დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ივნისი

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 6 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ვარსკვლავები დღეს დაგაჯილდოებენ ისეთი თვისებებით, როგორიცაა სიმტკიცე, შეუპოვრობა, ენერგიულობა, ჯანსაღი ეგოიზმი. ამის გამო გაძლიერდება კონკურენცია ნებისმიერ სფეროში – სამუშაოდან სიყვარულამდე. ბევრი შეეცდება თავისი უპირატესობის დამტკიცებას. „ყველაზე მაგარია“–ს იარლიყის მისაღებად რბოლაში მთავარი არ დაგავიწყდეთ – თქვენი ძირითადი მიზნები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ივნისი>>
ვერძი: დღეს არ ღირს საქმეებისადმი, განსაკუთრებით ყოფითი, წვრილმანი საკითხებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება. განწყობიდან გამომდინარე, სულ მცირე შეცდომამაც კი შეიძლება წონანსწორობა დაგაკარგვინოთ. ამიტომ „შეიარაღდით“ იუმორით და მოვლენებს მსუბუქად შეხედეთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
კურო: ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზები მოგიმზადოთ: დაწინაურება, საჩუქარი, მოულოდნელი თანხა. ერთადერთი სუსტი წერტილი ურთიერთობებია, რომელიც შეიძლება შემთხვევით დააზიანოთ, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ. ცოტა მოკრძალება არ გაწყენთ, გაუფრთხილდით სხვის გრძნობებს.
ტყუპი: ემოციებით სავსე დღეა. ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს. ახლობლებთან გატარებული დრო პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ. თუ სერიოზული დალაპარაკება გინდათ მათთან, არ გადადოთ – დღეს გულითადი საუბრისთვის საუკეთესო დროა.
კირჩხიბი: საკმაოდ აქტიური ხართ საქმიანობაში, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილ3ებენ, არ იმოქმედოთ ნაჩქარევად და არ მიიღოთ სწრაფად გადაწყვეტილებები. არის რისკი, რომ ჯერ გააკეთოთ და მერე გააანალიზოთ თქვენი ნაბიჯი. შეცდომები რომ არ დაუშვათ, უნდა მოთოკოთ ემოციები და „ასჯერ გაზომოთ, ერთხელ გაჭრათ“.
დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2019
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ
ლომი: ხართ მიზანმიმართული, გამჭრიახი, შეუპოვარი. ამ თვისებების წყალობით რთულ საქმეებსაც იოლად გაუმკლავდებით. თქვენი გეგმები მკაფიო იქნება, მოქმედებები – ეფექტური. მოახერხებთ გარშემომყოფების დახმარებასაც – სიამოვნებით გააკეთებთ სიკეთეს მათთვის, ვინ დახმარებისთვის მოგმართავთ.
ქალწული: დღეს უზარმაზარი, პრაქტიკულად უსაზღვრო პოტენციალით გამოირჩევით. მთავარია, მომენტი არ გაუშვათ ხელიდან და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. არ დარჩეთ სახლში – ეცადეთ, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ და ბევრს მიაღწევთ, შეძლებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.
სასწორი: დადგა დრო, გაემიჯნოთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერს გარედან შეხედოთ. გაატარეთ ეს დღე სიწყნარეში. მოერიდეთ აქტიურ ურთიერთობებს და მოუსმინეთ შინაგან ხმას. დინჯად ფიქრი, ან, უბრალოდ, არაფრის კეთება დაგეხმარებათ პასუხების პოვნაში კითხვებზე, რომლებიც გაღელვებთ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
მორიელი: შესანიშნავი დღეა, როდესაც თქვენი გრძნობები გაწონასწორებული იქნება. სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ და ამას ირგვლივ ყველა იგრძნობს. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, რომანტიკის, მოგზაურობის, შემოქმედებითვის, ასევე ურთიერთობებისთვის საყვარელ ადამიანებთან.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, რომ მიხედოთ კარიერას ან სხვა ამბიციური ამოცანების გადაწყვეტას. ხართ ორგანიზებული, ნებისყოფით სავსე. თუ ენერგიას სწორ კალაპოტში მიმართავთ, წინ დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამთ. ერთადერთი გაფრთხილებაა – გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.
თხის რქა: დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ანდაზის სისწორეში – „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. დიდი ალბათობაა, რომ რაღაც, ერთი შეხედვით ცუდი მოვლენა, თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდეს. ასე რომ, არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზისთვის.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2018
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: უზარმაზარი შესაძლებლობების დღეა. რაც უფრო რთული იქნება ამოცანა და გაჩენილი დაბრკოლებები, მით უფრო აზარტულად განეწყობით. იმავეს თქმა შეიძლება მეტოქეებზე – ისინი თქვენთვის ხარის წინ აფრიალებული წითელი ტილოს ფუნქციას შეასრულებენ. საბრძოლო განწყობა გაქვთ, იმოქმედეთ!
თევზები: ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია, გაერკვიეთ ვითარებაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.
ყველა ახალი ამბავი
0