დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ივნისი

© photo: Sputnik / Konstantin Mihalchevskiy / გადასვლა მედიაბანკშიგოგონები მზესუმზირის მინდორში
გოგონები მზესუმზირის მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 ივნისია, კვირა. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წვრილმანებზე ნუ ჩაიციკლებით დღის პირველ ნახევარში, რაღაც შეიძლება გეგმის მხიედვით არ წავიდეს, რაღაც შეიძლება გართულდეს, მაგრამ ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, დაუფიქრებლად არაფერი მოიმოქმედოთ და თქვათ. დღის მეორე ნახევარში ფინანსურ საკითხებს მიხედეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 4 ივნისი>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში საქმეები მსუბუქად წარიმართება. სწრაფად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს, მოახერხებთ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარებას. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ ფულთან მიმართებით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
კურო: ურთიერთობების მხრივ არცთუ მარტივი დღეა: გაგიჭირდებათ კონტაქტი გარშემომყოფებთან. ეცადეთ, მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, არ გაბრაზდეთ და განაწყენდეთ მათზე. დღის მეორე ნახევარი ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ; ხელსაყრელი დროა შოპინგისთვის.
ტყუპი: შესაფერისი დღეა თამამი ექსპერიმენტების, ახალი იდეების რეალიზაციისთვის. ბევრ რამეს გაუმკლავდებით შესანიშნავად. შემოქმედებითი საქმიანობა პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. შესაძლებელია საქმიანი წინადადების მიღება.
კირჩხიბი: კარგი დღეა სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად. შეგიძლიათ გეგმების დაწყობა, დეტალების მოფიქრება, სანდო ადამიანებისთვის რჩევების კითხვა. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული შეხვედრა.
ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2019
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები
ლომი: არ იჩქაროთ. დააწყვეთ გეგმები – დღეს სწორად შეაფასებთ არსებულ ვითარებას, საკუთარ შესაძლებლობებს, მოვლენების განვითარდების ვარიანტებს. საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარება არ იჩქაროთ – სავარაუდოდ, ისინი დღეს მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ამისთვის ხელსაყრელი დრო ჯერ არ დამდგარა.
ქალწული: დღე სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებათ. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ინტუიცია დაგეხმარებათ ადამიანებზე სწორი აზრის ჩამოყალიბებაში. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის – შესაძლოა, ვინმემ თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლოს.
სასწორი: ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდეთ ზედმეტ მღელვარებას, სტრესულ სიტუაციებს, რთულ საქმეებს. წაგადგებათ დასვენება და ენერგიის აღდგენა. კარგი იქნება, თუ მოერიდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკა და „მწარე“ შენიშვნები უყვართ – მათ შეიძლება ხასიათი დიდი ხნით გაგიფუჭონ.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
მორიელი: შესანიშნავი იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ ყველაფრის რეალიზებას ვერ მოახერხებთ. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ საკუთარი ძალები, რადგან, სავარაუდოდ, მარტოს მოგიწევთ მოქმედება. მოსალოდნელია კარგისასიამოვნო სიახლეები, რომელთა გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ.
მშვილდოსანი: საინტერესო ურთიერთობებისა და სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. ადვილად გამონახავთ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან, დაუმეგობრდებით ახლად გაცნობილებს. არც რომანტიკული კავშირის დაწყებაა გამორიცხული. გაჩნდება ცხოვრებაში რაღაც ცვლილებების განხორციელების შანსი.
თხის რქა: გადაერთეთ სერიოზულ საქმეებზე. დღეს წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ. შესაძლოა, მალევე ვერ მიაღწიოთ გამარჯვებას, მაგრამ შეუპოვრობის წყალობით ყველაფერი გამოგივათ. გექნებათ დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაც ახლობლებთან ერთად. მიიღებთ უამრავ პოზიტიურ ემოციას.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. არაცთუ ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, სერიოზული საკითხების გადაჭრისთვის. ამიტომ დაისვენეთ, გააკეთეთ რამე საინტერესო, მოინახულეთ ახლობლები. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
თევზები: ილუზიების ტყვეობაში ნუ მოექცევით, დღეს ბევრ რამეს უყურებთ ზედმეტად ოპტიმისტურად; შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც პრობლემები თავისთავად გადაწყდება. გეგმებს სერიოზულად მოეკიდეთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საღამოს პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება და დრო სასიამოვნოდ ჩაივლის.
ყველა ახალი ამბავი
0