41 პუნქტი, საარტილერიო ბატარეის 50 საცეცხლე პოზიცია, ცოცხალი ძალისა და საომარი ტექნიკის 509 რაიონი, საბრძოლო მასალის ორი საწყობი და 400-ზე მეტი ნაციონალისტი.
6 ივნისს უკრაინამ დაკარგა: 9 ტანკი, 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300-ის გამშვები დანადგარი, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „გრადის“ 3 დანადგარი, 203 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „პიონი“, აშშ-ში წარმოებული 155 მმ-იანი ორი ჰაუბიცა М777, ნორვეგიის მიერ გადმოცემული ერთი 155 მმ-იანი თვითმავალი დანადგარი М109А3. კოლექტიური დასავლეთის შიში სავსებით გასაგებია: 24 თებერვლიდან განადგურდა: 190 თვითმფრინავი, 129 ვერტმფრენი, 1139 უპილოტო საფრენი აპარატი, 333 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 3443 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 478 საზენიტო-სარაკეტო სისტემების დანადგარი , 1807 საველე არტილერიის იარაღი, უკრაინის ავტოტექნიკის 3464 ერთეული.
უკრაინის არმია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
ლენდ-ლიზი: 40 მილიარდი დოლარი უკრაინისა და აშშ-ის გასანადგურებლად
კოლექტიური დასავლეთი მზადაა, რუსეთს შესთავაზოს „მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, უკრაინის ნაწილის „ჩაბარების“ პირობითაც კი. ვაშინგტონი და კიევი მერყეობენ - მარცხი და რუსეთთან „ახალი მშვიდობა“ ბოლოს მოუღებს მითს ამერიკის განსაკუთრებულობის შესახებ და სამუდამოდ დახურავს აშშ-ის „უკრაინულ პროექტს“. დრო კი რუსეთზე მუშაობს.
მოსკოვმა უკვე გაიყვანა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები შესაძლო მოლაპარაკებების ფარგლებიდან - ამ რეგიონების მოსახლეობა რუსეთთან მიერთებას აპირებს. ადრე მოსკოვი მზად იყო, შეეჩერებინა სპეცოპერაცია გარკვეული მიზნების მიღწევის პირობით, მათ შორის, რუსეთის ყირიმისა და დონბასის რესპუბლიკების აღიარების შემთხვევაში. მაგრამ ეს ჟესტი პარტნიორებმა არ დააფასეს. ბოლო ვაგონი წავიდა. ხერსონისა და ზაპოროჟიეს სტატუსი სამუდამოდ შეიცვალა. მაღალია ნიკოლაევსკისა და ოდესის ოლქების რუსეთში „დრეიფის“ ალბათობაც.
სპეცოპერაციამ დაამტკიცა, რომ რუსეთი აპირებს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ყველა კანონიერი, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური საშუალებით.
რუსეთის გამარჯვება ახლოსაა. თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალ მსოფლიო სისტემაში „ანტირუსეთისა“ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადგილი არ არის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0