დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 4 ივნისი

© photo: Sputnik / Seyran Baroyanმიმოზა. ბათუმი
მიმოზა. ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 4 ივნისია, შაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოულოდნელი მოვლენები, საოცარი თანხვედრები, წინადადებები, რომლებზეც უარის თქმა არ მოგინდებათ - ეს ყველაფერი დღესაა მოსალოდნელი. თუ დიდი ხანია, რამის შეცვლა გინდათ ცხოვრებაში, დღეს ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ივნისი>>
ვერძი: კარგი დღეა მუშაობისთვის. შეძლებთ რთულ საქმეებთან გამკლავებას და თავის საუკეთესო მხრიდან წარმოდგენას. წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება და არ არის გამორიცხული, მალე საინტერესო წინადადებები მიიღოთ. საღამოს დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
კურო: ნაყოფიერი დღე გელოდებათ. განსაკუთრებულად შეუპოვარი ხართ და ამიტომ აღწევთ თქვენს მიზნებს, თუნდაც გარემოებები გიშლიდეთ ხელს. ბევრი თქვენგანი მიხვდება, როგორ უნდა დაიცვას თავი არაკეთილმოსურნეებისგან. კარგი დღეა შეყვარებულებისთვის.
ტყუპი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებიც მოგენატრათ. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახლობლებთან, წყენა თქვენ შორის, თუ ასეთი რამ იყო, წარსულს ჩაბარდება. კარგი დღეა ასევე ფინანსების თვალსაზრისით.
კირჩხიბი: არ არის გამორიცხული წვრილმანი სირთულეები, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც ძლიერი იქნება. კარგი დღეა თანამშრომლობის დაწყების, მოკავშირეების მოძებნისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრების მიღება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
ლომი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. რთული იქნება საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. თუ ემოციებს არ აჰყვებით, არც კონფლიქტები გაჩნდება. დღის მეორე ნახევარი სერიოზულ საქმეებს დაუთმეთ. კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის დამუშავებისთვის.
ქალწული: გელოდებათ სასიხარულო მოვლენები, უცაბედი ცვლილებები უკეთესობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ და ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი მომენტი მოქმედების დაწყებისთვის. ყური დაუგდეთ ინტუიციას – ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ.
სასწორი: მოულოდნელი საქმეები გამოგიჩნდებათ, მაგრამ ეს ხასიათს ვერ წაგიხდენთ, რადგან საინტერესო საქმიანობაში ჩაერთვებით. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ნათესავებთან ურთიერთობებისთვის, საოჯახო ღონისძიებებისთვის, ასევე მეგობრებთან შეხვედრისთვის.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2018
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მორიელი: რთულ საქმეებში წარმატებების მიღწევაში შეუპოვრობა დაგეხმარებათ. ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი დაძაბულ მომენტებს აგარიდებთ თავიდან. შესაძლებელია იღბლიანი შოპინგი. საღამო კარგი დროა ნათესავებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის.
მშვილდოსანი: სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რასაც გააკეთებთ. კარგად ნაცნობი საქმეებიც კი დღეს რთულად გამოგივათ. შესაძლებელია უთანხმოებები მოკავშირეებთან, ცხარე კამათი, თუმცა საქმეს კონფლიქტამდე არ მიიყვანთ. გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.
თხის რქა: დღე ძალზე იღბლიანად დაიწყება. კარგი დროა საქმიანი შეხვედრების, გეგმებისა და იდეების განხილვისთვის. მოგვიანებით შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება. შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება. მეგობრებთან შეხვედრა კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ
მერწყული: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების, მოლაპარაკებების, საკითხების გადაწყვეტისთვის. საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად აეწყობა. საღამო შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და მასთან გულითადი საუბრისთვის.
თევზები: კარგი დღეა ადრე დაწყებულის დასამთავრებლად, პასუხების საპოვნელად კითხვებზე, რომლებზეც ბოლო დროს ბევრ ფიქრობდით. ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ და ეს სავალალო შეცდომებს აგაცილებთ თავიდან. შესაძლებელია თანხის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0