https://sputnik-georgia.com/20220607/dris-astroprognozi-7-ivnisi-267161661.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T00:15+0400
2022-06-07T00:15+0400
2022-06-07T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23957/31/239573184_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_e6ecf1fa5289b19d84add339d992e9f9.jpg
დღეს 2022 წლის 7 ივნისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.სასიხარულო დღეა მათთვისაც კი, ვინც პესიმისტურად იყო განწყობილი. მოსალოდნელია კარგი სიახლეები, სასიამოვნო შეხვედრები. შესაძლებელია მწვავე საკითხების მშვიდად განხილვა, დაძაბული ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა.არაა გამორიცხული ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დაწყება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ივნისი>>ვერძი: დილით რთული იქნება საქმეებზე ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ ეცადეთ, არ დაკარგოთ დრო წვრილმანებზე. საქმიან ურთიერთობებში იფრთხილეთ – არ ენდოთ მათ, ვინც დაჟინებით გთავაზობთ მაცდურ, მაგრამ სარისკო პროექტებს. საღამო მეგობრებთან შეხვედრას ან რომანტიკულ პაემანს დაუთმეთ.კურო: სერიოზული დამოკიდებულება ყველა საქმისადმი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დღის დასაწყისში პრობლემები აიცილოთ თავიდან. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, საყიდლებისთვის. საღამოს შესაძლებელია დაუგეგმავი ვიზიტები, სასიამოვნო შეხვედრები.ტყუპი: მზად იყავით გეგმების შესაცვლელად. შესაძლოა, რაღაც მოულოდნელი მოვლენების გამო სხვა საქმეებზე გადართვა მოგიწიოთ. სამომავლო გეგმების განხილვის დროს ყურადღებით იყავით – არაა გამორიცხული, თანამოსაუბრეს თქვენზე გავლენისა და საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობა ჰქონდეს.კირჩხიბი: რთული, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი დღე გელოდებათ. მნიშვნელოვანია, არ მიატოვოთ საქმე, თუ რამე წინაღობა შეიქმნა. მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, კამათი, განსაკუთრებით, თუ რამე ახალ საქმეს წამოიწყებთ. საქმეებს მალე მოაგვარებთ და დრო დასვენებისა და გართობისთვისაც დაგრჩებათ.ლომი: თავი შეიკავეთ დაუგეგმავად რამის ყიდვისა და გარიგებების დადებისგან – ძალზე მაღალია ფუჭი ხარჯების გაწევის რისკი. დანარჩენს რაც შეეხება, დღე კარგად, სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში კარგ და საინტერესო დროს გაატარებთ, თუ გარემოს შეიცვლით.ქალწული: კარგი დღეა მნიშვნელოვან თემებზე საუბრისთვის, იქნება ეს სამუშაო საკითხები თუ პირადი განცდები. ყურადღებით მოგისმენენ, გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. საქმე ბევრი გექნებათ. სჯობს, მათ დღის პირველ ნახევარში მიხედოთ, ხოლო ურთიერთობებს მეორე ნახევარი დაუთმოთ.სასწორი: დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, სხვისი საქმეების გაკეთება, მათი შეცდომების გამოსწორებაც მოგიწევთ. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები, შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ არც დაუგეგმავი ხარჯებია გამორიცხული.მორიელი: დღე უჩვეულო შეხვედრებსა და ნაცნობობას, საინტერესო საუბრებს გპირდებათ. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ – სწერაფად მიხვდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მოგვიანებით საზრუნავისგან, საქმეებისგან დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.მშვილდოსანი: ბევრ საქმეში გაგიმართლებთ. ჩვეული და ნაცნობი საქმეები თავისთავად აეწყობა, ხოლო ახალი საქმეებისთვის გარჯა მოგიწევთ. ნუ გექნებათ გარედან დახმარების იმედი, საკუთარ თავს დაეყრდენით. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ხელსაყრელი დღეა რომანტიკული მოგზაურობის დასაწყებად.თხის რქა: დღის დასაწყისში, სავარაუდოდ, თავიდან ვერ აიცილებთ მცირე გაუგებრობებსა და უთანხმოებებს. ნებისმიერ შემთხვევაზე მწვავე რეაგირება გექნებათ. ამისგან თავის არიდება საინტერესო საქმიანობის მეშვეობით შეიძლება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება, განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება.მერწყული: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. დაგეხმარებათ ინტუიცია, მოუსმინეთ მას. გარშემომყოფებთან ურთიერთობები რთული არ იქნება. შეძლებთ ადამიანებთან უთანხმოებების მოგვარებას. პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ.თევზები: ეცადეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარ გეგმებზე ან პირად განცდებზე ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ილაპარაკებთ. შესაძლოა, ეს მერე სანანებელი გაგიხდეთ. დანარჩენს რაც შეეხება, კარგი დღეა მუშაობისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები.
