დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ივნისი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 8 ივნისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. ძველი წყენისა და პრობლემების გახსენების გამო შეიძლება ურთიერთობები დაიძაბოს, თუმცა კონფლიქტების თავიდან არიდება შესაძლებელია. მოერიდეთ ქაოსს, იმოქმედეთ თანმიმდევრულად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი>>
ვერძი: დღე კარგად დაიწყება. ბევრ საქმეში მიაღწევთ წარმატებას. შეიძლება არა მარტო დამოუკიდებლად მუშაობა, ასევე სხვების ხელმძღვანელობაც. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ. ცუდი დრო არაა, მაგრამ უფრო დასვენებას მიესადაგება, ვიდრე აქტიურ საქმიანობას.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
კურო: მიგაჩნიათ, რომ ბევრი რამის განხორციელებაა შესაძლებელი, მაგრამ თქვენი ამოცანაა, განაცალკევოთ რეალური გეგმები ფანტასტიკურისგან. სანამ გეგმებს სხვებს გაუზიარებთ, ჯერ გააანალიზეთ, ასე უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ტყუპი: წვრილმანებზე ნუ „ჩაიციკლებით" თუ გადაწყვეტილებების მიღებას არ იჩქარებთ, სირთულეებს გაუმკლავდებით. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას, ჯანსაღ აზრს და არა - გარშემომყოფების რჩევებს. ასევე არ იჩქაროთ თუნდაც მცირე ოდენობის ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
კირჩხიბი: მოკრძალებული წარმატებების მისაღწევადაც კი შეუპოვრობა დაგჭირდებათ. არ მიატოვოთ შუა გზაზე დაწყებული საქმე. შეიცვლება თქვენდამი დამოკიდებულება კოლეგების, საქმიანი პარტნიორების მხრიდან. შესაძლებელია თანხის მიღება, იღბლიანი შოპინგი.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თქვენს მოკავშირეებად წარმოგიდგენიათ. დღეს კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე. არაა გამორიცხული თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ - მოგვიანებით ის უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოგადგებათ.
ქალწული: ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ და თან სხვებისთვისაც. ალბათ, არ იქნება საქმე, სადაც წარმატების მიღწევა არ შეგიძლიათ. არაა გამორიცხული ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება, რომელიც დროთა განმავლობაში რომანტიკულ კავშირში შეიძლება გადაიზარდოს.
სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობას არ დაკარგავთ. სწორედ ამიტომ შეძლებთ სირთულეების გადალახვას და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარებას. ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. საღამო მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაატაროთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მორიელი: გარშემომყოფები ყოველთვის სწორად ვერ გაგიგებენ, მაგრამ ამის გამო არ გაბრაზდებით. შეძლებთ სულ მცირე კონფლიქტების თავიდან არიდებას. სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად საუკეთესო დროა შუადღე. მოგვიანებით წინა პლანზე პირადი საქმეები გამოვა.
მშვილდოსანი: თუ დიდი გეგმები გაქვთ, მოქმედება ადრიანად დაიწყეთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა დღის პირველ ნახევარში ძლიერია და მოგვიანებით შემცირდება. საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო, პირადში კი ყველაფერი ჰარმონიულად აეწყობა.
თხის რქა: საკმაოდ დამღლელი დღეა. დაგეგმილზე მეტის გაკეთებას მოასწრებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. სხვის იმედად ნუ იქნებით, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით. განსაკუთრებული წარმატებებია მოსალოდნელი შემოქმედებით საქმიანობაში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2018
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
მერწყული: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. ერთ საქმეზე ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, მოგიწევთ სხვადასხვა საქმის ერთდროულად გაკეთება, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.
თევზები: არ შეუშინდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნას. ისაუბრეთ თქვენს გეგმებზე, გამარჯვებებზე. თუ ასე მოიქცევით, შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ. კარგი დღეა იმისთვ8ის, რომ ცხოვრებაში რამე ცვლილებები შეიტანოთ. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0