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
https://sputnik-georgia.com/20190829/zodiaqos-niSnebi-saWesTan-rogori-mZRoli-xarT-246347814.html
https://sputnik-georgia.com/20220604/zodiaqos-nisnebi-romlebic-am-zafxulsi-siyvaruls-ipovian-267121555.html
https://sputnik-georgia.com/20211214/rogoria-tqveni-bosi-zodiaqos-nisnis-mixedvit-262820971.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23957/31/239573184_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f09e90c8ac4faaeaefacf6e6faaefbf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 ივნისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
სასიხარულო დღეა მათთვისაც კი, ვინც პესიმისტურად იყო განწყობილი. მოსალოდნელია კარგი სიახლეები, სასიამოვნო შეხვედრები. შესაძლებელია მწვავე საკითხების მშვიდად განხილვა, დაძაბული ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა.არაა გამორიცხული ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დაწყება.
ვერძი: დილით რთული იქნება საქმეებზე ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ ეცადეთ, არ დაკარგოთ დრო წვრილმანებზე. საქმიან ურთიერთობებში იფრთხილეთ – არ ენდოთ მათ, ვინც დაჟინებით გთავაზობთ მაცდურ, მაგრამ სარისკო პროექტებს. საღამო მეგობრებთან შეხვედრას ან რომანტიკულ პაემანს დაუთმეთ.
კურო: სერიოზული დამოკიდებულება ყველა საქმისადმი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დღის დასაწყისში პრობლემები აიცილოთ თავიდან. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, საყიდლებისთვის. საღამოს შესაძლებელია დაუგეგმავი ვიზიტები, სასიამოვნო შეხვედრები.
ტყუპი: მზად იყავით გეგმების შესაცვლელად. შესაძლოა, რაღაც მოულოდნელი მოვლენების გამო სხვა საქმეებზე გადართვა მოგიწიოთ. სამომავლო გეგმების განხილვის დროს ყურადღებით იყავით – არაა გამორიცხული, თანამოსაუბრეს თქვენზე გავლენისა და საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობა ჰქონდეს.
კირჩხიბი: რთული, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი დღე გელოდებათ. მნიშვნელოვანია, არ მიატოვოთ საქმე, თუ რამე წინაღობა შეიქმნა. მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, კამათი, განსაკუთრებით, თუ რამე ახალ საქმეს წამოიწყებთ. საქმეებს მალე მოაგვარებთ და დრო დასვენებისა და გართობისთვისაც დაგრჩებათ.
ლომი: თავი შეიკავეთ დაუგეგმავად რამის ყიდვისა და გარიგებების დადებისგან – ძალზე მაღალია ფუჭი ხარჯების გაწევის რისკი. დანარჩენს რაც შეეხება, დღე კარგად, სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში კარგ და საინტერესო დროს გაატარებთ, თუ გარემოს შეიცვლით.
ქალწული: კარგი დღეა მნიშვნელოვან თემებზე საუბრისთვის, იქნება ეს სამუშაო საკითხები თუ პირადი განცდები. ყურადღებით მოგისმენენ, გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. საქმე ბევრი გექნებათ. სჯობს, მათ დღის პირველ ნახევარში მიხედოთ, ხოლო ურთიერთობებს მეორე ნახევარი დაუთმოთ.
სასწორი: დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, სხვისი საქმეების გაკეთება, მათი შეცდომების გამოსწორებაც მოგიწევთ. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები, შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ არც დაუგეგმავი ხარჯებია გამორიცხული.
მორიელი: დღე უჩვეულო შეხვედრებსა და ნაცნობობას, საინტერესო საუბრებს გპირდებათ. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ – სწერაფად მიხვდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მოგვიანებით საზრუნავისგან, საქმეებისგან დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.
მშვილდოსანი: ბევრ საქმეში გაგიმართლებთ. ჩვეული და ნაცნობი საქმეები თავისთავად აეწყობა, ხოლო ახალი საქმეებისთვის გარჯა მოგიწევთ. ნუ გექნებათ გარედან დახმარების იმედი, საკუთარ თავს დაეყრდენით. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ხელსაყრელი დღეა რომანტიკული მოგზაურობის დასაწყებად.
თხის რქა: დღის დასაწყისში, სავარაუდოდ, თავიდან ვერ აიცილებთ მცირე გაუგებრობებსა და უთანხმოებებს. ნებისმიერ შემთხვევაზე მწვავე რეაგირება გექნებათ. ამისგან თავის არიდება საინტერესო საქმიანობის მეშვეობით შეიძლება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება, განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება.
მერწყული: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. დაგეხმარებათ ინტუიცია, მოუსმინეთ მას. გარშემომყოფებთან ურთიერთობები რთული არ იქნება. შეძლებთ ადამიანებთან უთანხმოებების მოგვარებას. პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ.
თევზები: ეცადეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარ გეგმებზე ან პირად განცდებზე ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ილაპარაკებთ. შესაძლოა, ეს მერე სანანებელი გაგიხდეთ. დანარჩენს რაც შეეხება, კარგი დღეა მუშაობისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები.